პომიდვრის საუკეთესო სათესლე მასალა კარტლისშია!
პომიდორი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი ბოსტნეულია მთელ მსოფლიოში. მისი მოყვანა შესაძლებელია როგორც ღია ასევე დახურულ გრუნტზე. მისი ნაყოფი გამოირჩევა მაღალი გემოვნური თვისებებით და მრავალმხრივი მოხმარებით. იგი გამოიყენება როგორც ნედლი სახით ასევე გადამუშავებისათვის.
პომიდორი სითბოს, ტენის და სინათლის მოყვარული მცენარეა. მისი ჯიშები ზრდის სიმაღლის მიხედვით იყოფა ორ ჯგუფად დეტერმინანტული (ანუ დაბალმზარდი) და ინდეტერმინანტული (ანუ მაღალმზარდი). ნაყოფის მასის მიხედვით პომიდვრის ჯიშები შეიძლება იყოს წვრილნაყოფა 70გრამამდე საშუალონაყოფა 70-100გრამამდე და მსხვილნაყოფა 150გრამზე მეტი.
პომიდვრის მოყვანის დროს გასათვალისწინებელია ხარისხიანი სათესლე მასალის შერჩევა. ღია გრუნტისთვის ტომსკი-დეტერმინანტული, უმაღლესი ხარისხის სათესლე მასალა, რომელიც გამოირჩევა წითელი ხასხასა ფერითა და ტრადიციული გემოვნური თვისებებით. გული შიგნიდან და გარედან წითლდება ერთიანად, დიდხანს ინარჩუნებს სასაქონლო იერსახეს. ვეგეტაციის პერიოდი:70-75დღეა, ნაყოფის წონა კი 200-250გრ.
პინკჯეინი– ახალი დეტერმინანტული, მაღალმოსავლიანი ვარდისფერი პომიდორი, გამოირჩევა სტრესისადმი მედეგობით და ადვილად ეგუება სხვადასხვა გარემო-პირობებს. მკვრივი ბრტყელი მომრგვალო ფორმის, ახასიათებს კარგი ტრანსპორტაბელურობა, შესანიშნავი სასაქონლო სახე და გამოირჩევა კარგი გემოვნური თვისებებით. ვეგეტაციის პერიოდი:65-70დღეა, ნაყოფის წონა:220-250გრ.
ბელფორტი-ინდეტერმინანტული, საუკეთესო სათესლე მასალა. აქვს საადრეო მოსავლის, მასიური ერთიანი მოცემის უნარი. მაღალი ტემპერატურების დროს ინვითარებს სრულ მტევნებს, აქვს მოკლე მუხლთშორისები, რაც იძლევა მისი მოყვანის საშუალებას, როგორც მაღალ ასევე დაბალ პლასტიკურ საფარიან სათბურში. მუქი წითელი მცირეწაგრძელების მომრგვალო ფორმის ნაყოფები გამოირჩევა კარგი ტრანსპორტაბელურობით და შესანიშნავი სასაქონლო სახით. დამატებით უპირატესობას იძლევა ნაყოფის მაღალი გემოვნური თვისებები, რითაც არ ჩამოუვარდება ვარდისფერ პომიდვრებს. ნაყოფის წონა: 220-250გრ.
ბერბერანა-საადრეო მაღალმოსავლიანი ჰიბრიდი, გამოირჩევა გამძლეობის უნარით დაავადებათა კომპლექსის მიმართ. ძლიერი კომპაქტური მცენარე მოკლე მუხლთშორისებით. დამახასიათებელია მაღალი პლასტიურობა და სხვადასხვა პირობების მიმართ კარგი შეგუების უნარი. გამოირჩევა კარგი ტრანსპორტაბელურობით და გემოვნური თვისებებით. მსხვილი თანაბარი ზომის ნაყოფი მკვეთრი წითელი ფერით. წონა:250-280გრ.
რალი-საადრეო, მაღალმოსავლიანი ჰიბრიდი. ახასიათებს სტრესული პირობების მიმართ მაღალი გამძლეობა. ძლიერი მცენარე მოკლე მუხლთშოისებით. ნაყოფის წონა:250-300გრ. დიდხანს ინარჩუნებს სასაქონლო იერსახეს და გამოსადეგია შორ მანძილზე ტრანსპორტირებისთვის. რეკომენდებულია მაღალი ხარისხის მეტად საადრეო პროდუქციის მოსაყვანად.
053-ვარდისფერი ინდეტერმინანტული პომიდვრის უმაღლესი ხარისხის სათესლე მასალა, გამორჩეულია სტრესისადმი მაღალი გამძლეობითა და ინტენსიური ყვავილობით. ნაყოფები კარგად ინასკვება და თანაბრად გადადის ვარდისფერ შეფერილობაში არ სკდება მაღალი ტემპერატუსების დროსაც კი. გამოირჩევა ტრადიციული გემოვნური თვისებებით, ასევე კარგი ტრანსპორტირების უნარით და შესანიშნავი სასაქონლო სახით. ნაყოფის წონა:250-300გრ.
საკურა-საადრეო მაღალმოსავლიანი ჩერი პომიდვრის სათესლე მასალა, რომელიც გამოირჩევა ტრანსპორტაბელურობით და ძალიან მაღალი გემოვნური თვისებებით.










































