მაღალხარისხოვანი მცენარეული ნედლეულისგან მიღებულ ორგანულ მჟავებთან კომპლექსში მყოფი კალციუმის ხსნარი. ასეთი გზით შეტანილი კალციუმი ადვილად ათვისებადია მცენარის მიერ, რაც ზრდის პრეპარატის ეფექტურობას. იდეალურია იმ შემთხვევაში, თუ ნიადაგი გაჯერებულია ნატრიუმის იონით ან მისი მარილებით, აგრეთვე თუ ნიადაგი ირწყვება მაღალი მარილიანობის, Na+-ის იონის მაღალი შემცველობის, მქონე წყლით.
- აღმოფხვრის ნიადაგში ფესვის გარშემო მარილების ჭარბ შემცველობას;
- მკვეთრად ამცირებს ნიადაგის დამლაშების შედეგად გამოწვეულ პრობლემებს;
- აუმჯობესებს ნიადაგის ფიზიკურ-ქიმიურ და ბიოლოგიურ თვისებებს და შედეგად ხელს უწყობს ფესვთა სისტემის აერაციის გაუმჯობესებას;
- აუმჯობესებს წყლის შეკავების უნარს და ხელმისაწვდომობას;
- ზრდის კათიონების გაცვლით ტევადობას