032 244 55 41
ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

ნიადაგის ანალიზი

ნიადაგის ანალიზი წარმოადგენს ნიადაგის აგროქიმიურ კვლევას, რომელიც განსაზღვრავს მცენარისთვის ხელმისაწვდომი საკვები ელემენტების რაოდენობას, ნიადაგის ნაყოფიერებისთვის მნიშვნელოვან ქიმიურ, ბიოლოგიურ და ფიზიკურ პარამატერებს.
ნიადაგში არსებული საკვები ელემენტების შემცველობისა და ამ ელემენტებზე მცენარის კულტურის მოთხოვნის ცოდნით, დადგენილს ქიმიური ანალიზის შედეგად, მარტივდება შესაბამისი კვების სქემის შემუშავება მაღალი ხარისხის პროდუქტისა და მაღალი მოსავლიანობის მისაღებად.

 ნიადაგის ანალიზის მიზანს წარმოადგენს:

  • ნიადაგში საკვები ელემენტების ხელმისაწვდომობის ან მათი შეტანის აუცილებლობის დადგენა;
  • დაგეგმილი მოსავლის მისაღებად საჭირო სასუქების რაოდენობის პროგნოზირება;
  • უზრუნველყოს თითოეული კულტურისთვის ოპტიმალური კვების სქემის შემუშავება;
  • ნიადაგის ნაყოფიერების მონიტორინგი.

სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთის ნიადაგის ანალიზის საჭიროება:

  • ინფორმაციის მიღება ნიადაგის მდგომარეობისა და მისი გაუმჯობესების შესახებ;
  • ნიადაგის ნაყოფიერების მართვა;მცენარეთა კვების ოპტიმალური სქემის შემუშავება;
  • თავიდან აირიდებთ ნიადაგის არასწორ განოყიერებას და მცენარის დაზიანებას;
  • თავიდან აიცილებთ ნიადაგის ეროზიას.

ინფორმაციის მიღება ნიადაგის მდგომარეობისა და მისი გაუმჯობესების შესახებ

ნაყოფიერი ნიადაგი აუცილებელია ჯანსაღი (მაღალმოსავლიანი) კულტურის გასაშენებლად. ნიადაგის ნაყოფიერება განისაზღვრება მისი ქიმიური, ფიზიკური და ბიოლოგიური მახასიათებლებით. ესაა ის პარამეტრები, რომელთა განსაზღვრაც აუცილებელია და რატომაც ტარდება ნიადაგის აგროქიმიური გამოკვლევები. ამ ინფორმაციით შეიძლება მიზნობრივად განისაზღვროს გამოსაყენებელი სასუქის ტიპი და რაოდენობა, რომელიც გააუმჯობესებს ნიადაგის ნაყოფიერებას.

ნიადაგის ნაყოფიერების მართვა

ნიადაგის ნაყოფიერების მართვის სწორი სტრატეგიით, ფერმერებს შეუძლიათ მაქსიმალურად გაზარდონ საკვები ნივთიერებების და წყლის გამოყენების ეფექტურობა და გააუმჯობესონ მათი სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა.

მცენარეთა კვების ოპტიმალური სქემის შემუშავება

თავიდან აირიდებთ ნიადაგის არასწორ განოყიერებას და მცენარის დაზიანებას ნიადაგის რეალური საკვები მოთხოვნილების ცოდნის გარშე სასუქის შეტანამ შეიძლება გამოიწვიოს არასწორი განოყიერება. რამაც შეიძლება გამოიწვიოს მცენარის ფოთლების დაზიანება, ყვითელი შეფერილობის მიღება, ნიადაგიდან საკვები ნივთიერებების გამორეცხვა, წყლისა და გარემოს დაბინძურება.

ნიადაგის ანალიზის შედეგების საფუძველზე განისაზღვრება მცენარის მაქსიმალური მოსავლიანობისთვის საჭირო საკვები ელემენტების შემცველობა ნიადაგში.

როდესაც ვიცით რომელი საკვები ელემენტია ნიადაგში მინიმუმში, მაშინ შესაძლებელია მისი ოპტიმიზაცია, მიზნობრივად განისაზღვრება გამოსაყენებელი სასუქის ტიპი, შემუშავდება მცენარეთა კვების სქემა. რაც გვაძლევს არა მარტო მაღალი ხარისხის პროდუქტისა და მაღალი მოსავლის მიღების შესაძლებლობას, არამედ ფინანსურ ინტერესსაც. რადგან ზუსტად გვეცოდინება შესატანი სასუქის დოზა და ტიპი, შესაბამისად ზედმეტი ფინანსები აღარ დაიხარჯება სასუქების არამიზნობრივ გამოყენებაზე.

