კელპაკი (ბიო)
From ₾42.00
უნიკალური ბიოსტიმულატორი წყალმცენარეების ფუძეზე, განკუთვნილი: დამტვერვის, ყვავილობის პროცესის სწორად წარმართვისთვის, ფესვთა სისტემის ეფექტური განვითარებისთვის, ნაყოფის ხარისხობრივი მაჩვენებლების ზრდისთვის
| წონა | არ არის |
|---|---|
| დაფასოება |
1ლ ,5ლ ,20ლ |
არტიკული:
2503226-1
კატეგორია: სტიმულატორები
აღწერა
კელპაკი წარმოადგენს წყალმცენარეების თხევად კონცენტრატს, უნიკალურ მსოფლიოში აღიარებულს ბიოსტიმულატორს. იგი საგრძნობლად აჯანსაღებს მცენარეს და მნიშვნელოვნად ზრდის მოსავლიანობას და ნაყოფის ხარისხს.
კელპაკის მაღალი ბიოლოგიური აქტივობა განპირობებულია ბუნებრივი ჰორმონების, აუქსინი + ციტოქინინის შემცველობით და ,რაც მთავარია, მათი უნიკალური თანაფარდობით. კელპაკი შეიცავს მთელ რიგ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს:
ალგინატებს; ფლოროტანინებს; ბრასინოსტეროიდებს; პოლიამინებს; ჯიბერელინის მჟავას; მაკრო და მიკრო ელემენტებს.
• კელპაკი არეგულირებს და აძლიერებს მცენარეში მიმდინარე ფიზიოლოგიურ პროცესებს, რაც იწვევს მოსავლისა და ნაყოფის ხარისხის მნიშვნელოვან გაუჯომბესებას;
• იწვევს მცენარის ლატერალური ფესვების მნიშვნელოვან განვითარებას, რის შედეგად უმჯობესდება მცენარის მიერ წყლისა და საკვები ნივთიერებების ათვისება და შემდგომ მწვანე მასის ზრდა;
• აუმჯობესებს მცენარის მტვრის გაღვივების უნარს, სამტვერე მილის ეფექტურ ჩამოყალიბებას, ხელს უწყობს განაყოფიერებას და ნაყოფის გამონასკვას;
• ამცირებს ნეგის გადარგვისას წარმოშობილ სტრესს;
• აუმჯობესებს ჩითილის ზრდას და საჩითილეებში ჩითილის გამოსავლიანობას;
• აუმჯობესებს ფოტოსინთეზს და ზრდის ნახშირწყლების წარმოებას;
• ზრდის მცენარის მიერ ნაყოფის შენარჩუნების უნარს, ნაყოფის ზომას, შაქრის შემცველობას და აუმჯობესებს ნაყოფის ფერს;
• ზრდის ნაყოფის შენახვის უნარს და ეხმარება ხარისხის შენარჩუნებაში მაცივარში შენახვისას;
• მოსავალი საგრძნობლად იზრდება;
• კელპაკი სერტიფიცირებულია ბიომეურნეობებში გამოსაყენებლად.
შემადგენლობა
შემადგენლობა
კულტურები & ნორმები
კულტურები & ნორმები
MSDS
MSDS
მიტანის სერვისი
მიტანის სერვისი დროებით არ ფუნქციონირებს
მსგავსი პროდუქტები
კოდაკალბორო
₾28.70
უნიბროტი პლიუსი
₾175.00
ოსმოპლანტი
₾247.00
კოდამინი B-Mo
₾40.00
კოდაჰუმუს 20 პლიუსი (ბიო) (1ლ, 5ლ, 20ლ)
From ₾19.00
ორგანული წარმოშობის პროდუქტი ჰუმინური მჟავების ფუძეზე, რომელიც განკუთვნილია ნიადაგის ფიზიკური და ქიმიური თვისებების გასაუმჯობესებლად. ხელს უწყობს ფესვის გარშემო ბიოლოგიური პროცესების წარმართვას.
თხევადი ორგანული კორექტორი ჰუმინური ექსტრაქტის ფუძეზე. ექსტრაქტი მიღებულია ლეონარდიტისა და ფულვო მჟავებისგან.
• აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას და ზრდის კათიონების გაცვლით ტევადობას;
• მცენარისთვის ხელმისაწვდომს ხდის ნიადაგში შეუთვისებელი ფორმით არსებულ საკვებ ელემენტებს, შესაბამისად ზრდის მათ შეთვისების უნარს;
• ზრდის ნიადაგში არსებული სასარგებლო მიკრობების რაოდენობას და აძლიერებს მათ მოქმედებას;
• ხელს უწყობს ნიადაგის აგრეგატების წარმოქმნას (ნიადაგის შემადგენელი მცირე მყარი ნაწილაკები), რაც ზრდის ფესვის საერთო მასას და აუმჯობესებს წყლის შეკავების უნარს.
(გამოიყენება ორგანულ მიწათმოქმედებაში)
არჩევის პარამეტრები
This product has multiple variants. The options may be chosen on the product page
კოდასალ ბერი
₾124.00
კოდასალ პრემიუმი (1ლ, 5ლ, 20ლ)
From ₾0.00
მცენარეული ნედლეულისგან მიღებულ ორგანულ მჟავებთან კომპლექსში მყოფი კალციუმის ხსნარი. იდეალურია დამლაშებულ ნიადაგებში გამოსაყენებლად მარილიანობის საწინააღმდეგოდ.
არჩევის პარამეტრები
This product has multiple variants. The options may be chosen on the product page











































