კომპანია კარტლისი გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის პროდუქციას. კომპანიის ყველა პროდუქტი არის სიახლე მსოფლიო ბაზარზე. პროდუქცია, სანამ მომხამრებელს შევთავაზებთ, გადის  მრავალჯერად გამოცდას სხვადასხვა კულტურებში და  კლიმატურ გარემოში. კარტლისი ორიენტირებულია შედეგზე, რათა გაუმარტივოს და გამოიყვანოს რთული სიტუაციიდან როგორც მცენარე ასევე ფერმერები. სწორედ ამიტომ კომპანია მუდმივად ეძებს და ნერგავს სიახლეებს.

ნიადაგის მაღალი pH-ი უკვე აღარ წარმოადგენს მაღალი დანახარჯებით გადასაჭრელ პრობლემას. თანამედროვე ტექნოლოგიამ, რომელიც გამოყენებულია სულფასიდში, შესაძლებელი გახადა ნიადაგის pH-ის რეგულირება თანამედროვე წვეთოვანი სისტემების საშუალებით.

სულფასიდს საქართველოში დიდი წარმატებით იყენებენ სხვადასხვა რაიონებში, განსაკუთრებით ტუტე ნიადაგებზე ვაშლში, კაკალში, ვაზში, ატამი და სხვა. დასავლეთში წარმატებით გამოიყენება მჟავე ნაიდაგებზე მოცვში, მოგესხენებათ მოცვი ნიადაგის მჟავე რეაქციის (pH <4) ძლიერ მოყვარულია.

აღსანიშნავია, რომ ფერმერი სულფასიდის გამოყენების ეფექტს ვიზუალურად სწრაფად ხედავს.

ამ ყველაფრის ხარჯზე, ეს პროდუქტი არის უნიკალური, რომელის ანალოგი ქართულ ბაზარზე არ გვხდება.

სულფასიდი წარმოადგენს  სპეციალურად შერჩეულ მჟავების კომპლექს, რომლის შემადგენლობაში არის:

• 43% ადვილად ხსნადი გოგირდი, მცენარისთვის ხელმისაწვდომი ფორმით;

• 15 % ნელა ხსნადი აზოტი, რომელსაც მცენარე შეითვისებს დროის უფრო ხანგრძლივ პერიოდში, რაც გამორიცხავს მის დანაკარგს;

• მცენარეული წარმოშობის ბუნებრივი ჰორმონი.

სულფასიდი უზრუნველყოფს ასევე:

• სასუქის ჭარბი და არასწორი გამოყენებით მიღებული დამლაშების განეიტრალებას;

• სარწყავი მილების გასუფთავებას ნადებისაგან.

პრეპარატში არსებული მცენარეული წარმოშობის ჰორმონი ხელს უწყობს ფესვებზე არსებული საკვები ნივთიერებების შემთვისებელი ბუსუსების რაოდენობრივ ზრდას. შედეგად ძლიერდება არამარტო ფესვთა სისტემა არამედ მთლიანად მცენარე. ასევე ჰორმონის მოქმედების შედეგია მცენარის გამძლეობა სტრესის მიმართ.

 

განსაკუთრებული ეფექტი აქვს სულფასიდის გამოყენებას სათბურში და ისეთ ნიადაგებზე, სადაც მინერალური სასუქი დიდი დოზებით ან არასწორად შეჰქონდათ. გამომდინარე იქედან რომ, სათბურში 1მ2-ზე 25-ჯერ მეტი დატვირთვაა ვიდრე ღია გრუნტში,  მეტი სიხშირით შეაქვთ სასუქები, შესაბამისად სასუქით გამოწვეული დამლაშების შანსიც მეტია. სულფასიდის გამოყენება აცილებს მცენარის ფესვთა სისტემის ზონიდან მარილს და გადაადგილდებს, წყლის საშუალებით , ნიადაგის ქვედა ფენაში. ამიტომ დამლაშების უარყოფითი მოქმედების გავლენა, სულფასიდის გამოყენების შემთხვევაში მნიშვნელოვნად შემცირებულია.

გამოყენების წესები:

სულფასიდი გამოიყენება მხოლოდ წვეთოვანი სარწყავი სისტემის საშუალებით. პირველ რიგში სარწყავ სისტემაში გავატარებთ სუფთა წყალს, რათა მოხდეს ნიადაგის დასველება ფესვის არეში. შემდეგ ეტაპზე სისტემაში გაუშვებთ სულფასიდ შერეულ წყალს ( 1 ლიტრი სულფასიდი 5 ტონა წყალში,  საშუალოდ ერთ ჰექტარზე 5 დან 10 ლიტრამდე სულფასიდი, გააჩნია ნიადაგის pH-ის ნიშნულს) და ისევ გავატაროთ წყალი სარწყავ სისტემაში. შემდეგ მცენარეს ვაწვდით სასუქების საჭირო რაოდენობას რომელიც მცენარისთვის 100 % შესათვისებელი გახდება.

