მოცვის კულტურაში მრავალი დაავადება გვხვდება, რომლებთანაც ბრძოლის მნიშვნელოვანი აგროტექნოლოგიებია შემუშავებული. თუმცაღა არსებობს ისეთი ბაქტერიული დაავადებები, რომელებიც მნიშვნელვნად ართულებს ფერმერის ცხოვრებას. ერთ-ერთი ასეთი დაავადებაა ბაქტერიული კიბო, რომელსაც იწვევს Pseudomonas syringae.
ფსეუდომონას ზოგადი სიმპტომებია: ფოთლის ლაქიანობა, ტოტების ჭკნობა და ხმობა, ტოტებზე ზედაპირის დაზიანება და მასზე ჭრილობების არსებობა.
ბაქტერიული კიბო განსაკუთრებით მწვავე პრობლემას წარმოადგენს ახალგადარგული მცენარეებისთვის და ახალგაშენებული ბაღებისთვის, რადგან მცენარის ხის ნაწილი ჯერ კიდევ ნაზია, რბილია და მარტივად ხდება მასში დაავადებების შეღწევა. მცენარის დაზიანებული ქსოვილი წარმოადგენს მასში დაავადების შეღწევის ყველაზე მარტივ გზას. ფსეუდომონას გამოვლენა ხდება ადრე გაზაფხულზე, ზამთრის წაყინვებით მიღებულ დაზიანებებზე. ზიანდება მხოლოდ წინა წელს ჩამოყალიბებული ტოტები, ნაზარდები.
ბაქტერიული კიბოს და ბაქტერიული დაავადებების საწინააღმდეგოდ საბრძოლველად გამოიყენება სპილენის ფუძეზე დამზადებული პესტიციდები: კოსაიდი 2000 ან კოსაიდი ოპტი. ამგვარი პესტიციდებით დამუშავება უნდა მოხდეს სეზონზე რამდენიმეჯერ, განსაკუთრებით კი საშემოდგომო წვიმების დაწყების წინ. ბაქტერიულ კიბოსთან საბრძოლველად ქიმიურ პესტიციდებთან ერთად ძალიან კარგ შედეგეbს იძლევა ბიოპესტიცის ამილო X-ის გამოყენება.
ამილო X-ის აქტიური ნივთიერებაა ბაცილა amyloliquefaciens-ის D747 შტამი. აღნიშნული შტამი ნიადაგში მცხოვრები სასარგებლო ბაქტერიაა, რომელიც ადვილად მრავლდება და კოლონიზირდება მცენარის ზედაპირზე, ფოთლებსა და ფესვზე. ნიადაგსა და მცენარის ზედაპირზე გამრავლების შედეგად, იქმნება ერთგვარი დამცავი გარსი, რომელიც ანტიბიოზის (ერთი სახობის ორგანიზმის არსებობის შეუძლებლობა მეორესთან ერთად გარემოს ინტოქსიკაციის გამო) გზით იცავს მცენარეს სოკოოებისა და პათოგენებისგან. მსგავსი თავდაცვითი ფუნქციით, ამილო X შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვა ფუნგიციდებთან მონაცვლეობით მცენარეთა დაცვის პროგრამაში. რაც მთავარია ამილო X ბიო პესტიციდია, რომელიც არ ტოვებს ნაშთებს (MRL) და მნიშვნელოვანია მისი გამოყენება მცენარეთა დაცვის ანტირეზისტენტული პროგრის შემუშავებისას.
მცენარეების დამუშავება ამილო X-ით ხდება სეზონზე რამდენჯერმე (2.5ლ/ჰა ხარჯვის ნორმით), სპილენძის ფუძეზე დამზადებულ ფუნგიციდებთან (კოსაიდი 2000; კოსაიდი ოპტი) მონაცვლეობით.
ამილო X-ს ახასიათებს მოქდების ფართო სპექტრი, ბაქტერიული კიბოს გარდა( Pseudomonas syringae.) კენკროვან კულტურებში იგი პირდაპირ მოქმედებს ისეთ დაავადებზე როგორებიცაა: ბოტრიტისი (Botrytis cinerea), სკლეროტინა (Sclerotinia sclerotiorum), ანთრაქნოზი (Colletotrichum acutatum).
იქედან გამომდინარე, რომ ამილო X-ს არ გააჩნია MRL(ნარჩენი რაოდენობის მაქსიმალურად დასაშვები დონე)), მოცვის მწარმოებელ ფერმერებს მისი გამოყენება შეუძლიათ სეზონზე რამდენიმეჯერ, განსაკუთრებით მწიფე ნაყოფის ფაზაში, როდესაც მოსავლის აღებამდე მცირე ლოდინის პერიოდია დარჩენილი.