032 244 55 41
ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

აკადემია

კარტლისის აკადემია შეიქმნა 2017 წელს, ეს არის პირველი ინოვაციური პლატფორმა, რომელიც მიზნად ემსახურება ფერმერების ცნობიერების ამაღლებას სოფლის მეურნეობის სფეროში.

კარტლისის აკადემიაში ტარდება ლექციები სხვადასხვა მიმართულებით, ესენია:

  • ბოსტნეული კულტურის მოვლა და მოყვანა;
  • ვენახის გაშენება და მოვლა;
  • მოცვის ბაღის გაშენება და მოვლა;
  • ხეხილის ბაღის გაშენება და მოვლა;
  • კაკლოვანი კულტურების მოვლა-მოყვანა;

ლექციები მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლება და გაზრდა;
  • მავნებელ-დაავადებებთთან და სტრესულ პირობებთან ბრძოლა;
  • ირიგაცია;
  • ჯიშების სწორად შერჩევა;

ლექციებს ატარებენ კარტლისის აკადემიის გამოცდილი და კვალიფიციური სპეცილისტები, ასევე მოწვეული წამყვანი ექსპერტები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომელიც უზიარებენ ქართველ ფერმერებს თანამედროვე მიდგომებსა და ტექნოლოგიებს.

კარტლისის აკადემიაში დღეისათვის მომზადდა 10000-მდე ფერმერი სხვადასხვა მიმართულებით, სრულიად უფასოდ.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ განათლების ხარისხის მართვის სააგენტოს მიერ კარტლისის აკადემიას მიენიჭა აკრედიტაცია შემდეგ პროფესიული მომზადების პროგრამებზე:

  • ბოსტნეული კულტურის მოვლა და მოყვანა
  • ვენახის გაშენება და მოვლა
  • მოცვის ბაღის გაშენება და მოვლა

სადაც ფერმერებს შეუძლიათ მიიღონ ფუნდამენტური ცოდნა ზემოთ ჩამოთვლილი კულტურებისათვის , როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული მიმართულებით.

შეავსეთ ფორმა

კარტლისის აკადემიის კითხვარი ფერმერებისათვის

აკრედიტირებული პროფესიული მომზადების პროგრამა ,,ბოსტნეული კულტურის მოყვანა და მოვლა“

კლიმატის ცვლილებების მიერ გამოწვეული გამოწვევებისდაავადებებისმავნებლებისა და ვირუსების  მაღალი  ფონის მიუხედავადბოსტნეულ კულტურაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, ბაზარი ითხოვს მაღალხარისხიანმრავალფეროვან და კლიმატის ცვლილებების მიმართ მედეგი  ბოსტნეული კულტურების ფართო ასორტიმენტს,  როგორიცაა: სალათი (აისბერგი, ლოლო ბიონდა, ლოლო როსა, ბატავია და სხვა ტიპები). ბროკოლის, ყვავილოვანი კომბოსტოს, ფერადი ტკბილი წიწაკების, რუკოლასკიტრის და პომიდვრის სხვადასხვა სახეობებს.  

კარტლის აგროსისტემების მაღალკვალიფიციური გუნდის მიერ ყოველწლიურად იქმნება მცენარის დაცვისა და გამოკვების  სქემებიმუშავდება ახალი მოყვანის ტექნოლოგიები და მიდგომები.   იმართება მინდვრის დღეები სხვადასხვა რეგიონში, სადაც ფერმერებს ეძლევათ საშუალება ადგილზე ნახონ   კომპანიის მიერ დანერგილი  შემდეგი მიდგომები:

  • ახალი  სახეოების ინტეგრაცია;
  • კულტურათა დივერსიფიცირება;
  • კულტურათა როტაცია;
  • მცენარის დაცვის  უახლესი სქემები;
  • მცენარის გამოკვება წყალმცენარეების ბაზაზე დამზადებული ამინომჟავებით;
  • კლიმატის მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა;
  • სარწყავი სისტემების და მეტეო სადგურების  თანამედროვე პერსპექტივები;

კარტლის აგროსისტემების დიდი დამსახურებაა, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ  შემუშავებული პროგრამების წყალობით მოხდა 6000 ზე მეტი  ფერმერის მომზადება ახალ კულტურებთან  მუშაობისათვის. კარტლის აგროსისტემების მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად  სასწავლო პროცესის წარმატებაში წვლილი  მიუძღვით ცნობილი ჰოლანდიური კომპანიების  ,,ბეიო ზადენის“, ,,ენზა ზადენის“  და ,,დელფის“ სპეციალისტებს, რომელთა სისტემატიური ჩართულობა  ფერმერთა მომზადების პროცესში არის  ფასდაუდებელი. 

ახალ  კულტურებზე გადასვლამ ფერმერებს საშუალება მისცა წარმატებით ჩაენაცვლებინათ მათთვის  ტრადიციული კულტურები და დაენახათ თანამედროვე ტექნოლოგიების დაუფლების  აუცილებლობა, კარტლისის აკადემია ფერმერებს სთავაზობს  ახალ პლატფორმას, რომელიც დაფუძნებულია  კვლევებსა და გამოკითხვებზე, რის  გამოც იგი არამარტო ინარჩუნებს, არამედ  ზრდის კიდევაც მის  აქტუალობას.

კარტლისის აკადემიის მაღალი სანდოობიდან და აქტუალობიდან გამომდინარე,  პროფესიული მომზადების პროგრამაზე  ,,ბოსტნეული კულტურის მოყვანა და მოვლა მოთხოვნა დიდია და ადგილები ყოველ გამოცხადებაზე სრულად ივსება.

სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს დანართთან ერთად.

აკრედიტირებული პროფესიული მომზადების პროგრამა ,,ვაზის გაშენება და მოვლა“

პროგრამაზე სწავლა შეუძლია საბაზო განათლების მქონე პირს, რომელსაც სურვილი აქვს მიიღოს ცოდნა და გამოიმუშაოს ვაზის გაშენებისა და მოვლისათვის მნიშვნელოვანი პრაქტიკული უნარები, შეისწავლოს ვაზის ბიოლოგიური და საწარმოო თავისებურებები და ჯიშები, აგროქიმიური ღონისძიებები, ვაზის მავნებელდაავადებები, სარეველები, სტრესული ფაქტორები და მათი მართვა, აგრეთვე ვენახში უსაფრთხოდ მუშაობის წესები, მანქანადანადგარების უსაფრთხო გამოყენება. პროგრამაზე სწავლა განხორციელდება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიით

სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს დანართთან ერთად. „ვაზის გაშენება და მოვლაპროფესიული მომზადების პროგრამის გავლის შედეგად მიღებული ცოდნა და უნარები შეუწყობს ხელს კურსდამთავრებულების დასაქმებას მევენახეობის მიმართულების ფერმერულ მეურნეობებში. ვაზის გაშენებისა და მოვლის პროფესიული მომზადების პროგრამა არის სეზონური და რიგი სწავლის შედეგის მიღწევისთვის მიზანშეწონილია სწავლება განხორციელდეს გაზაფხულიშემოდგომის პერიოდში.

კარტლისის აკადემიის მაღალი სანდოობიდან და აქტუალობიდან გამომდინარე,  პროფესიული მომზადების პროგრამაზე მოთხოვნა დიდია და ადგილები ყოველ გამოცხადებაზე სრულად ივსება.

აკრედიტირებული პროფესიული მომზადების პროგრამა ,,მოცვის ბაღის გაშენება და მოვლა“

მოცვის კულტურა სწრაფად ყალიბდება ერთ-ერთ მთავარ საექსპორტო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტად. საქართველოში საექსპორტო პოტენციალი არ ისაზღვრება რომელიმე ერთი ქვეყნით, არამედ მას გააჩნია ფართო გეოგრაფიული არეალი არაბული ქვეყნებიდან დაწყებული ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის ჩათვლით. ამ კულტურის სამრეწველო გაშენება დაიწყო დაახლოებით 10 წლის წინა მაგრამ, მასიური ხასიათი შეიძინა 2016 წლიდან. მაგალითისთვის 2011 წელს გაშენებული მოცვის სამრეწველო პლანტაციების ჰექტარაჟი არ აღემატებოდა 40-50 ჰექტარს, ხოლო დღეისათვის 1 წელზე მეტი ასაკის პლანტაციების ჰექტარაჟი აღწევს 3000ჰა-ს და გაშენების პროცესი სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს.

