ნაყოფის ანალიზი
ნაყოფის ანალიზი სოფლის მეურნეობაში საჭიროა იმის დასადგენად, რამდენად უსაფრთხო და
ხარისხიანია მიღებული მოსავალი, რა ნივთიერებებს შეიცავს და შეესაბამება თუ არა პროდუქტი
დადგენილ მოთხოვნებს.
ნაყოფის ანალიზის მიზანს წარმოადგენს:
- ნაყოფში პესტიციდების ნაშთების შემცველობის განსაზღვრა;
- ნაყოფში მძიმე მეტალების შემცველობის განსაზღვრა;
- პროდუქციის სურსათის უვნებლობის შეფასება;
- დადგენილი ნორმებისა და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი;
- პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების მონიტორინგი;
- ნაყოფის დაბინძურების შესაძლო წყაროების გამოვლენა.
ნაყოფის ანალიზის საჭიროება:
- ნაყოფში პოტენციურად მავნე ნივთიერებების შემცველობის კონტროლი;
- პროდუქციის უსაფრთხოების შეფასება;
- პესტიციდების გამოყენების შედეგად დარჩენილი ნაშთების გამოვლენა;
- მძიმე მეტალებითა და სხვა დამაბინძურებლებით დაბინძურების გამოვლენა;
- პროდუქციის დადგენილ უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება;
- მომხმარებლისთვის უსაფრთხო და ხარისხიანი პროდუქციის უზრუნველყოფა;
- პროდუქციის რეალიზაციისა და ექსპორტისთვის საჭირო ხარისხის კონტროლის განხორციელება.
ნიმუშის აღების პროცესი მნიშვნელოვანია, რადგან მის სწორ ჩატარებაზეა დამოკიდებული ანალიზის
შედეგების სიზუსტე.
ნაყოფის ნიმუში უნდა წარმოადგენდეს ე.წ. შერეულ ნიმუშს, რაც გულისხმობს ფართობის სხვადასხვა
ადგილმდებარეობიდან აღებულ და ერთმანეთში შერეულ ნიმუშებს.
ნაყოფის ნიმუშის აღების პროცესის სწორად ჩასატარებლად მიყევით ინსტრუქციას:
- ნიმუშის აღება უნდა მოხდეს შემთხვევითი შერჩევის მეთოდით იმ მცენარეებიდან, რომლებიც დამახასიათებელია საკვლევი ფართობისთვის
- თუ მთლიან საკვლევ ფართობზე ვიყენებდით მცენარეთა დაცვის ერთი და იმავე პროგრამას, ე.ი. გამოყენებულია მცენარეთა დაცვის ერთნაირი საშუალებები დროის ერთნაირ ინტერვალში, მაშინსაკვლევი ფართობი შეგვიძლია ჩავთვალოთ ერთ მთლიან ტერიტორიად და მასზე შევაგროვოთ ერთი შერეული ნიმუში, რისთვისაც ნაკვეთს თვალზომით ვყოფთ ზიგზაგისებურად და სხვადასხვა
ადგილმდება რეობაზე (მინიმუმ 5 ადგილას) ვიწყებთ ნიმუშების შეგროვებას - იმ შემთხვევაში თუ საკვლევ ფართობზე გამოყენებული გვაქვს მცენარეთა დაცვის განსხვავებულიპროგრამა, მაშინ საჭიროა ნაკვეთის ზონებად დაყოფა ჩატარებული წამლობების სახეობისა დატიპის მიხედვით. ე.ი. მთელ ფართობზე ჩატარებულია ერთი და იგივე წამლობები.
მაგალითად: თუ ნაკვეთის ერთ ნაწილზე ჩატარებულია N1 წამლობა, ხოლო მეორე ნაწილზე - N1+N2 წამლობა, ამ შემთხვევაში ნაკვეთი უნდა დავყოთ ორ ზონად და ვიწყებთ ნიმუშების აღებას ზიგზაგებზე. - თითოეული ხიდან ვიღებთ დიდი ზომის მქონე ნაყოფის ნიმუშს - 500 გრამს (დაახლოებით 5 ნაყოფი), ჯამურად უნდა გვქონდეს 2,5კგ. ხოლო პატარა ზომის მქონე ნაყოფს - 100 გრამს, ნიმუში ჯამურად - 0,5კგ.
დიდი ზომის მქონე ნაყოფს მიეკუთვნება: ვაშლი, მსხალი, ატამი, ყურძენი და ა.შ. პატარა ზომის ნაყოფს
კი მიეკუთვნება: მოცვი, ჟოლო, მარწყვი, თხილი, კაკალი, ნუში და სხვ.
- ხუთივე ადგილმდებარეობიდან აღებულ ნიმუშს შევაგროვებთ ერთად პოლიმერული მასალისგან (მაგ.:პლასტმასი) დამზადებულ კონტეინერში.
- ნიმუშების აღების შემდეგ კონტეინერს აუცილებლად უნდა გაუკეთდეს ეტიკეტი, სადაც უნდა დავიტანოთ შემდეგი ინფორმაცია:
1. საკონტაქტო პირის სახელი/გვარი;
2. ტელეფონის ნომერი;
3. კომპანიის ს/ნ ან პ/ნ;
4. კულტურა;
5. ნიმუშის აღების ადგილი და თარიღი;
6. ნიმუშის დასახელება (იდენტიფიკაციისთვის შეიძლება გამოვიყენოთ ნებისმიერიმა ხასიათებელი);
7. ანალიზის ტიპი
კარტლისი გთავაზობთ სასოფლო-სამეურნეო კულტურების ნაყოფის ანალიზს ესპანურ AGQ LABS
ლაბორატორიაში
გთავაზობთ მომსახურების რამდენიმე პაკეტს:
- ნაყოფის სკრინინგი პესტიციდების ნაშთზე - 580 ლარი
- ნაყოფის ანალიზი გლიფოსატის და მისი მეტაბოლიტების შემცველობაზე - 530 ლარი
- ნაყოფში ქლორატების და პერქლორატების განსაზღვრა - 400 ლარი
- მძიმე მეტალების ტყვიის და კადმიუმის განსაზღვრა - 370 ლარი
- აფლატოქსინების ანალიზი კაკლოვნებისთვის - 669 ლარი
ფოთლის სრული ანალიზი
324 ₾
-
აზოტი N
-
ფოსფორი P
-
კალიუმი K
-
კალციუმი Ca
-
მაგნიუმი Mg
-
გოგირდი S
-
ბორი B
-
სპილენძი Cu
-
რკინა Fe
-
მანგანუმი Mn
-
თუთია Zn
-
მოლიბდენი Mo
-
ნატრიუმი Na
-
ქლორი Cl
-
ალუმინი Al
პესტიციდების ნაშთი
580 ₾











































