უნიკალური ესპანური ბიო (ორგანული) სტიმულატორები!

მოცვის კულტურაში და არა მარტო მოცვში, განსაკუთრებით ეფექტური აღმოჩნდა შემდეგი  პროდუქტების გამოყენება.

ფრუტმაქს 10 - ბიოსტიმულატური სპეციალურად შექმნილი ნაყოფის ჩამოყალიბების ეტაპზე. მისი გამოყენებით უმჯობესდება ნაყოფის ფორმა და ზომა, იზრდება ნაყოფის კალიბრი, რაც თავის მხრივ ზრდის საერთო მოსავლიანობას.

უნიბროტი - მოცემული სტიმულატურის მნიშვნელოვანი მახასიათებელია ის რომ იგი ეხმარება მცენარეს კვირტების ერთდროულად გახსნაში. ხელს უწყობს ყვავილობის პროცესის წარმართვას, რაც უზრუნველყოფს ნაყოფის თანაბარ განვითარებას და მოსავლის ზრდას.

კოდამინ რადიკულარი- მცენარის ზრდა-განვითარება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ფესვთა სისტემის სიჯანსაღეზე. კოდამინ რადიკულარი კი ხელს უწყობს ჯანსაღი, ვრცელი ფესვთა სისტემის განვითარებას დიდი მოცულობის  ბუსუსებით, რაც აძლიერებს შეწოვის უნარს. შედეგად მცენარე უფრო ადვილად იწოვს საკვებ ელემენტებს, უფრო მარტივად უმკლავდება სტრესულ გარემო-პირობებს  და აქტიურდება მისი ზრდა-განვითარება.

სხვა სიახლეები

ნემატოდების უმეტესობა უპირატესად აზიანებს მცენარის მთავარ ფესვებს,  რაც ხელს უწყობს მათში პათოგენური ორგანიზმების შეღწევას, ისინი მცენარეში გამოყოფენ სპეციფიკურ ფერმენტებს, რისი ზემოქმედებით ფესვები დიდდება, დეფორმირდება და წარმოიქმნება გალები, რასაც შემდგომ ფესვთა სისტემის  დაშლა და მცენარის დაღუპვა მოსდევს.

ნემატოდები  მრავლდებიან კვერცხით, რომელსაც მდედრი  დებს სუბსტრატზე ან გალში კვერცხის დების პროცესი მიმდინარეობს  14-15 გრადუსი ტემპერატურის პირობებში. ნემატოდას შეიძლება ჰქონდეს 1-5 თაობამდე.

ღვინის ხარისხი ვენახიდან იწყება, ვენახის ხარისხს კი კარტლისის სპეციალისტები და პრეპარატები ქმნის!

მცენარეთა დაცვის გარეშე შეუძლებელია უხვი, ხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიღება!

კარტლისის ძირითადი ამოცანაა, მოსავლის დანაკარგის შემცირება ან მთლიანად ლიკვიდაცია, რომელიც გამოწვეულია მავნებლების, დაავადებებისა და სარეველებისაგან!

ყვავილობა ყველა კულტურაში  უმნიშვნელოვანესი ეტაპია და მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მოსავლის ხარიხსა და რაოდენობას. ამ სეზონზე კი ატამში სრული ყვავილობა გვაქვს, ეს ის ფაზაა, როდესაც პრობლემას მონილიოზი და კლასტეროსპოროზი გვიქმნის.

გავრცელებული ატმის დაავადება ფოთლის სიხუჭუჭეა, რომელიც გაზაფხულზე ჩნდება და ფოთლის ცვენასაც კი იწვევს ხშირად. ატმის სიხუჭუჭე საქართველოში ყველგანაა გავრცელებული,იწვევს ფოთლების ყლორტების და ზოგჯერ ნაყოფების დაზიანებასაც.

