„კარტლისი“ ყოველწლიურად ახდენს ახალი სათესლე მასალის გამოცდასა და დარაიონებას, რათა შემდეგ მომხმარებელს შეეძლოს სწორი არჩევნის გაკეთება.
კომპანია „კარტლისი“ 25 წელზე მეტია “Enza Zaden”-ის და “Bejo Zaden”-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართელოს ბაზარზე. კარტლისის და ამ ორი კომპანიის თანამშრომლობამ ქართველ ფერმერებს საშუალება მისცა უმაღლესი ხარისხის სათესლე მასალით მიეღოთ აქამდე მიუღწეველი შედეგები ბოსტნეული კულტურების წარმოებაში. ამ წლების განმავლობაში ქართველი ფერმერებისთვის პოპულარული გახდა პომიდვრის ჰიბრიდული სათესლე მასალა: „ბელფორტი“ (Bellfort f1) “ბერბერანა“ (Berberana f1) „რალი“ (Rally f1) . კიტრი სლაისერის ტიპის ჰიბრიდული სათესლე მასალა: „კორინტო“ (Corinto f1), „სარგონი“ (Sargon f1). ასევე ბოსტნეულის, ბაღჩეულის და მწვანილის მრავალ სათესლე მასალა და ჯიში, (რომლის ნახვასაც შეძლებთ შემდეგ მისამართზე https://cartlis.ge/satesle-maslaebi/ ).
„Enza Zaden”-ის და “Bejo Zaden”-ის სპეციალისტები სხვადასხვა ქვეყნიდან ყოველწლიურად იღებენ მონაწილეობას „კარტლისი“-ს მიერ ორგანიზებულ სემინარებსა და ღია კარის დღეებში, სადაც ქართველი მომხმარებელი იღებს სრულყოფილ ინფორმაციას სათესლე მასალის წარმოებასა და უახლეს ტექნოლოგიებზე მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში. გარდა ამისა ქართველ ფერმერებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ „ენზა ზადენი“-ს და „ბეიო ზადენი“-ს მიერ ორგანიზებულ ღია კარის დღეებს ნიდერლანდებში,სადაც ფერმერები ეცნობიან უახლეს სათესლე მასალას და ტექნოლოგიურ მიღწევებს სოფლის მეურნეობაში, ასევე მსოფლიოს მრავალი ქვექნიდან ჩასული ფერმერები ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ ციდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას ბოსტნეულის წარმოებაში.