ფოთლის ანალიზი

 

ფოთლის ანალიზი კულტურის აგროქიმიური კვლევის მნიშვნელოვანი ნაწილია, მკაფიო სურათი იმის შესახებ თუ რა ზემოქმედებას განიცდის სასოფლო-სამეურნეო კულტურა ამინდის, წყლის, ნიადაგის, დაავადებებისგან ნათლად ჩანს ფოთლის ანალიზში. ფოთლის ანალიზი უზრუნველყოფს ყველა კულტურისთვის მაღალი მოსავლის მისაღებად საჭირო კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღებას. ფოთლის ანალიზით ვიგებთ მცენარის კვებაზე მიღებული გადაწყვეტილებების სისწორეს და ამ გადაწყვეტილებების შედეგიანობას. ფოთლის ანალიზი ნიადაგის ანალიზთან ერთად მნიშვნელოვანი იარაღია თქვენი მოსავლის ეფექტური და შედეგიანი მართვისთვის.

 

ფოთლის ნიმუშის სწორი აღება განსაზღვრავს ანალიზის შედეგების სიზუსტეს, შესაბამისად:

  •  ოპტიმალური კვების სქემის შემუშავებას
  •  საჭიროების შემთხვევაში არსებულ კვებაში ცვლილებების შეტანას
  •  სასუქების რეკომენდაციების შემუშავებას

 

ფოთლის ანალიზის საჭიროება:

  •  გვიჩვენებს ქონდა თუ არა მცენარეს საკმარისი კვება ძირითადი ელემენტებით;
  •  დასტურდება საკვები ელემენტების ნაკლებობა, დისბალანსი და ტოქსიკურობა;
  •  ამოიცნობს მცენარეში მიმდინარე ტოქსიკურ პროცესებს, როდესაც სიმპტომები ვიზუალურად არაა გამოვლენილი;
  •  აფასებს კვების ეფექტურობას (გამოყენებული სასუქების შედეგიანობას);
  •  შესაძლებელია ერთმანეთისგან გავარჩიოთ სხვადასხვა ელემენტების ნაკლებობით გამოწვეული მსგავსი სიმპტომები;
  •  ვაფასებთ, გამოყენებული საკვები ელემენტები შეიწოვა თუ არა მცენარის სისტემამ.

 


Leaves vector image
მახასიათებლები
აზოტი (N) ფოსფორი (P) კალიუმი (K) კალციუმი (Ca) მაგნიუმი (Mg) გოგირდი (S) ბორი (B) სპილენძი (Cu) ქლორი (Cl) რკინა (Fe) მანგანუმი (Mn) მოლიბდენი (Mo) თუთია (Zn)
ფოტოსინთეზი            
ნახშირწყლების წარმოქმნა                  
ფოთლის ზედაპირის ფორმირება                      
ფესვთა სისტემის განვითარება              
ცილების სინთეზი            
მცენარის ენერგია            
წყლისა და საკვები ელემენტების შეთვისება                    
მცენარის ჯანმრთელობა                
შაქრების მოძრაობა ( მარცვლის შევსება და მოსავლის რაოდენობის ზრდა)                    
აზოტის გამოყენება                      
ნაყოფის ხარისხი                  
მცენარეში საკვები ელემენტების მოძრავი ფორმები                  
ღეროს ხარისხი და სიჯანსაღე                

 

 

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით

 

  პროდუქტ-მენეჯერი: ლელა ბუხნიკაშვილი               Tel.: +995 511 13 53 58               email: lela.bukhnikashvili@cartlis.ge

 

 

ფოთლის ნიმუშის აღების ოპტიმალური დრო:

ფოთლის აგროქიმიურ გამოკვლევაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფოთლის ნიმუშის აღების დროს, რადგან საკვები ელემენტების კონცენტრაცია ფოთლებში მუდმივად იცვლება. თუმცა, ფოთლის მინერალური შედგენილობა განსაკუთრებით სტაბილურია მისი აღმოცენებიდან მეოთხე და მეექვსე თვეს შორის.

Leaves image

ფოთლის ანალიზისთვის საუკეთესო დროა 4-6 თვის ასაკის საგაზაფხულო ფოთლის ანალიზი, ამ დროს ფოთოლს უკვე დასრულებული აქვს ზომაში ზრდა. საქართველოს კლიმატური პირობების გათვალისწინებით ფოთლის ეს ასაკი ემთხვევა ივლისი, აგვისტოს პერიოდს.

Leaves header image 

ფოთლის ნიმუშის აღების ინსტრუქცია:


Number1

 

ერთი ფოთლის ნიმუში უნდა წარმოადგენდეს არეალს, რომლის ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 20ჰა-ს. ნიმუშის ასაღებად უნდა შეირჩეს ხეები, რომლებიც იქნებიან დამახასიათებელი საკვლევი ფართობისთვის.

-

Number2

 

თითოეული ფოთლის ნიმუში უნდა შედგებოდეს დაახლოებით 100 ფოთლისგან. საკვლევ ტერიტორიაზე ნიმუშის აღება უნდა მოხდეს 15-20 ხიდან. ხეები უნდა იყვნენ ერთგვაროვანი, უნდა ჰქონდეთ ერთი და იგივე კვების პროგრამა.

 

Number3

 

თავი აარიდეთ ზრდა დაუსრულებელი ფოთლების აღებას, რადგან მათი ქიმიური შემადგენლობა მუდმივად იცვლება.

 

Number4

 

ნიმუში არ აიღოთ დაზიანებული, დაავადებული ხეებიდან. აგრეთვე ისეთი ხეებიდან, რომლებიც მდებარეობს ნაკვეთის კიდეებში, ბოლო რიგებში, რადგან ისინი შეიძლება დაბინძურებულები იყვნენ მტვრისა და ნიადაგის ნაწილაკებისგან.

 

Number5

 

საკვლევ ტერიტორიაზე შერჩეული ხიდან მაკრატლის საშუალებით მოჭერით ფოთოლი. ფოთოლი ვიზუალურად უნდა იყოს ჯანმრთელი, ზრდა დამთვრებული, მავნებლების დაზიანების გარეშე. ერთი ხიდან უნდა ავიღოთ დაახლოებით 4 ფოთოლი , რომლებიც უნდა მდებარეობდნენ ხის ჩრდილოეთ, სამხრეთ, აღმოსავლეთ და დასავლეთ მხარეს.

 

 

მოჭრილი ფოთლები უნდა მოვათავსოთ ნიმუშის ასაღებ პაკეტში. სასურველია ნიმუშის ასაღები პაკეტი დამზადებული იყოს ქაღალდიდან. სხვა მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ლაბორატორიაში მოწოდებამდე უზრუნველყოთ ფოთლის შერეული ნიმუშის აერაცია.

 

Number7

 

პაკეტს გავუკეთოთ ეტიკეტი, სადაც მითითებული იქნება ნიმუშის აღების თარიღი, ადგილი, კულტურა და დამკვეთის შესახებ პირადი ინფორმაცია.

 

 

 

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით

 

  პროდუქტ-მენეჯერი: ლელა ბუხნიკაშვილი               Tel.: +995 511 13 53 58               email: lela.bukhnikashvili@cartlis.ge

 

 

 

კომპანია კარტლისი გთავაზობთ ფოთლის ანალიზს ესპანურ ლაბორატორიაში.

ფოთლის ანალიზი მოიცავს:

ძირითადი მაკრო, მიკრო და ტოქსიკური ელემენტების განსაზღვრას ფოთლის შერეულ ნიმუშში.

შესაბამისად გთავაზობთ მომსახურების ორ პაკეტს: ფოთლის ნიმუშის საბაზისო და სტანდარტულ ანალიზს.

 

 

  • ფოთლის საბაზისო ანალიზი:
  • 235 ₾
  • აზოტი N
  • ფოსფორი P
  • კალიუმი K
  • კალციუმი Ca
  • მაგნიუმი Mg
  • რკინა Fe
  • მანგანუმი Mn
  • თუთია Zn
  • ბორი B
  • -
  • -
  • -
  • -
  • -
  • -
  • ფოთლის სტანდარტული ანალიზი:
  • 355 ₾
  • აზოტი N
  • ფოსფორი P
  • კალიუმი K
  • კალციუმი Ca
  • მაგნიუმი Mg
  • რკინა Fe
  • მანგანუმი Mn
  • თუთია Zn
  • ბორი B
  • გოგირდი S
  • სპოლენძი Cu
  • მოლიბდენი Mo
  • ქლორი Cl
  • ნატრიუმი Na
  • ალუმინი Al

 

 

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით

 

  პროდუქტ-მენეჯერი: ლელა ბუხნიკაშვილი               Tel.: +995 511 13 53 58               email: lela.bukhnikashvili@cartlis.ge

 

მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.

დაგვიკავშირდი

   info@cartlis.ge
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო

მოგვძებნე