კალციუმისა და მაგნიუმის ნაზავი, ორგანულ მჟავებთან ერთად. შექმნილია ისეთი ნიადაგებისთვის, რომელთაც არ აქვთ კარგი აგებულება და უჭირთ წყლის შეთვისება.
• პრეპარატი აუმჯობესებს სარწყავის წყლის ნიადაგში შეღწევის უნარს, მის თანაბარ გადანაწილებას ფესვთა სისტემის ზონაში, რის შედეგადაც იზრდება ნიადაგში წყლის შეკავების უნარი და მასში ჟანგბადის შემცველობა;
• მცენარეს უვითარდება ძლიერი ფესვთა სისტემა, რის შედეგად უმჯობესდება ნაყოფის ხარისხი და მოსავლიანობა;
• ეფექტურია მძიმე მექანიკური შემადგენლობის მქონე ნიადაგებში.