კომპანია კარტლისი გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის პროდუქციას. კომპანიის ყველა პროდუქტი არის სიახლე მსოფლიო ბაზარზე. პროდუქციას სანამ მომხამრებელს შევთავაზებთ გადის  მრავალჯერად გამოცდას სხვადასხვა კულტურებში და  კლიმატურ გარემოში. კარტლისი ორიენტირებულია შედეგზე, რათა გაუმარტივოს და გამოიყვანოს რთული სიტუაციიდან როგორც მცენარე ასევე ფერმერები. სწორედ ამიტომ კომპანია მუდმივად ეძებს და ნერგავს სიახლეებს.

ნიადაგის მაღალი pH-ი უკვე აღარ წარმოადგენს მაღალი დანახარჯებით გადასაჭრელ პრობლემას. თანამედროვე ტექნოლოგიამ, რომელიც გამოყენებულია სულფასიდში, შესაძლებელი გახადა ნიადაგის pH-ის რეგულირება თანამედროვე წვეთოვანი სისტემების საშუალებით.

სულფასიდს საქართველოში დიდი წარმატებით იყენებენ სხვადასხვა რაიონებში, განსაკუთრებით ტუტე ნიადაგებზე ვაშლში, კაკალში, ვაზში, ატამი და სხვა. დასავლეთში წარმატებით გამოიყენება მჟავე ნაიდაგებზე მოცვში, მოგესხენებათ მოცვი ნიადაგის მჟავე რეაქციის (pH <4) ძლიერ მოყვარულია.

აღსანიშნავია, რომ ფერმერი სულფასიდის გამოყენების ეფექტს ვიზუალურად სწრაფად ხედავს.

ამ ყველაფრის ხარჯზე, ეს პროდუქტი არის უნიკალური, რომელის ანალოგი ქართულ ბაზარზე არ გვხდება.

სულფასიდი წარმოადგენს  სპეციალურად შერჩეულ მჟავების კომპლექს, რომლის შემადგენლობაში არის:

  • 43% ადვილად ხსნადი გოგირდი, მცენარისთვის ხელმისაწვდომი ფორმით;
  • 15 % ნელა ხსნადი აზოტი, რომელსაც მცენარე შეითვისებს დროის უფრო ხანგრძლივ პერიოდში, რაც გამორიცხავს მის დანაკარგს;
  • მცენარეული წარმოშობის ბუნებრივი ჰორმონი.

სულფასიდი უზრუნველყოფს ასევე:

  • სასუქის ჭარბი და არასწორი გამოყენებით მიღებული დამლაშების განეიტრალებას;
  • სარწყავი მილების გასუფთავებას ნადებისაგან.

პრეპარატში არსებული მცენარეული წარმოშობის ჰორმონი ხელს უწყობს ფესვებზე არსებული საკვები ნივთიერებების შემთვისებელი ბუსუსების რაოდენობრივ ზრდას. შედეგად ძლიერდება არამარტო ფესვთა სისტემა არამედ მთლიანად მცენარე. ასევე ჰორმონის მოქმედების შედეგია მცენრის გამძლეობა სტრესის მიმართ.

სულფასიდის განსაკუთრებული ეფექტი აქვს სულფასიდის გამოყენებას სათბურში და ისეთ ნიადაგებზე, სადაც მინერალური სასუქი დიდი დოზებითან არასწორად შეჰქონდათ. გამომდინარე იქედან რომ, სათბურში 1მ2-ზე 25-ჯერ მეტი დატვირთვაა ვიდრე ღია გრუნტში,  მეტი სიხშირით შეაქვთ სასუქები, შესაბამისად სასუქით გამოწვეული დამლაშების შანსიც მეტია. სულფასიდის გამოყენება აცილებს მცენარის ფესვთა სისტემის ზონიდან მარილს და გადაადგილდებს, წყლის საშვალებით , ნიადაგის ქვედა ფენაში. ამიტომ დამლაშების უარყოფითი მოქმედების გავლენა, სულფასიდის გამოყენების შემთხვევაში მნიშვნელოვნად შემცირებულია.

გამოყენების წესები:

სულფასიდი გამოიყენება მხოლოდ წვეთოვანი სარწყავი სისტემის საშუალებით. პირველ რიგში სარწყავ სისტემაში გავატარებთ სუფთა წყალს, რათა მოხდეს ნიადაგის დასველება ფესვის არეში. შემდეგ ეტაპზე სისტემაში გაუშვებთ სულფასიდ შერეულ წყალს ( 1 ლიტრი სულფასიდი 5 ტონა წყალში,  საშუალოდ ერთ ჰექტარზე 5 დან 10 ლიტრამდე სულფასიდი, გააჩნია ნიადაგის pH-ის ნიშნულს) და ისევ გავატაროთ წყალი სარწყავ სისტემაში. შემდეგ მცენარეს ვაწვდით სასუქების საჭირო რაოდენობას რომელიც მცენარისთვის 100 % შესათვისებელი გახდება.