თავიდან აიცილებთ ნიადაგის ეროზიას

ნიადაგის დეგრადაცია ყველა ფერმერის პრობლემას წარმოადგენს. დადგენილია რომ ყოველწლიურად 24მლნ ტონა ნაყოფიერი ნიადაგი განიცდის ეროზიას, რაც დაუბალანსებელი ნიადაგის კვებითაა გამოწვეული. ნიადაგის მართვის სწორი გეგმა კი უზრუნველყოფს ნიადაგის სწორ კვებას, იმ მომენტში, როდესაც მცენარე მას ყველაზე მეტად საჭიროებს. ეს ფინანსურად უფრო საინტერესო(მომგებიანი) პრაქტიკაა, რადგან ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენა რთული, ძვირადღირებული და შრომატევადი პროცესია.

საკვლევ ტერიტორიაზე აგროქიმიური გამოკვლევის ჩატარებისთვის აუცილებელ ეტაპს წარმოადგენს ნიადაგის ნიმუშის სწორი აღება.

ნიმუშის აღების პროცესი მნიშვნელოვანია, რადგან მის სწორ ჩატარებაზეა დამოკიდებული ანალიზის შედეგების სიზუსტე, შესაბამისად:

  • საკვები ელემენტების ნორმების სწორი გაანგარიშება;
  • ოპტიმალური კვების სქემის შემუშავება;
  • ნიადაგის ნაყოფიერების მონიტორინგი.

ნიმუში და შერეული ნიმუში

ნიადაგი თავისი შედგენილობის მიხედვით მცირე მანძილებზეც კი შეიძლება იყოს ძლიერ ცვალებადი. ამ ცვალებადობის გამო არასკმარისია ნიადაგის ნიმუშის აღება მხოლოდ ერთ ლოკაციაზე, არამედ სასურველია შევაგროვოთ ე.წ. შერეული ნიმუში.

შერეული ნიმუში წარმოადგენს ინდივიდუალური ნიმუშების ნარევს, შესაბამისი წესის მიხედვით აღებულს ფართობის სხვადასხვა ადგილმდებარეობიდან და კარგად შერეულს ერთმანეთში.

შერეული ნიმუშების აღების სიხშირე დამოკიდებულია:

  • ნიადაგის სიჭრელეზე;
  • ნაკვეთის რელიეფზე;
  • მოსაყვანი კულტურის ბიოლოგიურ თვისებებზე.

ვიზუალური დაკვირვების საფუძველზე შესაძლებელია ნიადაგის ზონალური დაყოფა, სადაც თითოეული ზონა წარმოადგენს ფართობს, ნიადაგის ერთნაირი მახასიათებლებით.

რაც უფრო ცვალებადია ნიადაგი შედგენილობის მიხედვით, მით უფრო მცირე ზონებად ხდება მისი დაყოფა, ნაყოფიერების სწორი მონიტორინგის მიზნით.

ნიადაგის ზონები შეიძლება გამოვყოთ:

  • ფერის;
  • სარეველების სპექტრის;
  • რელიეფის ფორმის მიხედვით.

ერთნაირი რელიეფისა და თანაბარი ნაყოფიერების მქონე სავარგულიდან შერეული ნიმუშის აღება შესაძლებელია 15-20 ჰექტარი ფართობიდანაც.

ერწლიანი კულტურებისთვის შერეულ ნიმუშს ვიღებთ ორ სიღრმეზე: 0-20 და 20-40სმ.

მრავალწლიანი კულტურებისთვის: 0-30 და 30-60სმ სიღრმეზე.

ნიმუშის აღების შესაბამისი დრო

ნიადაგის ნიმუშის აღება რეკომენდებულია გაზაფხულზე სასუქების შეტანამდე ან შემოდგომით მოსავლის აღების შემდეგ.

რეკომენდებულია: ნიადაგის ანალიზის ჩატარება 3 წელიწადში ერთხელ, რაც მოგვცემს ნიადაგის ნაყოფიერების ცვლილების შესახებ შესაბამის ინფორმაციას.

ინტენსიური მეურნეობის შემთხვევაში რეკომენდებულია, ნიადაგის ნიმუშის აღება ყოველწლიურად.

ნიადაგის ნიმუშის ასაღებად მიჰყევით შემდეგ ინსტრუქციას:

შერეული ნიმუშის ასაღებად პირველ რიგში ვიზუალურად ვაკვირდებით ნაკვეთს.

ვიზუალური დაკვირვების საფუძველზე შესაძლებელია გამოვყოთ ნიადაგის ზონები:

  • ფერის;
  • სარეველების სპექტრის;
  • რელიეფის ფორმის მიხედვით.

ვყოფთ ნიადაგს ზონებად და შესაბამისი წესის მიხედვით ვიღებთ ნიადაგის ნიმუშებს.

თუ ნიადაგი ერთგვაროვანია: შერეული ნიმუშის ასაღებად ვყოფთ ნაკვეთს დიაგონალებით ოთხ ნაწილად და დიაგონალებზე ვიწყებთ ნიმუშის აღებას.

