კომპანია კარტლისი მიზანმიმართულია სოფლის მეურნეობის სფეროში შედეგების გრძელვადიანი პერსპექტივების შექმნაზე, აქედან გამომდინარე, რომ არ შეიქმნას სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე დეფიციტი, კომპანიის სპეციალისტები მაქსიმალურად ზრუნავენ, რათა დაეხმარონ ფერმერებს ხარიახიანი პროდუქციისა და ონლაინ კონსულტაციის მიღებაში!

img_prevention

საქართველოში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ძალიან ბევრი ფერმერი გვიკავშირდება და გვეკითხება:

• რა სახით შეუძლიათ მათ შეიძინონ პროდუქცია?

• შევძლებთ თუ არა აგროკონსულტაციების გაცემას?

დიახ, ყველა რეგიონში კარტლისის ფერმერთა მომსახურების ცენტრები მუშაობენ სრული გრაფიკით, ყველა ფილიალში ყოველდღიურად ტარდება დეზინფექცია, ვირუსისგან თავის დასაცავად მაქსიმალურად დაცულია ჰიგიენის ნორმები.

 

რაც შეეხება კარტლისის აკადემიის წევრ ფერმერებთან დაგეგმილ ვიზიტებს, მათთვის ჩატარდება ონლაინ კონსულტაციები, შედგება გრაფიკები რეგიონების მიხედვით.prevention

თითოეული ჩვენგანის ვალია, გამოვიჩინოთ სოციალური პასუხისმგებლობა და ყველა რეკომენდაციები გავითვალისწინოთ!

 

დამატებითი კითხვებისა და ონლაინ ჯგუფებში ჩასაწერად დაუკავშირდით კარტლისის ფილიალებს. კარტლისის ფილიალები: http://www.cartlis.ge/contact-us

ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კარტლისის აკადემიის ხელძღვანელს

ლელა გვასალია ტელ: 599 33 77 03

სტატიის ბმული

სხვა სიახლეები

კომპანია ,,კარტლისი“ 23 წელია საქართველოს ბაზარზე მოღვაწეობს სოფლის მეურნეობის სფეროში და ფერმერებს სთავაზობს ხარისხიანი პროდუქციის ფართო ასორტიმენტს. იგი ყოველთვის ითვალისწინებს ბაზრის ტენდენციებს და ზოგჯერ ფერმერებს თვითონ კარნახობს სამომავლო განვითარების პერსპექტივებს. ხარისხიანი სათესლე მასალის შერჩევა ფერმერისათვის არის წარმატების გარანტია.

20 წელზე მეტია კომპანია ,,კარტლისი“ წარმოადგენს სათესლე მასალის მწარმოებელი კომპანია ,,ენზა ზადენის“ ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში.

მცენარეები თესლის გაღივების მომენტიდან იწყებენ ბრძოლას სხვა მცენარეებთან ადგილის, სინათლის, წყლისა და მინერალური ნივთიერებებისთვის.

ბაქტერიები, პარაზიტული სოკოები, მწერები, ნემატოდები და სხვა პათოგენები და მავნებლები თავს ესხმიან ახალგაზრდა, სუსტ აღმონაცენებს.

მცენარეებს ევოლუციის პროცესში უნდა აღეჭურვათ თავი სხვადასხვა დამცავი მექანიზმებით, რომლებიც საშუალებას მისცემდა მათ პათოგენებისა და მავნებლებისგან თავის დაღწევას, ან მათ დაფრთხობას.

კომპანია კარტლისი გთავაზობთ სისტემურ ინსექტიციდს, მწერების ფართო სპექტრის წინააღმდეგ საბრძოლველად.

რუკოლა, გრილი სეზონის კულტურაა - ოპტიმალური ტემპერატურული რეჟიმი მისი განვითარებისთვის 10 -20 ცელსიუს გრადუსამდეა, ასეთ დროს ვიღებთ კარგი ხარისხის და გემოს ფოთლებს... 20 გრადუსზე ზევით კი, სწრაფად იწყებს ყვავილის ამოტანას და ასრულებს ფოთლების წარმოებას... სასურველი ნიადაგის PH - 6 - 7 ფარგლებშია.

უყვარს ჰუმუსით მდიდარი მსუბუქი ნიადაგი და საკმაოდ მომთხოვნია წყალზე... მიკრო და მაკრო ელემენტებზე საშუალოდ მომთხოვნია!

მოყვანის ორი მეთოდია გავრცელებული :

კომპანია კარტლისი გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის პროდუქციას. კომპანიის ყველა პროდუქტი არის სიახლე მსოფლიო ბაზარზე. პროდუქციას სანამ მომხამრებელს შევთავაზებთ გადის  მრავალჯერად გამოცდას სხვადასხვა კულტურებში და  კლიმატურ გარემოში. კარტლისი ორიენტირებულია შედეგზე, რათა გაუმარტივოს და გამოიყვანოს რთული სიტუაციიდან როგორც მცენარე ასევე ფერმერები. სწორედ ამიტომ კომპანია მუდმივად ეძებს და ნერგავს სიახლეებს.

საქართველოში სასათბურე მეურნეობა საკმაოდ განვითარებულია, იგი საშუალებას გვაძლევს არ ვიყოთ დამოკიდებული გარემო პირობებზე და მოვიყვანოთ არასეზონური პროდუქტი.

საქართველოში სათბურის გადახურვისას ძირითადად ვიყენებთ სასათბურე ფირს ე.წ. ცელოფანს, მისი დაბალი ფასის, სითბოს დაბალი გამტარობის, მონტაჟის სიმარტივის, სინათლის გაბნევის მაღალი კოეფიციენტის  და სხვა მიზეზების გამო…

კომპანია კარტლისი წარმოგიდგენთ ბელგიური კომპანია ,"ლიმას" წარმოებულ ინოვაციურ სასუქს გროგრინ ვეგეტაციას. ხელს უწყობს მცენარის ინტენსიურ ზრდას და ვეგეტატიური ნაწილის გაძლიერებას.

ტრადიციული სასუქებისგან განსხვავებული სტუქტურა და უნიკალური ფორმულაცია გვაძლევს საუკეთესო შედეგის გარანტიას. გროგინ ვეგეტაცია გამოიყენება მცენარის გამოსაკვებად, როგორც ფოთლიდან, ასევე წვეთოვანი მორწყვის საშულაებით (ფერტიგაცით).

კომპანია კარტლისი გთავაზობთ, ბელგიური წარმოების სასუქს Gro Green-ების სერიის უმაღლესი ხარისხის თხევად გელს ,,ბლექ მეჯიკი“-ს. ამ უნიკალური კომპონენტების წყალობით შეგვიძლია ვაკონტროლოთ ნიადაგის დამლაშება, გავაუმჯობესოთ აერაცია და დრენაჟირება!

გელი ბლექ მეჯიკის გამოყენება შეგვიძლია შემდეგ კულტურებში: პომიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი, ხახვი, კარტოფილი, ნესვი, საზამთრო, სიმინდი, ხორბალი.

კომპანია “კარტლისი” გთავაზობთ სიმინდის დაცვის სქემას.

გაითვალისწინეთ, რომ სქემა ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს.

Pages

მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.

დაგვიკავშირდი

   info@cartlis.ge
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო

მოგვძებნე