2024

 სალათის მოვლა-მოყვანა

       სალათის კულტურა ყოვლეწლიურად უფრო პოპულარული ხდება, როგორც მთელს მსოფლიოში, ასევე საქართველოში. მისი მოყვანის მთავარი წინაპირობაა ხარისხიანი სათესლე მასალა და ჩითილის წარმოება. სწორედ ხარისხიანი სათესლე მასალა და ჩითილია რენტაბელობის გარანტი.

      ჩითილის წარმოებისას აუცილებელია დავიცვათ ბიოტური და აბიოტური ფაქტორების გავლენა მცენარეზე. მისი გამოყვანის ოპტიმალური პირობებია: PH-5,5-6,5; ტემპერატურა – დღე 20-22°C; ღამე-15-16°C. მნიშვნელოვანია ჩითილის განვითარების  3-4 ფოთლის ფაზიდან ფესვის ყელის სიდამპლეებთან ბრძოლის პრევენციული ღონისძიებების ჩატარება.

აუცილებლად გამოვიყენოთ ისეთი მაღალხარისხიანი ფუნგიციდი, როგორიცაა აფეტი, ასევე რეკომენდებულია მაღალფოსფორიანი და ამინომჟავებით მდიდარი სასუქების გამოყენება (ბელგიური წარმოების სასუქები-გროგრინების სერიიდან და ესპანური წარმოების-კოდამინ რადიკულარი)

სალათის მოყვანა რეკომენდებულია, როგორც სათბურში ასევე ღია გრუნტზე,  აგროვადების დაცვის შემთხვევაში, მისი მოყვანა შესაძლებელია წელიწადში 5-6 ჯერ. სალათი სიცივეგამძლე მცენარეა, დასაშვებია- ღამით +4 – +6°C; დღისით +6 – +10°C;  

ვეგეტაციის ოპტიმალური ტემპერატურა კი 15-16°C;

 ტენიანობა 60% – 80%;

. მოთხოვნა საკვებ ელემენტებზე: 100კვ/მეტრზე: N-1.2კგ; P2O5-0-5კგ; K2O-1,5კგ; EC-1,5-2,5კგ; PH-6-7;

                 ძირითადი ფაქტორები, რომლებსაც  გავლენა აქვთ ხარისხიან მოსავალზე:

  • საკვები ელემენტების შემცველობა;
  • ჰუმუსის შემცველობა;
  • ნიადაგის მჟავიანობის მაჩვენებელი;
  • მარილიანობა;
  • ტექსტურა;

ძირითადი საკვები ელემენტები: P;N;K;CA;Mg;S;

 მიკროელემენტები: B;Fe;Zn;Mn;Cu;Mo;

N-აზოტი არის ცილის სტრუქტურის აუცილებელი კომპონენტი, შედის ქლოროფილის შემადგენლობაში, ღებულობს მონაწილეობას ნივთიერებათა ცვლაში.

P-ფოსფორი აუცილებელი ელემენტია, ის მონაწილეობს მზის ენერგიის მცენარის ქსოვილის გარდაქმნის პროცესში, შედის მნიშვნელოვანი ცილების სტრუქტურაში, ასტიმულირებს მცენარეს ფესვთა სისტემის განვითარებისათვის.

K-კალიუმი მონაწილეობს სახამებლის, შაქრების ზეთის წარმოქმნის და გადაადგილების პროცესში. მცენარეში წყლის შეკავების პროცესში. აუცილებელია მცენარის ნაყოფის წონის, გემოს, ფერის ჩამოყალიბებაში.

სალათის წარმოებისას აუცილებელია მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის ეფექტური და დროული ღონისძიებების ჩატარება. კარტლისის მიერ შემუშავებული სალათის მოვლა მოყვანის სქემა შეგიზლიათ იხილოთ ვებ-გვერძე: 

ხარისხიანი პროდუქციის მიღება თითქმის 90%-ით დამოკიდებულია, სათესლე მასალაზე. კომპანია „კარტლისი“ გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის სათესლე მასალას ჰოლანდიური კომპანია ENZA ZADEN-ის  ასორტიმენტიდან, რომელიც არის თიხის ფენით გარშემორტყმული, რაც უფრო კომფორტულს ხდის ჩათესვის პროცესს.

       სალათების ასორტიმენტი: 

აისბერგი:DIAMOND, TOPACIO. 

ლოლო ბიონდა: ILEMA, VILI.

 ბატავია: FRISADY,ESTONY,KISMI

ლოლო როსა: LEA,LOKA,TUSKA 

რომანო:PINOKIO, XANADU

სათესლე მასალის შეძენა შეგიძლიათ კარტლისის ნებისმიერ მაღაზიაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *