კარტლისის პრეპარატების საშუალებით, ვაზმა იდეალურად გაიარა წინა ფაზები და წარმატებით დაასრულა ყვავილობაც, გამოიხორბლა და ახლა უკვე ნელ-ნელა მიიწევს სრული ისვრიმობისკენ!

კახეთში ყურძენი უკვე შეთვალების ფაზაში შევიდა. მარცვალი ნელნელა საგრძნობლად მსხვილდება და უახლოვდება სიმწიფის პერიოდს.

ამ პერიოდის ტენის და მზის სხივების მონაცვლეობა იდეალურია ყურძნის სასურველი კონდიციის მისაღებად.

ვაზის წამლობაც შესაბამისად ნელნელა დასასრულს უახლოვდება, ახლა მიმდინარეობს წამლობა ჭრაქის და ყურძნის ჭიის მესამე თაობის წინააღმდეგ.

ჭრაქის წინააღმდეგ კარგია , რომ გამოვიყენოთ ამერიკული, სპილენძის შემცველი პრეპარატი კოსაიდ2000იგი ჭრაქისგან და ბაქტერიული დაავადებებისგან იცავს ვაზს და ასევე რქას ეხმარება მომწიფებაში.

ყურძნის ჭიის წინააღმდეგ კარგი იქნება თუ გამოიყენებთ ავანტს, რომელიც არის ფართო სპექტრის ინსექტიციდი და გააჩნია მოკლე დაცვის პერიოდი.

იხ. ბმულები ავანტი და კოსაიდ2000.

 

კომპანია “კარტლისი” გთავაზობთ ვაზის დაცვის სქემას (იხ. მბული). გაითვალისწინეთ, რომ სქემა ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს.

 

სხვა სიახლეები

მცენარეთა კვებითი სტატუსის მონიტორინგის ყველაზე მნიშვნელოვან ბერკეტს წარმოადგენს ფოთლის ანალიზი, რომელიც უნდა ჩატარდეს საქართველოს კლიმატური პირობების გათვალისწინებით ივლისი-აგვისტოს პერიოდში. ამ პერიოდში ფოთოლს დასრულებული აქვს ზრდა და მისი მინერალური შემადგენლობა სტაბულურია.

ესპანური ლაბორატორია - AGQ Lab წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ლაბორატორიულ და ტექნოლოგიურ ცენტრს!

დღეს იგი ოპერირებს მსოფლიოს ოთხ კონტინენტზე, 25 ქვეყანში და მათ შორის უკვე საქართველოშიც, კომპანია კარტლისთან!

კარტლისის აკადემიის რეკომენდაციები:

ცვლილებების აუცილებლობა აგრარულ სექტორში

რა სჭირდება ფერმერს ?

• მაღალი მოსავალი, დაავადებებისა და მავნებლებისგან დაცვა, მოწოდება-გასაღების თანაფარდობა, პროდუქციის მაღალი ფასი

მომხმარებელს:

• საკვები, არომატი და გემო, მისაღები ფასი, პროდუქციის ხელმისაწვდომობა, აგრო-ტურიზმი

გარემოს:

ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციამ შპს „კარტლის აგროსისტემებთან“ მემორანდუმი გააფორმა.

ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციისა და შპს „კარტლის აგროსისტემების“ მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ასოციაციის წევრი ფერმერებისთვის გარკვეულ შეღავათებს ითვალისწინებს.

შეთანხმებას ხელი მოაწერეს ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ ხოჭოლავამ და შპს „კარტლის აგროსისტემების“ დირექტორმა რობერტ რევიამ.

საქართველოში, მოცვის კულტურის გაშენება, დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება, კარტლისი გამოირჩევა მოცვის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიებით და გთავაზობთ, მოცვის დაცვის სქემას ,რათა თქვენი ფერმერული მეურნეობა უფრო განავითაროთ კარტლისის სქემის დახმარებით.

მოცვის დაცვის სქემა კარტლისისგან: იხ. ბმული.

კომპანია კარტლისი გთავაზობთ, ბელგიური წარმოების სასუქს Gro Green-ების სერიის უმაღლესი ხარისხის თხევად გელს ,,ბლექ მეჯიკი“-ს.ამ უნიკალური კომპონენტების წყალობით შეგვიძლია ვაკონტროლოთ ნიადაგის დამლაშება, გავაუმჯობესოთ აერაცია და დრენაჟირება!

გელი ბლექ მეჯიკის გამოყენება შეგვიძლია შემდეგ კულტურებში: პომიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი, ხახვი, კარტოფილი, ნესვი, საზამთრო, სიმინდი, ხორბალი.

დაგვეთანხმებით, რომ ვაზი და საქართველო ესაა კავშირი, რომელიც უძველესი დროიდან იღებს სათავეს. ქართული ღვინო ჩვენთვის ხომ მხოლოდ სასმელი არაა და მას საქართველოში სხვა დატვირთვა აქვს. ეს ჭეშმარიტი ხელოვნებაა, რომლის მოვლა/მოყვანის ტექნოლოგია გადაეცემა თაობიდან თაობას.

კომპანია კარტლისი მუდმივ სიახლეებს და ინოვაციებს სთავაზობს თავის მომხმარებელეს, ამჯერად კი, ვაზის ჭრაქის საწინააღმდეგო უახლეს და უნიკალურ პრეპარატს „ზორვეკ ვინაბელს“.

აფეტი მთელს მსოფლიოში დღეისათვის ნამდვილად უკონკურენტო საშუალებაა ფუზარიოზის, თეთრი და ნაცრისფერი სიდამპლის, ვაშლი ქეცის თავიდან ასაცილებლად!

აფეტის გამოყენება მნიშვნელოვნია, არა მარტო ფესვის ყელის სიდამპლესთან ბრძოლის თვალსაზრისით, არამედ სხვადასხვა კულტურაში თეთრი და ნაცრისფერი სიდამპლის თავიდან ასაცილებლად!

ახალი თაობის ლოკალურ-სისტემური ფუნგიციდი ხეხილის, ვაზის და ბოსტნეული კულტურების სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად. გააჩნია, როგორც დამცავი ასევე სამკურნალო თვისებები.

Pages

მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.

დაგვიკავშირდი

   info@cartlis.ge
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო

მოგვძებნე