2017 წლიდან ფუნქციონირება დაიწყო კარტლის აგროსიტემების აკადემიამ და ამოქმედების დღიდან ფართოდ ჩაერთო მოცვის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიური პროცესების სწავლების საქმეში. აკადემიაში სწავლების პროცესში ჩართულ ფერმერებთან ურთიერთობამ გამოავლინა ის მიმართულებები, რომლის შესწავლა მათ უჭირდათ დამოუკიდებლად. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ იმ დროისათვის არ არსებობდა მეტნაკლებად პრაქტიკაში გამოსადეგი ინსტრუქციათა კრებული და ფერმერებს ხშირად საკუთარი ან ნაცნობი ფერმერების მიერ დაშვებულ შეცდომებზე დაყრდნობით უწევდათ დაშვებული შეცდომების გამოსწორება, მაგრამ მრავლად ადგილი ჰქონდა გამოუსწორებელი შეცდომების დაშვების შემთხვევებს.

რადგან ქვეყანაში არ არსებობდა თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღების საშუალება, ამ ამოცანის შესრულება იკისრა კარტლისის აკადემიამ მისი მაღალკვალიფიციური პერსონალისა და ცნობილი უცხოელი სპეციალისტების დახმარებით, კერძოდ, ფერმერთა განათლების პროგრამების შედგენასა და სწავლებაში აქტიურად არიან ჩართული ისეთი მსოფლიოში ცნობილი კომპანიების სპეციალისტები როგორიცაა ესპანური კომპანია „SAS“-ს და ჰოლანდიური კომპანია „დელფი“. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოწინავე ქვეყნებში მიმდინარეობს განუწყვეტელი მუშაობა მოცვის როგორც ახალი ჯიშების გამოყვანის, ასევე მოვლა-მოყვანის ახალი ტექნოლოგიური პროცესების შექმნის საქმეში. ეს ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ გაიზარდოს მიღებული მოსავლის როგორც ხარისხობრივი, ასევე რაოდენობრივი მაჩვენებლები პროდუქტის თვითღირებულების შემცირების პირობებში.

სწორედ ამიტომ აკადემიის მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომ ქართველი ფერმერები არ ჩამორჩნენ ამ უახლეს მიღწევებს და არ გახდნენ არაკონკურენტუნარიანები მსოფლიო ბაზარზე მითუმეტეს, რომ საქართველოში მოყვანილი მოცვის პროდუქციის 95%-ზე მეტი გამიზნულია ექსპორტისათვის.

კარტლის აგროსისტემების მიერ 2022 წლის გაზაფხულზე ჩაატარა კვლევა. წინამდებარე კვლევის მიზანს წარმოადგენდა სოფლის მეურნეობის სფეროში მოკლევადიანი მომზადების პროგრამების შემუშავების საჭიროების დადგენა იმერეთის, სამეგრელოს, აჭარის და გურიის რეგიონში, კონკრეტულ კულტურებთან მიმართებაში მათი ინტერესი, შრომის ბაზარზე დამსაქმებლების მხრიდან არსებული მოთხოვნებისა და საჭიროებების შეფასება.

სწორედ აღნიშნული კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, კარტლისის აკადემიის ფარგლებშ დაიწყო აკრედიტირებული პროფესიული მომზადების პროგრამა  ,,მოცვის ბაღის  გაშენება და მოვლა“

კალათი
შესვლა

არ გაქვთ ანგარიში?

მაღაზია
0 სურვილები
0 items კალათი
ჩემი ანგარიში