დააკვირდით

ხშირად, მოსავლის აღებამდე, მედიით ვრცელდება ხოლმე დასეტყვილი ვენახის ან სხვა სტიქიური მოვლენისგან განადგურებული ნარგავების კადრები, რომელიც უდიდესი ზარალია თავდაპირველად ფერმერისთვის, ხოლო შემდეგ ქვეყნის ეკონომიკისთვის.

ფერმერებს მოსავლის მოსაყვანად დიდი ხარჯების გაღება უწევთ, დაწყებული ტექნიკიდან, დასრულებული შეწამვლის ხარჯებით. ის შემოსავალი კი, რაც თავიანთი ნამუშევრიდან უნდა მიიღონ, სამწუხაროდ, წყალში ეყრებათ.

სტიქიური მოვლენებისგან თავის არიდება რთულია, თუმცა შესაძლებელია, მათგან მიღებული ზარალის შემცირება.

დღეისათვის საქართველოს მასშტაბით, კარტლისის აკადემიაში სრულიად უანგაროდ გადამზადებულია 4000-ზე მეტი ფერმერი სხვადასხვა მიმართულებით.

მაგალითად – ბოსტნეული კულტურები; მოცვი; ვენახი. იმერეთი: ვენახი, ბოსტნეული, მოცვი. სამეგრელო: მოცვი, ბოსტნეული. თბილისი: ბოსტნეული.

10 მარტიდან კი, რეგიონების მიხედვით სრულიად უანგაროდ გაგიზიარებთ, ჩვენ დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას.

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე აკადემია ჩატარდება ყველა წესების დაცვით, გარე სივრცეში!

თითოეულ ჯგუფში ტარდება 5 ლექცია, რომელიც მოიცავს შემდეგ საკითხებს:

კარტლისის აკადემია, რომელიც პირველი უპრეცედენტო პროექტი გახლავთ,  მიზნად ისახავს ფერმერების ცნობიერების ამაღლებას სოფლის მეურნეობის სფეროში!

ფერმერებს კარტლისის აკადემიაში შეუძლიათ სრულიად უანგაროდ მიიღონ ცოდნა და დაეუფლონ თანამედროვე მიდგომებსა და გამოცდილებებს.

სიამაყით გვინდა გაცნობოთ, რომ კარტლისის აკადემიას კიდევ ერთი ძლიერი პარტნიორი შეემატა, საერთაშორისო დონის ორგანიზაცია როგორიცაა: ,,Delphy International”.

კომპანია კარტლისის მოღვაწეობის სფერო, სოფლის მეურნეობა გახლავთ, ყველაფერი ერთ სივრცეში:

  • სათესლე მასალა
  • პესტიციდები
  • სასუქები
  • სარწყავი სისტემები
  • დეზინფექტანტები
  • სხვადასხვა სასოფლო მეურნეობის ინვენტარი

24 წლიანმა დაგროვილმა ცოდნამ და გამოცდილებამ, კომპანიას მისცა საშუალება შექმნილიყო 2017 წელს უპრეცედენტო პროექტი კარტლისის აკადემია, რომლის მთავარი მიზანი არის ფერმერების დახმარება, სრულიან უანგაროდ.

იმისათვის, რომ წლის განმავლობაში არ შეექმნას სხვადასხვა სახის პრობლემები ჩვენს მოსავალზე, უნდა მოხდეს გამხმარი ხეების და დაზიანებული ტოტების შეჭრა და ფართობიდან გატანა. მიზანშეწონილია გაისხვლას და მოცილდეს დაიანებული ქერქი. აღნიშნული სამუშაოების შესრულების შემდეგ კი, დაიგეგმოს ადრე გაზაფხულზე პირველი წამლობა ანუ, მავნე ორგასნიზმების წინააღმდეგ ღონისძებები. ამის გათვალისწინებით კარტლისი გირჩევთ შემდეგი სახის პრეპარატებს:

სიპკამოლი

Pages

მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.

დაგვიკავშირდი

   info@cartlis.ge
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო

მოგვძებნე