ბიოსტიმულატორი მიკროელემენტებისა (Cu, Fe, Mn, Zn) და ლიგნინიდან (ორგანული პოლიმერები, რომლებიც ქმნიან მცენარის საყრდენი მასალის სტრუქტურულ ერთეულებს) მიღებული ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერებებით.
• ბიოსტიმულატორი აუმჯობესებს და აძლიერებს მცენარის ჯანმრთელობასა და ხარისხს;
• ახასიათებს ორმაგი მოქმედება: როგორც ბიოსტიმულატორი ააქტიურებს მცენარეში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებსა და მცენარის ფუნქციონირებას, პრევენციული- ააქტიურებს მცენარის თავდაცვით სისტემას, რაც ხელს უშლის გარკვეული პათოგენების გავრცელებას;
• პროდუქტის ამგვარი მოქმედება განპირობებულია ალუმინის ლიგნოსულფონატისა და მიკროელემენტების შემცველობით;
• პროდუქტში შემავალი ლიგნოსულფონატების მოქმედებით სუფთავდება მცენარის ჭურჭელ-ბოჭკოვანი სისტემა, შედეგად ფართოვდება საკვები ელემენტების გამტარი ზონა.