ჩვენს შესახებ

კარტლის აგროსისტემები ქართულ ბაზარზე უკვე 26 წელია მოღვაწეობს და მომხმარებელს მცენარეთა დაცვის საშუალებების, სასუქების, სათესლე მასალისა და სარწყავი სისტემების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. ამ პერიოდში კომპანიამ ფერმერებს შორის უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მომწოდებლის სახელი დაიმკვიდრა. მიზანდასახული მუშაობის შედეგად, კომპანიამ ათასობით მომხმარებლის ნდობა მოიპოვა და დღეისათვის დარგში ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა.

კომპანია “კარტლისს” გააჩნია საკუთარი საცდელ-სადემონსტრაციო მეურნეობები, სადაც კომპანია ცდის ახალ ჯიშებს და პრეპარატებს და ამუშავებს სხვადასხვა კულტურების მოყვანის უახლეს ტექნოლოგიებს. კომპანია ამაყობს, რომ საქართველოში, პროფესიონალ ფერმერებში მისი სახელი ასოციირდება ცოდნასთან, ხარისხთან და გამოცდილებასთან.