032 244 55 41
ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

წყლის ანალიზი

სასოფლო-სამეურნეო კულტურის განვითარებისა და მაღალი ხარისხის მოსავლის მისაღებად მცენარისთვის ოპტიმალური კვების სქემის შემუშავების გარდა დიდი მნიშვნელობა ენიჭება მის სწორ რწყვას. რადგანაც არასწორმა რწყვამ შეიძლება გამოიწვიოს მოსავლიანობის შემცირება, ხოლო თუ სარწყავი წყალი არ აკმაყოფილებს მისდამი წაყენებულ მოთხოვნებს, მაშინ ასეთი წყლის გამოყენებამ შეიძლება მცენარის განვითარების შეფერხებაც კი გამოიწვიოს.

სწორი რწყვით სასოფლო-სამეურნეო კულტურისთვის იქმნება სრულყოფილი პირობები შემდეგი მიზნებისთვის:

  • მოსავლის გაზრდა;
  • მოსავლის ხარისხის გაუმჯობესება;
  • ნიადაგის დაცვა და წყლის რესურსების დაზოგვა.

 

სარწყავი წყლის ხარისხი პირველ რიგში განისაზღვრება მასში ხსნადი მარილების კონცენტრაციით, რადგან:

  • ნიადაგის ხსნარსა და წყალში არსებული ხსნადი მარილების მაღალი კონცენტრაცია ამცირებს წლის ხელმისაწვდომობას კულტურისთვის, იმდენად რომ იგი გავლენას ახდენს მოსავალიანობაზე.

წყლის რეაქციის არე - განსაზღვრავს კარბონატების და ბიკარბონატების არსებობის ალბათობას.

ტოქსიკური ელემენტების შემცველობა - ზოგიერთი სპეციფიკური იონი, როგორებიცაა ქლორი, ნატრიუმი და ბორი წყლის შეთვისების გზით მაღალი კონცენტრაციით გროვდება მცენარეში, ზიანს აყენებს კულტურას და ამცირებს მოსავალს. ზიანის მიყენება შეიძლება გამოვლინდეს ძარღვთაშორისი ქლოროზის განვითარებისა და ფოთლის მარგინალური დაზიანების სახით.

ინფილტრაციის ხარისხი - რომელიც გვიჩვენებს ნიადაგში სარწყავი წყლის შეღწევადობის უნარს. დაბალი ინფილტრაციის ხარისხი ამცირებს წყლის ხელმისაწვდომობას კულტურისთვის და ამცირებს მოსავლიანობას.

ნიტრატების მაღალი შემცველობა - აზოტი ძირითადი მაკროელემენტია, რომელიც აუცილებელია მცენარის ზრდა-განვითარებისათვის, თუმცა მისმა ჭარბი რაოდენობით შეტანამ შეიძლება გამოიწვიო პრობლემები. ზრდის ზედმეტი სტიმულირების გამო შესაძლებელია დაირღვეს მცენარის განვითარების პროცესი, გამოიწვიოს დაგვიანებული სიმწიფე, რაც საბოლოოდ იწვევს პროდუქტის დაბალ ხარისხს. აზოტის მაღალი დონე შეიძლება სასარგებლო იყოს ზრდის ადრეულ ეტაპებზე, მაგრამ გამოიწვიოს მოსავლიანობის დანაკარგი ყვავილობისა და ნაყოფის გამონასკვის პერიოდში.

თქვენი სარწყავი წყლის ხარისხის დასადგენად, მასში ტოქსიკური ელემენტების შემცველობის განსასაზღვრავად კარტლისი გთავაზობთ წყლის ანალიზების ჩატარებას AGQ ესპანურ ლაბორატორიაშია.

 

სწორი და ხარისხიანი მორწყვა მაღალი ხარისხისა და მოსავლის მისაღებად გადადგმული პირველი ნაბიჯია.

 

პარამეტრები და ღირებულება

250 ₾
  • წყლის რეაქციის არე PH
  • ხსნადი მარილების კონცენტრაცია EC
  • ბიკარბონატები HCO3-
  • ქლორიდები Cl -
  • სულფატები SO₄²-
  • ნიტრატები NO3-
  • კალციუმი Ca
  • მაგნიუმი Mg
  • კალიუმი K
  • ნატრიუმი Na
  • ბორი B
  • რკინა Fe
  • მანგანუმი Mn
  • სპილენძი Cu
  • თუთია Zn
  • სილიციუმი Si
კალათი
შესვლა

არ გაქვთ ანგარიში?

მაღაზია
0 სურვილები
0 items კალათი
ჩემი ანგარიში