2024

რა არის პესტიციდი?

პესტიციდი არის ქიმიური ან ბიოლოგიური საშუალება, რომლებიც გამოიყენება მცენარეთა დაავადებებისა და მათი გადამტანების, მავნებლებისა და სარეველა მცენარეების წინააღმდეგ, ასევე მცენარეთა ზრდის რეგულირებისათვის. 

პესტიციდებს გამოყენების ძირითადი სახეებია (შესხურება, შეფრქვევა, ფუმიგაცია და სხვა).

ცნობილია პესტიციდების შემდეგი ძირითადი კლასები:

  • ფუნგიციდები
  • ჰერბიციდები
  • ინსექტიციდები
  • აკარიციდები
  • ბაქტერიციდები
  • თესლის შესაწამლი პრეპარატები

ფუნგიციდები  – პესტიციდის ერთ-ერთი ჯგუფი, რომლებსაც შეუძლიათ მოსპონ და შეზღუდონ მცენარეთა სოკოვანი დაავადებების გამომწვევთა განვითარება. მათ შესწევთ უნარი მოსპონ სოკოები (ფუნგიციდური მოქმედება), შეაჩერონ მათი განვითარება (ფუნგისტატიკური მოქმედება) ან დაუკარგონ სპორებს გამრავლების უნარი (გენოსტატიკური მოქმედება).

ფუნგიციდებს იყენებენ სასოფლო-სამეურნეო კულტურების თესლის შესაწამლად, ნიადაგის დასამუშავებლად, მცენარის სვენებისა და ვეგეტაციის პერიოდში შესასხურებლად, პროდუქტების საცავებისა და საწყობების დეზინფექციისათვის.

ფუნგიციდს მიეკუთნებიან პრეპარატები: აფეტი, ტალენდო, ზორვეკ ვინაბელი, კურზატი რ, კოსაიდ 2000, ლიმაი და სხვ.

ჰერბიციდები – არასასურველი სარეველა ბალახების გასანადგურებელი ქიმიური ნივთიერებები. მცენარეებზე მოქმედების ხასიათის მიხედვით ჰერბიციდები არის ტოტალური მოქმედების (ანადგურებს ფართო სპექტრის სარეველებს) და სელექტიური მოქმედების (ანადგურებს ვიწრო სპექტრის სარეველებს).

ტოტალური მოქმედების ჰერბიციდებს მიეკუთნება პრეპარატები: კლინი, კაილეო, ხოლო სელექტიური მოქმედების ჰერბიციდებია: იკანოსი, ესტერონი და სხვ.

პრეპარატების მოქმედი ნივთიერება შეიწოვება ფოთლებიდან და ვრცელდება მთელ მცენარეში მისი ფესვების ჩთვლით, გარდა კონტაქტური ჰერბიციდებისა, რომლებიც მოქმედებენ მხოლოდ პრეპარატის დასხურების ადგილზე და არ გადაადგილდებიან მთელ მცენარეში. სარეველები იღუპებიან დამუშავებიდან 3-4 დღეში. პრეპარატების მოქმედების ეფექტურობა იზრდება თბილ და ნესტიან ამინდების დროს, ხოლო ცივი და მშრალი ამინდის პირობებში მისი მოქმედება ნელდება.

ინსექტიციდები – ქიმიური და ბიოლოგიური მწერების საწინააღმდეგო საშუალებები. 

ინსექტიციდს იყენებენ როგორც სასოფლო-სამეურნეო კულტურების ასევე მარცვლეულის მარაგების, ტყეების, მავნებელი მწერებისგან დასაცავად, დაავადებათა გადამტანებისა და ცხოველთა პარაზიტების წინააღმდეგ საბრძოლველად და საყოფაცხოვრებო მწერების გასანადგურებლად.

ინსექტიციდების უმეტესობა მწერებს ანადგურებს განვითარების გარკვეულ ან სხვადასხვა სტადიებზე.
ზემოქმედების მიხედვით გამოყოფენ შემდეგ კლასებს:

  • ოვიციდები, კლავენ მწერების კვერცხებსაც;
  • ლარვიციდები, კლავენ მწერების ლარვებს;
  • იმაგოციდები, მომაკვდინებლად მოქმედებს ზრდასრულ მწერებზე.

გამომდინარე აქედან, სხვადასხვა ინსექტიციდს შეუძლია იმოქმედოს მწერის განვითარების ერთ ან რამდენიმე სტადიაზე. მათი მოქმედების უნარი მითითებულია კონკრეტული ინსექტიციდის  გამოყენების ინსტრუქციაში.

ინსექტიციდებს მიეკუთნება პრეპარატები: კორაგენი, ვამპ დუო, ტალსტარი, რადიანტი და სხვ.

აკარიციდები – ტკიპების გასანადგურებელი ქიმიური საშუალებები.

მაგალითად პრეპარატი ორტუსი არის მაღალეფექტური აკარიციდი ტკიპების ფართო სპექტრის წინააღმდეგ.

ბაქტერიციდები – ნივთიერებები, რომელთაც გააჩნიათ ბაქტერიებისა და სხვა მიკროორგანიზმების მოსპობის უნარი.

ასეთი პრეპარატია მაგალითად კოსაიდ ოპტი, რომელიც არის ყველაზე ძლიერი ბაქტერიციდი ბაზარზე. რომელიც არის თანამედროვე ტექნოლოგიით შემუშავებული ინოვაციური ბაქტერიციდი/ფუნგიციდი სპილენძის ბაზაზე.

მცენარეთა სოკოვანი დაავადებების გამომწვევებზე მოქმედების გზების მიხედვით, ანსხვავებენ კონტაქტურ და სისტემურ, ხოლო მავნებლების შემთხვევაში კი – კონტაქტური, ნაწლავური და ფუმიგანტური ხასიათის ქიმიურ საშუალებებს.

კონტაქტური პესტიციდები, მათთან შეხებისას (კონტაქტისას), იწვევენ მავნე ორგანიზმების განადგურებას ან განვითარების შეზღუდვას.

სისტემური მოქმედების პესტიციდები იჭრებიან მცენარეში, გადაადგილდებიან გამტარი ქსოვილებით და იწვევენ დაავადების გამომწვევების, მავნებლებისა და სარეველების განადგურებას.

კონტაქტურ-ნაწლავური მოქმედების პრეპარატები იწვევენ მავნებლების განადგურებას მათ ორგანიზმში საკვებთან ერთად მოხვედრისას.

ქიმიური შედგენილობის მიხედვით პესტიციდები იყოფიან – ორგანულ, არაორგანულ და ბიოლოგიურ პრეპარატებად.

სრული ასორტიმენტის სანახავათ ეწვიეთ კარტლისის ონლაინ მაღაზიას

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *