ხარისხიანი ბოსტნეულის სათესლე მასალა საკვანძო კომპონენტია წარმატებული აგრობიზნესისთვის. სწორად შერჩეულმა სათესლე მასალამ შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს მოსავლის ხარისხი და რაოდენობა.
ჰიბრიდული სათესლე მასალის მიღება ხდება ორი წინასწარ შერჩეული ჯიშის შეჯვარებით, რათა შედეგად მივიღოთ ისეთი სათესლე მასალა, რომლიდანაც აღმოცენებულ მცენარეს ექნება როგორც სხვადასხა დაავადებების მიმართ მდგრადობა, სტრესული კლიმატური პირობების მიმართ გარკვეული გამძლეობა, ასევე მაღალხარისხიანი უხვი მოსავლის მიღების უნარი.
სათესლე მასალის შერჩევის დროს საჭიროა გავითვალისწინოთ შემდეგი კრიტერიუმები:
- ხარისხიანი სათესლე მასალა, რომელიც მოგცემთ უხვ მოსავალს.
- კლიმატური პირობები: ზოგი მცენარე უკეთესად იზრდება კონკრეტულ კლიმატურ პირობებში, მნიშვნელოვანია შეარჩოთ ისეთი სათესლე მასალა, რომლიდანაც აღმოცენებული მცენარე კარგად მოერგება თქვენს ტერიტორიაზე არსებულ მიკროკლიმატურ პირობებს.
- მდგრადობა დაავადებების მიმართ: ჯანმრთელი და მდგრადი სათესლე მასალის შერჩევა მნიშვნელოვანია, რათა თავიდან ავირიდოთ აღმოცენებული მცენარის დაავადებები.
ბოსტნეულის სათესლე მასალა წარმოადგენს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტს. ხარისხიანი სათესლე მასალა უზრუნველყოფს მდგრად და უხვ მოსავალს, ამიტომ თითოეული ფერმერისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს სწორად შეარჩიოს ხარისხიანი სათესლე მასალა.