სეზონის მანძილზე სულფასიდის გამოყენების ჯერადობა 2- 6 მდეა.

პრეპარატის გვერდი იხ. ბმულზე 

სხვა სიახლეები

კომპანია “კარტლისის” და ამერიკული კომპანია “Dupont”-ის ინიციატივით, საქართველოს, 14 ივლისს  სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, მაგარაჩის მევენახეობისა და მეხილეობის ნაციონალური, სასწავლო-კვლევითი ინტიტუტის პროფესორი, ელენა სტრანიჩევსკაია ეწვია. პროფესორი ადგილზე გაეცნო მევენახე-ფერმერების პრობლემებს, რის შემდეგაც, მათ თავისი დიდი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარა. 15 ივლისს კი ელენა სტრანიჩევსკაიამ გორში სემინარი გამართა. როგორც ფერმერებმა აღნიშნეს, შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა.

ყვარლის რაიონში, 50 ჰექტარ მიწის ფართობზე დამონტაჟდა პივოტური სარწყავი სისტემა. კონსტრუქციისთვის და ძრავისთვის გამოყენებულია ესპანეთის და აშშ-ს მიერ წარმოებული, თანამედროვე, გამძლე, ხარისხიანი მასალა და მექანიზმები.  თანამედროვე, პივოტური სარწყავი სისტემა გამოიყენება მარცვლეულ კულტურაში და საშუალებას იძლევა თანაბრად, ერთგვაროვნად მოვრწყათ ფართობი, ვმართოთ მორწყვის პროცესი და შესაბამისად პროდუქციის ხარისხი და რაოდენობა.

გორში, სოფელ კარალეთში, 2015 წლის 1 თებერვლიდან, ფერმერებს კომპანია კარტლისის ახალი სერვის ცენტრი ემსახურება. გორის სერვის ცენტრმა, გახსნიდან საკმაოდ მოკლე დროში, დიდი ნდობა და პოპულარობა მოიპოვა ფერმერებში. ცენტრში დასაქმებული კვალიფიციური პერსონალი, სოფლის მეურნეობის თანამედროვე ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, ფერმერებს უფასო კონსულტაციებს გაუწევს.

2014 წლის სექტემბერში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, სოფ. ქვიტირში ფერმერთა მომსახურეობის ახალი ცენტრი გაიხსნა. ამ ცენტრის დანიშნულებაა იმერეთის, სამეგრელოს და გურიის რეგიონების ფერმერებისათვის გახადოს ხელმისაწვდომი არამარტო უმაღლესი ხარისხის მცენარეთა დაცვის საშუალებები, სასუქები და სათესლე მასალა, არამედ დაეხმაროს მათ სოფლის მეურნეობაში მოწინავე, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში.

კომპანია „კარტლისმა“ გარდაბანის რაიონის სოფელ სართიჭალაში ამერიკული კოპანია „პიონერი“-ს წარმოების ჰიბრიდული სიმინდის მოსავლის აღების პრეზენტაცია გამართა.

ახალგაზრდა ფერმერებისთვის პრაქტიკული გამოცდილების შეძენის მიზნით, კომპანია “კარტლის“-სა და საქართველოს საპატრიარქოს შორის 5 ნოემბერს მემორანდუმი გაფორმდა.

“გახდი ფერმერი”- ამ პროექტის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საპატრიარქოსა და “კარტლისის” წარმომადგენლებმა ხელის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდში მოაწერს. ღონისძიებას ახალგაზრდა ფერმერები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომპანია „აგროუ“-მ  ბოლნისის რაონში ხახვის უხვი მოსავალი მიიღო. მოსავალმა საადრეო ჯიშებიდან  ერთ ჰექტარზე 50 ტონა, ხოლო საგვიანო ჯიშებიდან  ერთ ჰექტარზე 77 ტონა შეადგინა.კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, მათ კომპანია „კარტლისის“ მიერ მოწოდებული სათესლე მასალა ჰქონდათ გამოყენებული, მათ შორის ისეთი ჯიშები როგორებიცაა: დაიტონა, მანასი (Bejo) და ჰელენასი (ENZA). კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ხარისხიანმა სათესლე მასალამ და „კარტლისის“ მიერ გაწეულმა  კონსულტაციებმა შედეგი გამოიღო და ცუდმა კლიმატურმა პირობებმა მოსავალზე უარყოფითი გავლენა ვერ მოახდინა.

კომპანია “კარტლისმა”, დმანისის რაიონ სოფელ შინდლარში, იტალიური წარმოების  “პიონერი”-ს სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის მოსავალი რეკორდული რაოდენობით აიღო.დმანისის რაიონში 25 ჰექტარზე დათესილი PR22R58 ჯიშის ხორბალის მოსავალი რეკორდულია და ერთ ჰექტარზე 9,4 ტონას შეადგენს. კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, რომ ეს შედეგი მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში აღებულ რეკორდულ მოსავალს აჭარბებს.

Pages

მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.

დაგვიკავშირდი

   info@cartlis.ge
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო

მოგვძებნე