კარტლის აგროსისტემები უკვე 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს მცენარეთა დაცვის საშუალებების, სასუქების, სათესლე მასალისა და სარწყავი სისტემების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს.

კომპანიამ ათასობით მომხმარებლის ნდობა მოიპოვა , პროფესიონალ ფერმერებში კომპანიის სახელი ასოცირდება ცოდნასთან, ხარისხთან და გამოცდილებასთან.

„კარტლისი“ მუდმივად ცდილობს დანერგოს თანამედროვე ტექნოლოგიები, დაეხმაროს ფერმერებს პროფესიული ცოდნის გაღრმავებაში „კარტლისის აკადემიის “ სახით და ასევე ეხმარება მათ დაფინანსების წყაროების მოპოვებაში.

 უკვე 2 წელია კომპანია კარტლისი „ბაზის ბანკთან“ ერთად ახორციელებს ფერმერების მხარდამჭერ უპრეცედენტო პროექტს: კომპანია კარტლისის პროდუქციის (მცენარეთა დაცვის საშუალებები, სათესლე მასალა, სარწყავი სისტემები, სასუქები და სხვა) მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ პროდუქცია 6 თვიანი 0%-იანი განვადებით. 6 თვის შემდეგ შესაძლებელია განვადების გაგრძელება წლიური ეფექტური 2.3%-იდან. ხელმისაწვდომი სესხის თანხა - 500.000 ლარამდე. სესხის განაცხადის გასაფორმებლად „ბაზის ბანკის“ თანამშრომლები მოგემსახურებიან თქვენთან ადგილზე მისვლით. განაცხადის დაფიქსირება შესაძლებელია კომპანია კარტლისის ოფისში სატელეფონო ზარის მეშვეობით (ტელ:599801135) ან ელ.ფოსტით (info@cartlis.ge).

აგრო სესხი მოქმედებს პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე. „კარტლისი“ არის კომპანია, რომელიც ყოველთვის ზრუნავს  თავის მომხმარებელზე!

 

სხვა სიახლეები

კომპანია “კარტლისის” და ამერიკული კომპანია “Dupont”-ის ინიციატივით, საქართველოს, 14 ივლისს  სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, მაგარაჩის მევენახეობისა და მეხილეობის ნაციონალური, სასწავლო-კვლევითი ინტიტუტის პროფესორი, ელენა სტრანიჩევსკაია ეწვია. პროფესორი ადგილზე გაეცნო მევენახე-ფერმერების პრობლემებს, რის შემდეგაც, მათ თავისი დიდი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარა. 15 ივლისს კი ელენა სტრანიჩევსკაიამ გორში სემინარი გამართა. როგორც ფერმერებმა აღნიშნეს, შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა.

ყვარლის რაიონში, 50 ჰექტარ მიწის ფართობზე დამონტაჟდა პივოტური სარწყავი სისტემა. კონსტრუქციისთვის და ძრავისთვის გამოყენებულია ესპანეთის და აშშ-ს მიერ წარმოებული, თანამედროვე, გამძლე, ხარისხიანი მასალა და მექანიზმები.  თანამედროვე, პივოტური სარწყავი სისტემა გამოიყენება მარცვლეულ კულტურაში და საშუალებას იძლევა თანაბრად, ერთგვაროვნად მოვრწყათ ფართობი, ვმართოთ მორწყვის პროცესი და შესაბამისად პროდუქციის ხარისხი და რაოდენობა.

გორში, სოფელ კარალეთში, 2015 წლის 1 თებერვლიდან, ფერმერებს კომპანია კარტლისის ახალი სერვის ცენტრი ემსახურება. გორის სერვის ცენტრმა, გახსნიდან საკმაოდ მოკლე დროში, დიდი ნდობა და პოპულარობა მოიპოვა ფერმერებში. ცენტრში დასაქმებული კვალიფიციური პერსონალი, სოფლის მეურნეობის თანამედროვე ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, ფერმერებს უფასო კონსულტაციებს გაუწევს.

2014 წლის სექტემბერში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, სოფ. ქვიტირში ფერმერთა მომსახურეობის ახალი ცენტრი გაიხსნა. ამ ცენტრის დანიშნულებაა იმერეთის, სამეგრელოს და გურიის რეგიონების ფერმერებისათვის გახადოს ხელმისაწვდომი არამარტო უმაღლესი ხარისხის მცენარეთა დაცვის საშუალებები, სასუქები და სათესლე მასალა, არამედ დაეხმაროს მათ სოფლის მეურნეობაში მოწინავე, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში.

კომპანია „კარტლისმა“ გარდაბანის რაიონის სოფელ სართიჭალაში ამერიკული კოპანია „პიონერი“-ს წარმოების ჰიბრიდული სიმინდის მოსავლის აღების პრეზენტაცია გამართა.

ახალგაზრდა ფერმერებისთვის პრაქტიკული გამოცდილების შეძენის მიზნით, კომპანია “კარტლის“-სა და საქართველოს საპატრიარქოს შორის 5 ნოემბერს მემორანდუმი გაფორმდა.

“გახდი ფერმერი”- ამ პროექტის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საპატრიარქოსა და “კარტლისის” წარმომადგენლებმა ხელის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდში მოაწერს. ღონისძიებას ახალგაზრდა ფერმერები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომპანია „აგროუ“-მ  ბოლნისის რაონში ხახვის უხვი მოსავალი მიიღო. მოსავალმა საადრეო ჯიშებიდან  ერთ ჰექტარზე 50 ტონა, ხოლო საგვიანო ჯიშებიდან  ერთ ჰექტარზე 77 ტონა შეადგინა.კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, მათ კომპანია „კარტლისის“ მიერ მოწოდებული სათესლე მასალა ჰქონდათ გამოყენებული, მათ შორის ისეთი ჯიშები როგორებიცაა: დაიტონა, მანასი (Bejo) და ჰელენასი (ENZA). კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ხარისხიანმა სათესლე მასალამ და „კარტლისის“ მიერ გაწეულმა  კონსულტაციებმა შედეგი გამოიღო და ცუდმა კლიმატურმა პირობებმა მოსავალზე უარყოფითი გავლენა ვერ მოახდინა.

კომპანია “კარტლისმა”, დმანისის რაიონ სოფელ შინდლარში, იტალიური წარმოების  “პიონერი”-ს სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის მოსავალი რეკორდული რაოდენობით აიღო.დმანისის რაიონში 25 ჰექტარზე დათესილი PR22R58 ჯიშის ხორბალის მოსავალი რეკორდულია და ერთ ჰექტარზე 9,4 ტონას შეადგენს. კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, რომ ეს შედეგი მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში აღებულ რეკორდულ მოსავალს აჭარბებს.

Pages

მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.

დაგვიკავშირდი

   info@cartlis.ge
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო

მოგვძებნე