2024

ნიადაგის სრულყოფილი ანალიზი კარტლისისგან – სააქციო შეთავაზებით!

ბაღის გაშენების გადაწყვეტილების მიღებისას, ან არსებულ ფართობში საგაზაფხულო პროცესების დაწყებამდე პირველი აუცილებლად შესასრულებელი ეტაპია ნიადაგის გამოკვლევაა, მცენარისთვის ხელმისაწვდომი საკვები ელემენტების რაოდენობასა და ნიადაგის ნაყოფიერებისთვის მნიშვნელოვან ქიმიურ, ბიოლოგიურ და ფიზიკურ პარამატერებზე.

ნიადაგის ანალიზის მიზანს წარმოადგენს:

  • ნიადაგში საკვები ელემენტების ხელმისაწვდომობის ან მათი შეტანის აუცილებლობის დადგენა;
  • დაგეგმილი მოსავლის მისაღებად საჭირო სასუქების რაოდენობის პროგნოზირება;
  • უზრუნველყოს თითოეული კულტურისთვის ოპტიმალური კვების სქემის შემუშავება;
  • ნიადაგის ნაყოფიერების მონიტორინგი.

სანდო ნიადაგის ანალიზის შედეგების მისაღებად პირველ რიგში აუცილებელია, ნიადაგის ნიმუშის სწორად აღება. ნიადაგი თავისი შედგენილობის მიხედვით მცირე მანძილებზეც კი შეიძლება იყოს ძლიერ ცვალებადი. ამ ცვალებადობის გამო არასკმარისია ნიადაგის ნიმუშის აღება მხოლოდ ერთ ლოკაციაზე, არამედ სასურველია შევაგროვოთ ე.წ. შერეული ნიმუში. შერეული ნიმუში წარმოადგენს ინდივიდუალური ნიმუშების ნარევს, შესაბამისი წესის მიხედვით აღებულს ფართობის სხვადასხვა ადგილმდებარეობიდან და კარგად შერეულს ერთმანეთში.

შერეული ნიმუშების აღების სიხშირე დამოკიდებულია:

  • ნიადაგის სიჭრელეზე;
  • ნაკვეთის რელიეფზე;
  • მოსაყვანი კულტურის ბიოლოგიურ თვისებებზე.

ვიზუალური დაკვირვების საფუძველზე შესაძლებელია ნიადაგის ზონალური დაყოფა, სადაც თითოეული ზონა წარმოადგენს ფართობს, ნიადაგის ერთნაირი მახასიათებლებით. თითოეულ ზონაში ცალკე ავიღებთ შერეულ ნიადაგის ნიმუშს და ცალკე გავანალიზებთ.

ნიადაგის ნიმუშის აღება რეკომენდებულია გაზაფხულზე სასუქების შეტანამდე ან შემოდგომით მოსავლის აღების შემდეგ.

ერთწლიანი კულტურებისთვის შერეულ ნიმუშს ვიღებთ ორ სიღრმეზე: 0-20 და 20-40სმ.

მრავალწლიანი კულტურებისთვის: 0-30 და 30-60სმ სიღრმეზე.

კარტლის აგროსისტემების თანამშრომლობა ევროპის ლიდერ ლაბორატორია AGQ Labs-თან საშუალებას აძლევს ფერმერებს ჩაატარონ ნიადაგის სანდო და ზუსტი ანალიზი. კარტლისი უზრუნველყოფს მომსახურების მთლიან ჯაჭვს: ნიმუშის აღებიდან, საბოლოო პასუხის მიღებამდე.  AGQ Labs- ოპერირებს მსოფლიოს ოთხ კონტინენტზე, 25 ქვეყანში. ყველა ლაბორატორია სერტიფიცირებულია ISO 17025 სტანდარტით, აგრეთვე დანერგილი ISO 14001 გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემა. 2012 წელს კალიფორნიაში (აშშ) გაიხსნა კომპანიის კიდევ ერთი ფილიალი, რომელიც სერტიფიცირებულია FDA (Food and Drug Administration)-ის მიერ.  ნიმუშები იგზავნება ცენტრალურ ფილიალში, რომელიც მდებარეობს ესპანეთში. ანალიზით მიღებული შედეგები, ავტომატურად დარდება ამა თუ იმ პარამეტრზე დადგენილ ნორმალობის დიაპაზონს, შესაბამისად  ფერმერი მარტივად აფასებს ნიადაგში ჭარბადაა თუ დეფიციტია განსაზღვრული პარამეტრები.

ნიადაგის ნიმუშების სწორი აღებით, სანდო ლაბორატორიაში კვლევის ჩატრებითა და სწორი კონსულტაციით კარტლისი გთავაზობთ ხარისხიანი მომსახურეობის გარანტს.

სწორედ ახლაა აქტიური პერიოდი ნიადაგის ანალიზის ჩასატარებლად, ნიადაგში შესატანი სასუქების შეტანამდე. შესაბამისად გთავაზობთ აქციას ნიადაგის ანალიზზე 15 იანვრიდან 15 მარტამდე. ნიადაგის სრული ანალიზის ღირებულება 599ლ-ის ნაცვლად 510ლ.ფასდაკლების პერიოდში, 5 ზე მეტი საანალიზო ნიმუშის აღების შემთხვევაში ერთი ნიმუშის საანალიზო ღირებულებაა: 480ლ.

აღნიშნულ პაკეტში ისაზღვრება შემდეგი პარამეტრები:

ჯამური აზოტიN
შესათვისებელი ფოსფორიP
გაცვლითი კალიუმიK
გაცვლითი კალციუმიCa
გაცვლითი მაგნიუმიMg
ნატრიუმიNa
გოგირდიS
რკინაFe
თუთიაZn
სპილენძიCu
ბორიB
მანგანუმიMn
აქტიური კირიCaCO3 %
ხსნადი მარილებიEC %
ნიადაგის რეაქციის არეpH
ორგანული ნივთიერებების შემცველობა ნიადაგში%
ნიადაგის მექანიკური ანალიზი
თიხა  %
ლამი  %
ქვიშა  %
C/N
კათიონების გაცვლითი ტევადობა

ნიადაგის ამგვარი სრული ანალიზით: სწორად შეაფასებთ ნიადაგის ნაყოფიერებას, გამოავლენთ რომელი ელემენტის ნაკლებობა ან სიჭარბეა თქვენს ფართობში, განსაზღვრავთ გამოსაყენებელი სასუქების შემადგენლობას და რაოდენობას,  ბაღის გაშენებისას განსაზღვრავთ თუ რომელი კულტურა უკეთესად გაიხარებს აღნიშნულ ნიადგაზე, ნიადაგის ანალიზის პასუხი დაგეხმარებათ სწორად შეარჩიოთ გასაშენებელი კულტურის ჯიში (შესაბამისობაშია  საერთაშორისო სანერგე მეურნეობების მოთხოვნებთან).

ნიადაგის სტანდარტული ანალიზის ღირებულება კი  – 335 ლარია, 395 ლარის ნაცვლად.

ნიადაგის ანალიზთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ კარტლისის სპეციალისტს: ლელა ბუხნიკაშვილი – 511 135-358

კარტლისი – გონივრული აგრობიზნესისთვის!