• კალასული წარმოადგენს კალიუმის (50%) და გოგირდის (46%) მაღალკონცენტრირებულ
წყალში ადვილად ხსნად კრისტალურ სასუქს, რომელიც სრულად უზრუნველყოფს მცენარეს კალიუმით და გოგირდით.
• კალიუმი უზრუნველყოფს მცენარეთა ქსოვილში წყლის, საკვები ელემენტების და ნახშირწყლების მოძრაობას, ასევე დიდ გავლენას ახდენს ცილის, სახამებლის და ადენოზინ ტრიფოსფატის (ATP) წარმოქმნაზე. ის აუმჯობესებს გვალვის მიმართ გამძლეობას, ინარჩუნებს
მცენარეში წყლის ბალანსს და ამცირებს წყლის აორთქლებას. კალიუმი ხელს უწყობს ნაყოფის დამწიფება-დამსხვილებას და შაქრების დაგროვებას.
• გოგირდი, როგორც მიკროელემენტი აუცილებელია მცენარის განვითარებისთვის. ის შედის ამინომჟავების შემადგენლობაში და მონაწილეობს უჯრედში ენერგიის გადატანის
პროცესებში. ასევე გოგირდი ტუტე ნიადაგებში ზრდის ფოსფორის, კალციუმის, მაგნიუმის
და მიკროელემენტების მცენარისათვის ხელმისაწვდომობას.
• ტუტე ნიადაგებზე კალიუმის წყაროდ კალასულის (კალიუმის სულფატის) გამოყენება ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია.