დაგვეთანხმებით, წარმატების მიღწევის უმთავრესი განმაპირობებელი მომხმარებლის კმაყოფილება გახლავთ, ეს კი შეუძლებელია ხარისხიანი პროდუქციისა და შეთავაზების მაღალი ხარისხის გარეშე!

კომპანია კარტლისი გთავაზობთ, ყაბაყის ჰოლანდიურ სათესლე მასალას არდენდო, რომელიც გახლავთ საადრეო ჰიბრიდი!

ალბათ ბევრმა თქვენთაგანმა არ იცის რომ ყაბაყში, ვიტამინი ბევრად მეტია, ვიდრე ქლიავში ან ვაშლში, ხოლო კალიუმის რაოდენობით ის პირველია ხილ–ბოსტნეულს შორის.

მომწიფებული ყაბაყი ყვითელი, მწვანე ან თეთრი ფერის კანით არის დაფარული!

საერთო მახასიათებლები:

მცენარე: ძლიერი, დაბუჩქული
ნაყოფის სიგრძე: 17-19სმ
ნაყოფის წონა: 300-400 გრ
ნაყოფის ფორმა: ცილინდრული
ნაყოფის ფერი: ღია მწვანე, მბზინავი კანით

უპირატესობა:

მაღალპროდუქტიული ჰიბრიდი ნედლი პროდუქციის საადრეო მოსავლის მისაღებად. კომპლექსური გამძლეობა დაავადებების მიმართ უზრუნველყოფს შესანიშნავ ხარისხს და ნაყოფის სასაქონლო სახეს მსხმოიარობის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. არ ხასიათდება ნაყოფების დაწახნაგებით. გააჩნია მაღალი გამძლეობა მექანიკური დაზიანებების მიმართ მოსავლის აღების დროს. ნაყოფი კარგად ინახება, გამოსადეგია ხანგრძლივი ტრანსპორტირებისათვის და იდეალურია გადასამუშავებლად. რეკომენდებულია გაზაფხულზე პლასტიკურ სათბურებში, ხოლო ზაფხულსა და შემოდგომაზე ღია გრუნტში საწარმოებლად.

მოიკითხე,კარტლისის ნებისმიერ ფილიალში.

იხ. კარტლისის ფილიალები: http://www.cartlis.ge/contact-us

სხვა სიახლეები

ღვინის ხარისხი ვენახიდან იწყება, მის ხარისხზე კი კომპანია კარტლისი ზრუნავს, რომელიც მუდმივ სიახლეებს და ინოვაციებს სთავაზობს თავის მომხმარებელეს.
 

სიმინდის მოვლა-მოყვანის აუცილებელი კომპონენტი

კალციუმის როლი მოცვის კვებაში

 

ნიადაგის მომზადება საგაზაფხულოდ უფრო მეტი მოსავლის მისაღებად !

 

პომიდორის ახალი სელექცია კარტლისისგან

                           

 

კარტლისი აგრძელებს სათესლე მასალის განახლებისა და მრავალფეროვნების გაზრდის პროცესს, ამჯერად ჩვენს ფილიალებში ჰოლანდიური წარმოების enza zaden-ის მიერ მოწოდებულ სათესლე მასალას Pinkjain F1-ს წარმოგიდგენთ.

Pinkjain F1-ი დეტერმინანტული, ვარდისფერი პომიდვრის სელექციაა, რომელიც მხოლოდ კარტლისის ფილიალებში შეგხვდებათ. პომიდვრის ახალ სელექციას გამორჩეული სავეგეტაციო და გემოვნური მახასიათებლები აქვს.

ნიადაგის, ფოთლისა და ნაყოფის ანალიზი - ხარჯების და მოსავლის ეფექტური კონტროლისთვის

ყველა ფერმერის მიზანს  მაღალი მოსავლის მიღება წარმოადგენს, ამისათვის კი სხვადასხვა ტიპის სასუქების გამოყენებას მიმართავენ.  მცენარეთა კვებისათვის მნიშვნელოვანია მცენარის მოთხოვნის დაკმაყოფილება საკვებ ელემენტებზე, მაგრამ ჩნდება კითხვა თუ რას წარმოადგენს ეს მოთხოვნა და როგორ მივხვდეთ სწორად ვურჩევთ თუ არა სასუქებს?

ძლიერი ფესვთა სისტემა, ძლიერი მცენარის საწყისია - კარტლისის რჩევა ფერმერებს

მცენარის ჯანმრთელობა და სიძლიერე მისი ფესვთა სისტემიდან იწყება, რადგან სწორედ ფესვთა სისტემის საშუალებით ითვისებს მცენარე საკვებ ელემენტებსა და წყალს. შესაბამისად მცენარის დარგვიდან ადრეულ პერიოდში აგრონომები ორიენტერებულნი არიან ვრცელი, ჯანსაღი ფესვთა სისტემის წარმოქმნაზე.

რუკოლა - სასარგებლო მცენარე, რომელიც ახლა იხვეჭს პოპულარობას

რამდენიმე წლის წინ რუკოლა ჯერ კიდევ უცნობი და საქართველოსთვის ახალი პროდუქტი იყო, ქართველმა ფერმერებმა და მომხმარებელმა ერთდროულად დაიწყეს ამ კულტურის გაცნობა და ის დღეს პოპულარობას საკმაოდ აქტიურად იძენს.

საქართველოში, უმეტეს რეგიონში, რუკოლას მოყვანის კარგი სეზონია გაზაფხული და შემოდგომა, ხოლო სათბურში მისი წარმოება ზამთარშიც შეიძლება მინიმალური გათბობით.

Pages

 On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building,  “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.

Contact Us

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia

Find Us