Uncategorized

ბიოლოგიური ფუნგიციდი ვაზის ნაცრის დასამარცხებლად

ნაცარი ვაზის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული და ცნობილი დაავადებაა. ვაზის ნაცრის (Uncinula necator) გავრცელებისთვის ხელსაყრელი ტემპერატურაა: 20-25 oC, ხოლო ჰაერის ტენიანობა 60-80%. ვაზის ნაცრი ბოლო პერიოდში მნიშნელოვან გამოწვევად იქცა ფერმერებისთვის, უწევთ ხშირი და მრავლჯერადი წამლობა ფუნგიციდების გამოყენებით. ნაცარს შეუძლია მნიშვნელოვანი პრობლემა შეუქმნას ფერმერს. ნაცარი ვითარდება მცენარის შემდეგ ნაწილებზე: ფოთოლი, ყლორტი, მარცვალი, ნაცრისფერი-თეთრი ნაფიფქის სახით.
დაავადება მნიშვნელოვნად ამცირებს მოსავლიანობას. ნაცრით მტევნების დაზიანების შემთხვევაში, ღვინის ხარისხი უარესდება. მარცვალი ავადდება ყველა ფაზაში, გამონასკვიდან შეთვალებამდე. დავადებისას ხდება მარცვლის კანის გახევება, მარცვლები ზომაში ვერ იზრდებიან, ზიანდება ზედაპირი და ადვილად სკდება. გასკდომისას ხდება მარცვლის წვენის ამოშრობა, მარცვლები ჭკნება და ცვივა, ხოლო თუ შესაფერისი გარემო-პირობებია ჩნდება სიდამპლე, რომელიც დაზიანებული მარცვლიდან ჯანსაღ მტევნებზეც ვრცელდება.
დაავადების პირველი ნიშნები ვლინდება გაზაფხულზე, როცა ვაზი 3-6 ფოთლის განვითარების სტადიაშია.
ნაცრის გავრცელების  კონტროლის მეთოდები:
1.  გაშენებისას ისეთი ვაზის ჯიშების შერჩევა რომელსაც დაბალი მიმღებლობა გააჩნია ვაზის ნაცრის მიმართ. ვაზის სწორი ფორმირება- მცენარე ისე უნდა გაისხლას რომ უზრუნველყოფილი იყოს კარგი აერაცია.
2. ქიმიური კონტროლი-  ფუნგიციდების გამოყენებით, მცენარეთა შეწამვლა უნდა მოხდეს დროულად, შესაბამისი მოქმედი ნივთიერებების გამოყენებით მგ:ტალენდო (პროქვინაზიდი 200 გ/ლ), მისტიკი (ტებუკონაზოლი 250 გ/ლ).
3. ბიოლოგიური კონტროლი- ბიო პესტიციდების გამოყენება, რათა თავი დავიცვათ რეზისტენტობის გაჩენისგან. ეფექტურია მცენარეთა დაცვის ანტირეზისტენტული პროგრამის შედგენისას. (ამილო- X amyloliquefaciens-ის D747 შტამი).
სეზონის განმავლობაში ვაზის დასაცავად ნაცრისგან მცენარეები იწამლებიან საშუალოდ 4-ჯერ. აუცილებელია რომ წამლობისას ერთმანეთის მონაცვლეობით გამოვიყენოთ სხვადასხვა ქიმიური ჯგუფის ფუნგიციდები. ქიმიურ პრეპარატებთან ერთად, ნაცრის წინააღმდეგ საბრძოლველად მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ბიოლოგიური ფუნგიციდი ამილო-X (Certis biological).
ამილო X-ის აქტიური ნივთიერებაა ბაცილა amyloliquefaciens-ის D747 შტამი. აღნიშნული შტამი ნიადაგში მცხოვრები სასარგებლო ბაქტერიაა, რომელიც ადვილად მრავლდება და კოლონიზირდება მცენარის ზედაპირზე, ფოთლებსა და ფესვზე.  ნიადაგსა და მცენარის ზედაპირზე გამრავლების შედეგად, იქმნება ერთგვარი დამცავი გარსი, რომელიც ანტიბიოზის (ერთი სახობის ორგანიზმის არსებობის შეუძლებლობა მეორესთან ერთად გარემოს ინტოქსიკაციის გამო) გზით იცავს მცენარეს სოკოოებისა და პათოგენებისგან. მსგავსი თავდაცვითი ფუნქციით, ამილო X შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვა ფუნგიციდებთან მონაცვლეობით მცენარეთა დაცვის პროგრამაში. რაც მთავარია ამილო X ბიო ფუნგიციდია, რომელიც არ ტოვებს ნაშთებს (MRL) და მნიშვნელოვანია მისი გამოყენება მცენარეთა დაცვის ანტირეზისტენტული პროგრის შემუშავებისას.
ამილო-X-ის გარდა ვაზის ნაცრისა, მოქმედებს ბოტრიტისის, ვაზის სიდამპლის წინააღმდეგ. პროდუქტს ორივე დაავადებაზე გააჩნია პირდაპირი მოქმედება. გარდა ამილო-X-ის ფუნგიციდური მოქმედებისა იგი ახდენს მცენარის ზოგად სტიმულაციას, მცენარე გამოიყურება უფრო ჯანსაღად, ძლიერად, ნაყოფს აქვს უფრო კარგი საბაზრო ვიზუალი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *