თხევადი ორგანული კორექტორი ჰუმინური ექსტრაქტის ფუძეზე. ექსტრაქტი მიღებულია ლეონარდიტისა და ფულვო მჟავებისგან.
• აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას და ზრდის კათიონების გაცვლით ტევადობას;
• მცენარისთვის ხელმისაწვდომს ხდის ნიადაგში შეუთვისებელი ფორმით არსებულ საკვებ ელემენტებს, შესაბამისად ზრდის მათ შეთვისების უნარს;
• ზრდის ნიადაგში არსებული სასარგებლო მიკრობების რაოდენობას და აძლიერებს მათ მოქმედებას;
• ხელს უწყობს ნიადაგის აგრეგატების წარმოქმნას (ნიადაგის შემადგენელი მცირე მყარი ნაწილაკები), რაც ზრდის ფესვის საერთო მასას და აუმჯობესებს წყლის შეკავების უნარს.
(გამოიყენება ორგანულ მიწათმოქმედებაში)