Uncategorized

ვაზის მავნებლები

საქართველოში ვაზის ენტომოფაუნა და მიკროფლორა მრავალფეროვანია, რაც რაც ძირითადად გამოწვეულია მავნე ორგანიზმების გავრცელებისა და განვითარებისათვის მეტად ხელსაყრელი ბუნებრივი-კლიმატური პირობებით.

ვაზს საქართველოში 100_მდე სახეობის მავნებელი აზიანებს, რომლებიც ორ ჯგუფად იყოფიან: მიწისქვეშა და მიწისზედა ორგანოებსი მავნებლებად.

მიწისქვეშა ორგანოების მავნებლებს მიეკუთნებიან:

  • ფილოქსერა
  • ამიერკავკასიის მარმარა ღრაჭა 
  • მახრა ანუ ბოსტანა

ფილოქსერა ვაზის ფესვთა სისტემბისთვის ძლიერ საშიში მავნებელია, ის ამერიკიდან გავრცელდა და საქართველოში 1881 წლიდან გამოჩნდა.

ფილოქსერა მონოფაგი მავნებელია მას მწუწნი პირის ორგანო აქვს, აზიანებს მცენარის ფესვთა სისტემას, რის შემდეგადაც მცენარე ვერ ითვისებს საკვებ ნივთიერებს ნიადაგიდან და სუსტდება მისი ზრდა-განვითარება, ხშირ შემთხვევაში კი მცენარე ხმება.

ამიერკავკასიის მარმარა ღრაჭა გავრცელებულია როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში. აზიანებს მრავალ კულტურას, განსაკუთრებული ზიანი მოაქვს ვაზისთვის, მეტადრე სანერგეებსა და ახალგაზრდა ვენახებში. მატლები ნიადაგში ცხოვრობენ და ვნებენ როგორც ნორჩ, ისე ძველ ფესვებს. მთავარი ფესვის დაზიანების შემთხვევაში მცენარე ხმება. ხოჭოების გამოფრენა იწყება ივნისის ბოლოს აგვისტოს ბოლომდე, ძირითადად საღამოს და დილის საათებში.

მახრა ანუ ბოსტანა საქართველოში ყველგან არის გავრცელებული, ის პოლიგაფი მავნებელია, ძლიერ აზიანებს ვაზს როგორც სანერგეებში, ისე ახალგაშენებულ ვენახებში. ანადგურებს კვირტებს (ნიადაგში), ფესვთა სისტემას, ფესვის ყელს, შემდეგ ნორჩ ყლორტებს. ზრდასრული მახრას სიგრძე 35-37 მმ_ია. ზედა მხრიდან მურა ფერისაა ქვედა მხრიდან კი მურა ყვითელი. ზედა ფრთები მოკლეა, ყავისფერი, ქვედა კი კარგად განვითარებული.

მიწისზედა ორგანოების მავნებლებს მიეკუთნებიან:

  • ბუკნა ანუ კვირტის ჭია
  • ყურძნის ჭია
  • ვაზის ფქვილისებრი ცრუფარიანა
  • ვაზის ქეჩიანი (მეგალე) ტკიპა

ბუკნა ანუ კვირტის ჭია მასობრივად არის გავრცელებული დასავლეთ საქართველოში, ნაკლებად აღმოსავლეთში, თუმცა ბოლო წლებში აღნიშნულ რეგიონშიც საკმაო რაოდენობით გავრცელდა. ის როგორც ევროპულ, ისე ამერიკულ ვაზს აზიანებს, იკვებება მათი კვირტებითა და ფოთლებით. კერძოდ, კვირტს გარედან აზიანებს, შემდეგ კი შიგ შედის.

ყურძნის ჭიის პეპელა პატარა ზომისაა, ზედა მხრიდან მურა-ნაცრისფერია, გვერდებიდან და ქვედა მხრიდან – ღია-ნაცრისფერი. მონაცისფრო წინა ფრთები დაწინწკლულია, ყვითელი, ნაცრისფერი და მოლურჯო ლაქებით. უკანა ფრთები ღია ნაცრისფერია, ხოლო ფრთებს უკანა მხარეს ფოჩები აქვს. ულვაშები ძაფისებრია, შედარებით მსხვილი და უბეწვო. ფრთებგაშლილი პეპლის სიგანეა 10-13 მმ, სიგრძე 4-5 მმ.

ვაზის ფქვილისებრი ცრუფარიანა აზიანებს ვაზის მიწისზედა ორგანოებს: ფოთოლს, ყლორტს, მტევანს და შტამბს. ფოთოლზე ცრუფარიანა ძარღვების გასწვრივ სახლდება, ინტენსიურად წუწნის მტევნის, მარცვლის ყუნწს და თვით მარცვალსაც კი. დაზიანებული ფოთოლი ყვითლდება, მტევნები ჭკნება და ძირს ცვივა.

ვაზის ქეჩიანი (მეგალე) ტკიპა საქართველოს მევენახეობის ყველა რაიონშია გავრცელებული. მწერი მცირე ზომისაა. ძირითადად ვაზის კვირტებში, ქერცლის ქვეშ ზამთრობს. მეზამთრეობიდან გამოსვლა კვირტის გაშლის ფაზას ემთხვევა. ამ დროს ის თავსდება ნორჩ ფოთლებზე და იწყებს მათ დაზიანებას. კვების შედეგად ფოთლის ზედა მხრიდან ჩნდება ამონაბურცები, ხოლო ქვედა მხარეს-შეღუნულ ადგილებში ქეჩის მსგავსი ერთმანეთში გადახლართული ბეწვები. მასობრივი გამრავლების პერიოდში ისინი აზიანებენ კვირტებსაც, რის შედეგადაც კვირტი იღუპეპა, ყლორტები კი სუსტად ვითარდება.

ჩარლზ დარვინის მამამ, ერაზმ დარვინმა, 1800 წელს თავის ცნობილ წიგნში, „ფიტოპათოლოგია, ანუ სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის ფილოსოფია“, აღნიშნა ბიოლოგიურ ბრძოლაში მწერების პარაზიტული ბუნების გამოყენების შესაძლებლობა, არანაკლებ მნიშვნელოვანია მწერების მტაცებლური ბუნებაც. მწერებში მტაცებლობა უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე პარაზიტობა, თუმცა ორივე მნიშვნელოვან სამსახურს უწევს ადამიანს.

სასარგებლო მწერებს მიეკუთნებიან:

  • ოქროთვალურები
  • ჭიამაიები
  • ხოჭოს კრიპტოლემუსი
  • მტაცებელი ბუზები
  • პარაზიტი მწერები

სრული ასორტიმენტის სანახავათ ეწვიეთ კარტლისის ონლაინ მაღაზიას

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *