2022

digital.cartlis.ge – ახალი პლატფორმა გამარტივებული სოფლის მეურნეობისთვის

კომპანია კარტლისი ფერმერთა მხარდასაჭერად გთავაზობთ სიახლეს თანამედროვე ციფრული სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით. ონლაინ პლატფორმა digital.cartlis.com  ფერმერებს საშუალებას მისცემს შექმნას თავის კულტურაზე, კლიმატზე, რეგიონზე და ნაკვეთზე მორგებული კვებისა და დაცვის სქემების. დღევანდელ რეალობაში ძალიან რთულია მიიღო რჩევა პროფესიონალი აგრონომისგან და ბევრ წვრილ ფერმერს უშუალოდ ხელი არ მიუწვდებათ ინფორმაციაზე და თავიანთ მეურნეობაში უშვებენ შეცდომებს. digital.cartlis.com – ესაა ფერმერის პერსონალური აგრონომი, რომელიც სთავაზობს მას აგრონომიულ მხარდაჭერას, პროფესიონალი აგრონომების მიერ წინასწარ მომზადებული სქემების გამოყენებით. ამ პროგრამის ზურგს უკან დგანან კარტლისის თანამშრომლები, რომლებიც მუდმივ მონიტორინგს უწევენ ნაკვეთებს, შესაბამისად პროგრამაში არსებული ინფორმაცია მუდმივად ახლდება და შეესაბამება რეალურ სიტუაციას.

მარტივი სარეგისტრაციო ველის გავლის შემდეგ ფერმერს საშუალება აქვს დაარეგისტრიროს სისტემაში თავისი ნაკვეთები (შეავსოს მათზე დეტალური ინფორმაცია), ატვირთოს ანალიზის შედეგები და შექმნას კვებისა და დაცვის სქემები. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ნაკვეთის ადგილმდებარეობის მითითება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან რეგიონები ერთმანეთისგან კლიმატის მიხედვით განსხვავდებიან, შესაბამისად მცენარის განვითარებაც განსხვავებულად მიმდინარეობს. კარტლისის სპეციალისტებს წინასწარ აქვთ გათვალისწინებული თითოეული რეგიონის კლიმატური მახასიათებელი და ნაკვეთის ადგილმდებარეობის შევსებისას სისტემა ამ მონაცემებს ავტომატურად ითვალისწინებს. 

მცენარეთა დაცვის მოდული- მცენარეთა წამლობის სქემის შედგენისას კულტურისა და რეგიონის შესახებ ინფორმაციის შევსების შემდეგ ფერმერმა უნდა აირჩიოს დაანგარიშების მეთოდი: 100ლიტრ წყალზე, 1000ლიტრ წყალზე თუ 1 ჰა-ზე სურს საჭირო რაოდენობების დაანგარიშება. ამ მონაცემების მითითების შემდეგ სისტემა ავტომატურად აჩვენებს კულტურის  ყველა განვითარების ფაზას და თითოეული ფაზისთვის დამახასიათებელ მავნე ობიექტებს.  თითოეულ მავნე ობიექტზე სისტემა გვიჩვენებს პროდუქციის ჩამონათვალს, რომელიც ეფექტურად მოქმედებს მასზე. პროდუქტს გასწვრივ მითითებული აქვს ხარჯვის ნორმა და ღირებულება. 

პროდუქტის დასახელებაზე კურსორის მიტანით ჩნდება პროდუქტის შესახებ ინფორმაცია: მწარმოებელი, წარმოების ქვეყანა. ფერმერს უკვე შესაძლებლობა აქვს ღირებულების და მახასიათებლის მიხედვით აირჩიოს მისთვის სასურველი პროდუქტი. მსგავსი მეთოდით ფერმერი ირჩევს მისთვის სასურველ პროდუქციას და სისტემა ავტომატურად  უანგარიშებს  როგორც  თითოეული ფაზისთვის წამლობის ჯამურ ღირებულებას, აგრეთვე მთლიანი სეზონისთვის საჭირო პროდუქციის ღირებულებასაც. გარდა ამისა, ნებისმიერ დროს შესაძლებელია შექმნილ პროგრამაში ცვლილების შეტანა- რომელიმე პროდუქტის დამატება ან წაშლა. პროგრამის ბოლოს სისტემა აჩვენებს პესტიციდებისა და სტიმულატორების შემაჯამებელ ცხრილს სადაც მითითებული სეზონის განმავლობაში რომელი პროდუქტის რა რაოდენობა უნდა შეიძინოს ფერმერმა.

მცენარეთა კვების მოდული- მცენარეთა კვების სქემის შესაქმნელად ფერმერი ავსებს ნაკვეთის ადგილმდებარეობას და კულტურის შესახებ ინფორმაციას: კულტურა, გაშენების თარიღი, მცენარეთა რაოდენობა 1-ჰა-ზე.  ნიადაგის ანალიზის არსებობის შემთხვევაში შეუძლია შეიყვანოს მონაცემები ან შეუკვეთოს ახალი ანალიზი.  სისტემა ავტომატურად ითვალისწინებს ნიადაგის ანალიზის შედეგებს და გვიანგარიშებს სუფთა ელემენტების რა რაოდენობა ესაჭიროება მოცემული ასაკის მცენარეს სრულყოფილი კვებისთვის.  

ცხრილში ელემენტების ფაქტობრივი რაოდენობა გვიჩვენებს სუფთა ელემენტების რაოდენობას, რომელსაც ჩვენ სასუქების გამოყენებით ვაძლევთ მცენარეს. ფერმერიც კვების სქემის შედგენისას ცდილობს ისე აირჩიოს სასუქები რომ ელემენტების ფაქტობრივი რაოდენობა გაუტოლოს მცენარის მოთხოვნას. ამ გზით შედგენილი კვების სქემით ფერმერი სწორად უზრუნველყოფს მცენარის გამოკვებას.

DIGITAL.CARTLIS.GE – ის ექსტენციის პროგრამა ფერმერს საშუალებას აძლევს სწრაფად და მარტივად შეიდგინოს მასზე მორგებული კვებისა და დაცვის სქემები.