„კარტლისის აკადემიის“ ვიზიტი ჰოლანდიაში!

 

კარტლისის აკადემიის ტრენინგებს დიდი გამოხმაურება აქვს, იგი პირველი უპრეცედენტო პროექტი გახლავთ და მიზნად ისახავს ფერმერების ცნობიერების ამაღლებას სოფლის მეურნეობის სფეროში. ფერმერები კარტლისის აკადემიაში სრულიად უანგაროდ იღებენ ცოდნას, ეუფლებიან თანამედროვე მიდგომებსა და გამოცდილებებს. მას უკვე საერთაშორისო მნიშვნელობის სტატუსი მიენიჭა და კომპანია ,,კარტლისს“ კიდევ ერთი ძლიერი პარტნიორი შეემატა, საერთაშორისო დონის ორგანიზაცია: ,,Delphy International”-ის სახით. პროექტის ფარგლებში,,, სანერგეების განვითარების ხელშეწყობა ქართველი ფერმერებისათვის” აკადემიის წევრ ფერმერებთან ერთად, ერთი კვირიანი ვიზიტით გაემგზავრნენ, ჰოლანდიაში! ჩვენ ნიდერლანდების სამ სხვადასხვა რეგიონში გავეცნობით მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციების უახლეს ტექნოლოგიებს, ხარისხიანი ნერგის წარმოების მიმართულებით! გუნდს თან ახლავს კარტლისის აკადემიის ხელმძღავნელი ლელა გვასალია.

სხვა სიახლეები

სიმინდის მოვლა-მოყვანის აუცილებელი კომპონენტი

კალციუმის როლი მოცვის კვებაში

 

ნიადაგის მომზადება საგაზაფხულოდ უფრო მეტი მოსავლის მისაღებად !

 

პომიდორის ახალი სელექცია კარტლისისგან

                           

 

კარტლისი აგრძელებს სათესლე მასალის განახლებისა და მრავალფეროვნების გაზრდის პროცესს, ამჯერად ჩვენს ფილიალებში ჰოლანდიური წარმოების enza zaden-ის მიერ მოწოდებულ სათესლე მასალას Pinkjain F1-ს წარმოგიდგენთ.

Pinkjain F1-ი დეტერმინანტული, ვარდისფერი პომიდვრის სელექციაა, რომელიც მხოლოდ კარტლისის ფილიალებში შეგხვდებათ. პომიდვრის ახალ სელექციას გამორჩეული სავეგეტაციო და გემოვნური მახასიათებლები აქვს.

ნიადაგის, ფოთლისა და ნაყოფის ანალიზი - ხარჯების და მოსავლის ეფექტური კონტროლისთვის

ყველა ფერმერის მიზანს  მაღალი მოსავლის მიღება წარმოადგენს, ამისათვის კი სხვადასხვა ტიპის სასუქების გამოყენებას მიმართავენ.  მცენარეთა კვებისათვის მნიშვნელოვანია მცენარის მოთხოვნის დაკმაყოფილება საკვებ ელემენტებზე, მაგრამ ჩნდება კითხვა თუ რას წარმოადგენს ეს მოთხოვნა და როგორ მივხვდეთ სწორად ვურჩევთ თუ არა სასუქებს?

ძლიერი ფესვთა სისტემა, ძლიერი მცენარის საწყისია - კარტლისის რჩევა ფერმერებს

მცენარის ჯანმრთელობა და სიძლიერე მისი ფესვთა სისტემიდან იწყება, რადგან სწორედ ფესვთა სისტემის საშუალებით ითვისებს მცენარე საკვებ ელემენტებსა და წყალს. შესაბამისად მცენარის დარგვიდან ადრეულ პერიოდში აგრონომები ორიენტერებულნი არიან ვრცელი, ჯანსაღი ფესვთა სისტემის წარმოქმნაზე.

რუკოლა - სასარგებლო მცენარე, რომელიც ახლა იხვეჭს პოპულარობას

რამდენიმე წლის წინ რუკოლა ჯერ კიდევ უცნობი და საქართველოსთვის ახალი პროდუქტი იყო, ქართველმა ფერმერებმა და მომხმარებელმა ერთდროულად დაიწყეს ამ კულტურის გაცნობა და ის დღეს პოპულარობას საკმაოდ აქტიურად იძენს.

საქართველოში, უმეტეს რეგიონში, რუკოლას მოყვანის კარგი სეზონია გაზაფხული და შემოდგომა, ხოლო სათბურში მისი წარმოება ზამთარშიც შეიძლება მინიმალური გათბობით.

ბატავიას ტიპის სალათი- Estony - უმაღლესი ხარისხის სალათი თქვენი მეურნეობისთვის

 

 ბატავიას ტიპის სალათი- Estony - Enza Zaden-ისგან, ესტონი გამოირჩევა მაღალი მოსავლიანობით და გარემო პირობებისადმე მაღალი ამტანობით, მას  მაღალი წონა და კომპაქტური თავთავი გამოარჩევს.

აღსანიშნავია, რომ სალათი დიდხანს ინარჩუნებს სასაქონლო სახეს და ტრანსპორტირების მაღალი მედეგობა აქვს.

Pages

მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.

დაგვიკავშირდი

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო

მოგვძებნე