032 244 55 41
ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

GIS-რუკები

GIS- გეოგრაფიულ - ინფორმაციული სისტემების დანერგვის საჭიროება:

GIS რუკები საშუალებას გაძლევთ ნიადაგის ან ფოთლის ანალიზის საფუძველზე მიიღოთ საკვლევ ფართობზე საკვები ელემენტების განაწილების რუკა.

GIS რუკები საშუალებას გაძლევთ საკვლევ ტერიტორიაზე:

  •    შეისწავლოთ ნიადაგში საკვები ელემენტების ხელმისაწვდომობა და მათი შემადგენლობა;
  •    შეიქმნას საკვები ელემენტების განაწილების რუკა, რაც საშუალებელას გაძლევთ მიიღოთ მცენარეთა კვების ოპტიმალური გადაწყვეტილება;
  •    მივიღოთ საკვები ელემენტების განაწილების ვიზუალური გამოსახულება;
  •    იცოდეთ მცენარის კვებითი სტატუსი მთელი ფენოლოგიური ციკლის განმავლობაში.

საკვლევ ტერიტორიაზე გეოგრაფიულ-ინფორმაციული სისტემების დანერგვის მიზანია: ნიადაგის შემადგენლობის ზუსტი შესწავლა და ანალიზის შედეგების საფუძველზე საჭირო შესწორებების შეტანა.

GIS რუკების შესადგენად აუცილებელია: ჩატარდეს ნიადაგის ანალიზი ორ სიღრმეზე, 0-30სმ და 30-60სმ, სადაც ვითარდება კულტურის ფესვთა ძირითადი სისტემა.

 

კარტლისი გთვაზობთ თქვენს საკვლევ ტერიტორიაზე საკვები ელემენტების განაწილების ვიზუალური გამოსახულების შექმნას პარტნიორ AGQ ლაბორატორიასთან ერთად.

 

გეოგრაფიულ - ინფორმაციული რუკის შექმნის ღირებულებაა 1133ლ.

რუკის შექმნის პროცესი მოიცავს:

  •    საკვლევი ტერიტორიის ვიზუალურ დათვალიერებას;
  •    ნაკვეთის ერთგვაროვნებიდან გამომდინარე, გეოგრაფიულ ინფორმაციული რუკის შესაქმნელად, ნიადაგის ზედაპირის დაყოფას ფართობის მიხედვით; განისაზღვრება ფართობის რა არეალს უნდა შეესაბამებოდეს ნიადაგის ანალიზის შედეგები;
  •    რუკაზე ნიადაგის ნიმუშების ასაღები ადგილების დატანა;
  •    კოორდინატების მიხედვით ნიადაგის შერეული ნიმუშის აღება;
  •    ნიადაგის ანალიზის ჩატარება;
  •    გეოგრაფიულ-ინფორმაციული რუკის შექმნა.
კალათი
შესვლა

არ გაქვთ ანგარიში?

მაღაზია
0 სურვილები
0 items კალათი
ჩემი ანგარიში