კარტლისის აკადემია, პირველი ინოვაციური და უპრეცედენტო პროექტი, ახლა უკვე თბილისშიც არის შესაძლებელი, რომლის მიზანიც გახლავთ, ფერმერთა ცნობიერების ამაღლება სოფლის მეურნეობის სფეროში.Cartlis Academy

კარტლისის აკადემიაში სრულიად უანგაროდ უკვე გადამზადებულია 4000-ზე მეტი ფერმერი სხვადასხვა მიმართულებით, მოთხოვნიდან გამომდინარე კი, წელს აკადემია თბილისშიც ჩატარდა!

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე,აკადემია ჩატარდა გარე სივრცეში, ყველა რეგულაციის დაცვით!

ლექციების კურსი, მოიცავს თემებს:

  • მცენარის გამოკვება
  • მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლა
  • სარწყავი სისტემის ტიპები და მათი მნიშვნელობა
  • მცენარეთა მოვლის სქემები, ხარჯთაღრიცხვა

ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატი მასზედ, რომ ფერმერმა წარმატებით დაასრულა სემინარების ციკლი და გახდა კარტლისის აკადემიის საპატიო წევრი!

სხვა სიახლეები

სატაცური (Asparagus) ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი და სასარგებლო მრავალწლიანი ბოსტნეული კულტურაა. თუ ადრე ძნელად ხელმისაწვდომ დელიკატესად მიიჩნეოდა, დღეს მისი მოყვანა უკვე საქართველოშიც არის შესაძლებელი.

ბაზარზე მოთხოვნის შესაბამისად კარტლისში უკვე გექნებათ საშუალება შეიძინოთ სატაცურის თესლი, სადაც სპეციალისტებისა და კარტლისის აკადემიის დახმარებით შეძლებთ, სატაცურის მოვლა-მოყვანა წარმატებულ ბიზნესად აქციოთ!

ყველა ფერმერმა იცის რომ მხოლოდ საკვები ელემენტებით ნიადაგის გამდიდრებით მოსავალს ვერ მიიღებს, ამისთვის საჭიროა რეგულარულად დაცვის სქემის მიხედვით ბაღების მოვლა.

პირველ ეტაპზე სხვლა ფორმირება და ბაღის დასუფთავება ნარჩენი ფოთლებისგან, შემდეგ კი, მინერაულური ზეთით და სპილენძიანი პრეპარატით უნდა მოხდეს დამუშავება.

კარტლისი გთავაზობთ უნიკალურ ესპანურ ბიო (ორგანულ) პროდუქციას, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ წარვუდგინეთ ქართველ ფერმერებს, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა!

კარტლისი ქართულ ბაზარზე მრავალი წელია ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს, ეხმარება ფერმერებს პროფესიული ცოდნის გაღრმავებაში კარტლისის აკადემიის სახით და სთავაზობს ხარისხიან პროდუქციას!

კარტლისი გთავაზობთ ისეთ ესპანურ ბიო პროდუქციას როგორიცაა: კოდაჰუმუს 20, კოდაქველი, კოდამინ მიკრორადიკულარი. ეს ბიო პრეპარატები სხვადასხვა დანიშნულებით ორგანულ მიწათმოქმედებაში გამოიყენება.

T.ABSOLUTA მავნებელი, რომელიც აზიანებს ძაღლყურძენასებრთა ოჯახს და განსაკუთრებით კი, პომიდორს, ის მნიშვნელოვან ეკონომიურ ზარალს აყენებს ფერმერულ მეურნეობებს უამრავ ქვეყანაში. მისი წარმოშობის ქვეყნად ითვლება ლათინო ამერიკა, იქიდან გავრცელდა ჩრდილოეთ აფრიკაში და ევროპაში. პომიდვრის მენაღმე ჩრჩილის გავრცელება საქართველოს ტერიტორიაზე 2011–2016 წლებიდან მოდის.

კომპანია კარტლისის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ასევე გახლავთ სარწყავი სისტემები, რომელიც სთავაზობს მომხმარებელებს დღეისათვის მსოფლიოში არსებულ ყველა ტიპის სარწყავ სისტემებს, წვეთოვანს, დაწვიმებით სტაციონარულს, მობილურ დასაწვიმებელ კოჭებს და ღერძულ საირიგაციო სისტემებს.

პროექტები უნივერსალურია და ადვილად შეიძლება იქნას გამოყენებული სხვადასხვა კულტურებისათვის, ასევე ადვილად შესაძლებელია წვეთოვანიდან დაწვიმებით მორწყვაზე გადასვლა.

როგორც მოგეხსენებათ, წყლის სწორ განაწილებას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხარისხიანი ზრდისათვის.

სალათის კულტურა ყოველწლიურად უფრო პოპულარული ხდება, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში. მისი მოყვანისას აუცილებელი წინაპირობაა ხარისხიანი ჩითილების წარმოება, სწორედ ის გვაძლევს რენტაბელობის გარანტიას.

კომპანია ,,კარტლისი“ 23 წელია საქართველოს ბაზარზე მოღვაწეობს სოფლის მეურნეობის სფეროში და ფერმერებს სთავაზობს ხარისხიანი პროდუქციის ფართო ასორტიმენტს. იგი ყოველთვის ითვალისწინებს ბაზრის ტენდენციებს და ზოგჯერ ფერმერებს თვითონ კარნახობს სამომავლო განვითარების პერსპექტივებს. ხარისხიანი სათესლე მასალის შერჩევა ფერმერისათვის არის წარმატების გარანტია.

20 წელზე მეტია კომპანია ,,კარტლისი“ წარმოადგენს სათესლე მასალის მწარმოებელი კომპანია ,,ენზა ზადენის“ ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში.

მცენარეები თესლის გაღივების მომენტიდან იწყებენ ბრძოლას სხვა მცენარეებთან ადგილის, სინათლის, წყლისა და მინერალური ნივთიერებებისთვის.

ბაქტერიები, პარაზიტული სოკოები, მწერები, ნემატოდები და სხვა პათოგენები და მავნებლები თავს ესხმიან ახალგაზრდა, სუსტ აღმონაცენებს.

მცენარეებს ევოლუციის პროცესში უნდა აღეჭურვათ თავი სხვადასხვა დამცავი მექანიზმებით, რომლებიც საშუალებას მისცემდა მათ პათოგენებისა და მავნებლებისგან თავის დაღწევას, ან მათ დაფრთხობას.

კომპანია კარტლისი გთავაზობთ სისტემურ ინსექტიციდს, მწერების ფართო სპექტრის წინააღმდეგ საბრძოლველად.

Pages

მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.

დაგვიკავშირდი

   info@cartlis.ge
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო

მოგვძებნე