თურქეთში საგაზაფხულო წაყინვების შედეგად პოტენციური მოსავლის 40% განადგურდა, ამის შესახებ ინფორმაციას დარგის სპეციალისტები ავრცელებენ, მათი თქმით, აღნიშნული ფაქტორი დიდი დარტყმაა ბაზრისთვის, რადგან გაზრდილი მოთხოვნის ხარჯზე, მიწოდებაში დეფიციტი გაჩნდება, სწორედ ამ დეფიციტის შევსებას შეეცდება ქართული თხილი, რომელიც მსოფლიო ბაზარზე გაჩენილი მაღალი მოთხოვნის შესაბამისად ფასის მატებასაც ელოდება.
არსებული მდგომარეობით თხილის გასაყიდი ფასი საქართველოში უკვე 8 ლარს აჭარბებს, მსოფლიო ბაზარზე კი თხილის ფასი 10 დოლარზე მეტია, სპეციალისტების თქმით ფასის მატება გრძელდება და უახლოს პერიოდში ის შესაძლოა რეკორდულ ფასს გაუტოლდეს, რომელიც თხილზე 2014 წელს დაფიქსირდა.
თხილის ფასი ბოლო პერიოდში უკვე 20% ით არის გაზრდილი, აღსანიშნავია, რომ საუბარი მაღალი, პრემიალური ხარისხის თხილზეა, როგორც ექსპორტიორები ამბობენ თხილის ფასის განსაკუთრებულ მატებას მხოლოდ ხარისხიან თხილზე უნდა ველოდოთ, რადგან მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნა სწორედ პრემიალურ თხილზეა, ამისთვის კი აუცილებელია თავად ფერმერებმა მაქსიმალური გააკეთონ მოყვანილი თხილის ხარისხის მაქსიმალურად ასაწევად.
ხარისხიანი თხილის მოყვანა სწორად დაგეგმილ აგროტექნოლოგიას უკავშირდება, სწორი წამლობა და კვება უმნიშვნელოვანესია თხილის მავნებელ-დაავადებებისგან დასაცავად და უხვი მოსავლის მისაღებად.
კომპანია კარტლისი უკვე 28 წელია ქართველ თხილის მწარმოებლებს უმაღლესი ხარისხის თხილის მოყვანაში ეხმარება, მსოფლიოს წამყვანი ბრენდების უკვე კარგად გამოცდილი და ქართველი ფერმერებისგან საუკეთესოდ აღიარებული პრეპარატები და სასუქები, კარტლისის სპეციალისტების მიერ შედგენილი სქემის შესაბამისად გამოყენებით საუკეთესო შედეგს იძლევა! იზრდება მოსავლის ხარისხი და რაოდენობა, რაც პირდაპირპროპორციულად ზრდის ფერმერის შემოსავალს და მოგებას!
ხარისხიანი თხილის მისაღებად აუცილებელია მისი დამუშავება ხარისხიანი პრეპარატებით, რათა თავიდან ავიცილოთ მავნებელ-დაავადებების გავრცელება და თხილის ნაყოფის დაზიანება.
დაზიანებული ნაყოფი ნიშნავს მცირე ან ნულ შემოსავალს, ხოლო ხარისხიანი პრეპარატებით წამლობით თქვენ დააზღვევთ თქვენს მოსავალს და მიიღებთ უმაღლესი ხარისხის პრემიალურ პროდუქტს, რომლის ფასიც წელს რეკორდული იქნება.
თუ გაქვთ თხილის ბაღი, ახლა სწორი დროა მაქსიმალური გააკეთო მის მოსავლელად, ამაში კარტლისი დაგეხმარებათ, ჩვენი აგრონომები გაგიწევენ კვალიფიციურ კონსულტაციას, მოგცემენ წამლობისა და კვების თქვენზე მორგებულ სქემას, ხოლო ჩვენი უმაღლესი ხარისხის პრეპარატები და სასუქები შედეგის მაქსიმალურად ეფექტურად მიღწევაში დაგეხმარებათ!
წელს კარგ თხილს, კარგი ფასი ექნება! მოდი კარტლისში!
დამატებითი ინფორმაციისა და კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით: 032 244 55 41