  • ნაკვეთის სიდიდის მიხედვით ნიმუშის აღება ხდება 5 ან 9 ადგილიდან.
  • ორმოს ამოღების წინ საჭიროა ადგილი გავათავისუფლოთ ბალახისა და მცენარეული საფარისგან.
  • ამოვთხაროთ ორმო, რომლის სიგრძე-სიგანე იქნება 40X40 ხოლო სიღრმე იქნება 60სმ ნიადაგის ნიმუშის აღება შესაძლებელია ნიადაგის ბურღის საშუალებითაც.
  • ამოჭრილ ორმოში სახაზავის საშუალებით გამოვყოთ სიღრმეები: ერთწლიანი კულტურებისთვის 0-20 და 20-40სმ; ხოლო მრავალწლიანი კულტურებისთვის 0-30 და 30-60სმ.
  • ორმოს ძირში ჩავუფინოთ პოლიეთილენის პარკი და დანის ან ბარის საშუალებით ავიღოთ ნიმუშები შესაბამისი ფენებიდან.
  • აღებული ნიმუშები მოვათავსოთ პოლიეთილენის პარკში, სადაც მივუთითებთ ნიმუშის აღების სიღრმეს.
  • ყველა ჭრილიდან ნიმუშის აღების შემდგომ, ერთი და იმავე სიღრმიდან აღებულ ფენებს ერთმანეთში კარგად ავურევთ.
  • შერევის შემდგომ, ვიღებთ შერეული ნიმუშის 300-350 გრამს და ვათავსებთ ნიმუშის ასაღებ პაკეტში.
  • შერეულ ნიმუშებს ვუკეთებთ ეტიკეტს, სადაც მივუთითებთ რაიონის, სოფლისა და ნაკვეთის სახელწოდებას. ნიმუშის ნომერს, მის სიღრმეს, აღების თარიღს, დამკვეთის სახელს, გვარს ან ორგანიზაციას, ე-ფოსტის მისამართს, პირად ნომერსა და საკონტაქტო ტელეფონს, კულტურის სახეობას.

ნიმუშის აღება არაა რეკომენდებული:

  • ნაკვეთის კიდეებში, სადაც გადაადგილდება მძიმე ტექნიკა;
  • ძლიერ ეროზირებულ ადგილებში;
  • გზებთან ახლოსმდებარე ტერიტორიებზე;
  • სასუქების შესანახ ადგილად გამოყენებულ ფართობზე.

კარტლისი გთავაზობთ ნიადაგის ანალიზს ესპანურ AGQ LABS ლაბორატორიაში.

ნიადაგის ანალიზი მოიცავს: ძირითადი საკვები ელემენტების, მიკროელემენტების განსაზღვრას, ნიადაგის მექანიკურ ანალიზს და სხვა ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური პარამეტრების განსაზღვრას.

შესაბამისად გთავაზობთ მომსახურების ორ პაკეტს: ნიადაგის სტანდარტულ და სრულ ანალიზს.

ნიადაგის სტანდარტული ანალიზი:

395 ₾
  • ჯამური აზოტი N
  • შესათვისებელი ფოსფორი P
  • K, Na, Ca, Mg
  • აქტიური კირი CaCO3%
  • ხსნადი მარილები EC
  • ნიადაგის რეაქციის არე PH
  • ორგანული ნივთიერებების შემცველობა ნიადაგში (%)
  • თიხის, ლამის და ქვიშის პროცენტული შემცველობა ნიადაგში (%)
  • ნიადაგის მექანიკური ანალიზი
  • ნახშირბად აზოტის თანაფარდობა - C/N

ნიადაგის სრული ანალიზი:

599 ₾
  • ჯამური აზოტი N
  • შესათვისებელი ფოსფორი P
  • K, Na, Ca, Mg,
  • S, Fe, Mn, Zn, Cu, B
  • აქტიური კირი CaCO3%
  • ხსნადი მარილები EC
  • ნიადაგის რეაქციის არე PH
  • ორგანული ნივთიერებების შემცველობა ნიადაგში (%)
  • თიხის, ლამის და ქვიშის პროცენტული შემცველობა ნიადაგში (%)
  • ნიადაგის მექანიკური ანალიზი
  • ნახშირბად აზოტის თანაფარდობა C/N
  • კათიონების გაცვლითი ტევატობა CEC

10-ზე მეტი ნიადაგის ნიმუშის ანალიზის შემთხვევაში გთავაზობთ 10%-იან ფასდაკლებას.

ფასდაკლებული ფასით ნიადაგის სტანდარტული ანალიზის ღირებულება შეადგენს 355ლ ხოლო სრული ანალიზის 539ლ.

გთავაზობთ სპეციალისტის მომსახურებას, რომელიც ადგილზე ჩამოვა და უზრუნველყოფს ნიადაგის ნიმუშებს სწორ აღებას წინასწარგანსაზღვრული მეთოდიკით. სერვისის ფასი 100ლ.

ნიადაგის ნიმუშების პაკეტების ასაღებად მიმართეთ ჩვენს სერვისცენტრებს.

კალათი
შესვლა

არ გაქვთ ანგარიში?

მაღაზია
0 სურვილები
0 items კალათი
ჩემი ანგარიში