სხვა სიახლეები

2018 წლის 10 ოქტომბერს, ანაკლიაში საქართველოს მეთხილეობის დარგის განვითარების ფორუმი გაიმართა,რომლის ორგანიზატორი გახლდათ კომპანია კარტლისი, არსებულ ღონისძეიბაზე განიხილეს ფერმერებთან და სპეციალისტებთან ერთად თხილის კულტურაში არსებული პრობლემები და გამოწვევები. ღონისძიების მიზანი გახლდათ, ფართო საზოგადოება გაცნობოდა საქართველოში მეთხილეობის დარგში არსებული პრობლემებს და განეხილათ მათი გადაჭრის გზები,ასევე ფერმერებმა გაუზიარეს ერთმანეთს კომპანია კარტლისის დახმარებით მიღებული შედეგები და მიღწევები.

სათესლე მასალის წარმოებაში მსოფლიო ლიდერები, ჰოლანდიური კომპანიები Enza Zaden და Bejo Zaden ყოველწლიურად მართავენ ღია კარის დღეებს, სადაც მრავალი ქვეყნიდან ჩასული ფერმერები და აგრონომები ეცნობიან  ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას.

ყოველ წელს, კარტლისი პარტნიორ ქართველ ფერმერებს საშუალებას აძლევს გაემგზავრნონ ჰოლანდიაში, მოინახულონ საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთები და დაესწრნონ ტრენინგებს. 

კარტლისის გორისა და ქუთაისის ფერმერთა მომსახურების ცენტრში, იაპონური კომპანია “ნიჰონის” თანამშრომელმა, ბიოქიმიკოსმა კურიამა კენიმ ტრენინგები ჩაატარა. იაპონელი მეცნიერი კურამა კედი პრეპარატ “ორტუსის” მოქმედი ნივთიერების გამომგონებელი გახლავთ.ქართველ ფერმერებს ქონდათ უნიკალური შესაძლებლობა უშუალოდ გასაუბრებოდნენ მსოფლიოში აღიარებული პრეპარატის შემქმნელს. ტრენინგის მიმდინარეობისას ფერმერება პრეპარატების “ორტუსის” და “აპლაუდის” შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა

ლაგოდეხში, სოფელ ჭიაურში, 10 ჰექტარ ფართობზე გაშენებულ თხილის პლანტაციაში დამონტაჟდა წვეთოვანი სარწყავი სისტემა.სისტემა მოწყობილია კორპორაცია «Jain Irrigation Systems Ltd.»-ის ისრაელი, ინდოეთი, აშშ) მიერ წარმოებული ხარისხიანი, თანამედროვე, გამძლე მასალებითა და მექანიზმებით. სისტემა მუშაობს გერმანული წარმოების ტუმბოზე, «Wilo» რომელიც გამოირჩევა უმაღლესი ხარისხითა და გამძლეობით.

საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის ბაზრისთვის, სათესლე კარტოფილის გამოცდა აქამდე რუსეთში, კრასნოდარის მხარეში მიმდინარეობდა. 2016 წლის აპრილიდან, დმანისში, კომპანია კარტლისის კუთვნილ სადემონსტრაციო ნაკვეთზე, ამიერკავკასიის რეგიონისათვის განკუთვნილი კარტოფილის 30 ახალი ჯიში დაითესა. მცენარის ვეგეტაციის მთელი პერიოდის მანძილზე, კარტლისის სპეციალისტები აკვირდებოდნენ და უვლიდნენ საცდელ ნაკვეთს.

კომპანია “კარტლისმა”  გურჯაანში ფერმერთა მომსახურების ახალი ცენტრი გახსნა.  ცენტრში წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხის, ევროპული და ამერკული წარმოების პესტიციდები, სასუქები და სათესლე მასალა. ადგილზე ფერმერებს შეუძლიათ მიიღონ კვალიფიციური კონსულტაცია სოფლის მეურნეობის სფეროსთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.

გურჯაანის ფერმერთა მომსახურების ცენტრი მდებარეობს სოფელ გურჯაანში, ყველაწმინდას ეკლესიის ასახვევთან.

24-25 ნოემბერს, კომპანია “კარტლისის” მხარდაჭერით საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის პირველი ყოველწლიური კონფერენცია  გაიმართა.კონფერენციას აღნიშნულ სფეროში მომუშავე 400-მდე მცირე და მსხვილი ფერმერი ესწრებოდა. ღონისძიებაზე ასოციაციის ერთი წლის ანგარიში მოისმინეს. საუბარი ასევე შეეხო იმ პრობლემებს,  რომელიც თხილის სექტორში დასაქმებულებს გააჩნიათ.

კომპანია “კარტლისის” და ამერიკული კომპანია “Dupont”-ის ინიციატივით, საქართველოს, 14 ივლისს  სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, მაგარაჩის მევენახეობისა და მეხილეობის ნაციონალური, სასწავლო-კვლევითი ინტიტუტის პროფესორი, ელენა სტრანიჩევსკაია ეწვია. პროფესორი ადგილზე გაეცნო მევენახე-ფერმერების პრობლემებს, რის შემდეგაც, მათ თავისი დიდი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარა. 15 ივლისს კი ელენა სტრანიჩევსკაიამ გორში სემინარი გამართა. როგორც ფერმერებმა აღნიშნეს, შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა.

Pages

მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.

დაგვიკავშირდი

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო

მოგვძებნე