2013 წლის ივლისის თვეში კომპანია “კარტლისმა” მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში იტალიური წარმოების “პიონერი”-ს სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის მოსავლის აღების პრეზენტაცია გამართა. ამასთან დაკავშირებით, დაწესებულ “მინდვრის დღეზე”, ხორბლის აღების პროცესს ქართველებთან ერთად უცხოელი ფერმერები და ინვესტორები სამხრეთ აფრიკიდან, ეგვიპტიდან, ირანიდან, ისრაელიდან და ინდოეთიდან დაესწრნენ. ასევე ჩამოვიდნენ სტუმრები სომხეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან. მოსავლის აღების პროცესს მედიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

PR22R58 ჯიშის ხორბალი კომპანია “კარტლისი”-ს დათესილი აქვს მარნეულის რაიონ სოფელ ბაიდარში 55 ჰექტარზე და დმანისის რაიონის სოფელ შინდლარში 25 ჰქტარზე. კომპანიაში აცხადებენ, რომ ორივე ადგილას ხორბლის მოსავალი ძალიან მაღალია. ყანები “კარტლისი”-ს ტექნოლოგიითაა მოვლილი, რაც გულისხმობს ჯიშის სწორ შერჩევას, ნიადაგის შესაბამისი სქემით დამუშავებას და ა. შ. “ეს ხორბალი გასული წლის 15 ოქტომბერს დავთესეთ. ეს ახალი ჯიში ჩვენთან იტალიიდან შემოდის და იტალიური წარმოშობისაა. თესვამ კარგი შედეგები გვაჩვენა მძიმე კლიმატურ პირობებშიც კი. ამ ჯიშს აქვს მოსავლიანობის ძალიან მაღალი პოტენციალი და შესაბამისი მოვლის პირობებში შეუძლია მოგვცეს 1 ჰექტარზე 7-9 ტონა ხორბალი, ხოლო იმ ჯიშის სათესლე ხორბლით, რაც საქართველოში ამჟამად თესავენ, ჰექტარზე 2-3 ტონა ხორბალი მოდის”- აცხადებს კომპანია “კარტლისი”-ს დირექტორი რობერტ რევია.

მოსავლის აღების პრეზენტაციას ის ფერემერებიც დაესწრნენ, რომლებსაც სხვადასხვა კულტურის მარცლეული მოყავთ, ისინი აცხადებენ, რომ აღნიშნული სათესლე ჯიშით იმდენად დაინტერესდნენ, რომ საკუთარ მიწებზე წელს ხორბალსაც დათესავენ. “კომპანია “კარტლისი”-სგან 30 ტონა ხორბლის თესლი შევიძინე და ძალიან კმაყოფილი ვარ. იმაზე ბევრად მეტი მოსავალი მივიღე, რასაც ველოდი. 70 ჰექტრზე მაქვს დათესილი და 600 ტონა მოსავალს ავიღებ. ეს ჯიში პირველად მოვსინჯე. აქამდე საქართველოში ფართოდ გავრცელებულ “ბეზოსტაია-1″-ს (რომელიც საქართველოში “უფხო პირველით” არის ცნობილი) ვთესავდით. ამასთან შედარებით ბევრად მეტი მოსავალი მივიღეთ. განსხვავება ამ ორ ჯიშს შორის ძალიან დიდია”- განაცხადა ფერმერმა მირიან ჩხიტუნიძემ.

ხორბლის აღების პროცესს ესწრებოდა პროფესორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი, რომელიც გასულ წელს ჩატარებულ გამოცდის პროცესს აკვირდებოდა და აღნიშნულ ჯიშს ძალიან დადებითი შეფასება მისცა. “კარტლის“-მა ხორბლის ეს ჯიში გასულ წელს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის, ქართლსა და კახეთში გამოცადა და ძალზე კარგი შედეგი მიიღო. ამიტომ დადებითად ვახასიათებ ამ ჯიშს, რადგან სხვა, არაერთ დადებით თვისებაზე რომ არაფერი ვთქვათ, ხვა ჯიშებთან შედარებით ადრეულია. მოსავლის აღების შემდეგ, მზად ვარ, დავუწერო რეკომენდაცია, რომ ხორბლის თესლის ეს ჯიში საქართველოს ყველა იმ ზონაში გავრცელდეს, სადაც მეხორბლეობას მისდევენ. მისი განსაკუთრებულობა მისი კლიმატისადმი ამტანობასა და მაღალმოსავლიანობაში მდგომარეობს” – აცხაებს აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი.

კომპანია “კარტლისი”-ს მენეჯმენტის ინფორმაციით, PR22R58 ჯიშის ხორბალი თავდაპირველად საქართველოში ფართოდ გამოსცადეს – 7 რაიონში 150 ჰექტარზე. შესაბამისად, აღნიშნული ჯიშის ხორბლით დათესილი ყანების გვერდით ყველგან ეთესა საქართველოში ფართოდ გავრცელებული ჯიში „ბეზოსტაია-1″ (საქართველოში ცნობილი როგორც “უფხო პირველი”). ჯიშმა PR22R58 ყველგან აჯობა სტანდარტს ” ბეზოსტაია-1″-ს და ასევე აჩვენა უფრო მაღალი მოსავლები მეზობელ ფართობებთან შედარებით. კომპანიის მენეჯმენტის ცნობით, აღნიშნული ჯიშის ხორბალი, წარმატებული საცდელი თესვის შედეგების მიღების შემდეგ ახლა უკვე “კარტლის“-თან ერთად ფერმერებმა ბოლნისის, მარნეულის, გორის, დმანისის, სიღნაღის და დედოფლისწყაროს რაიონში სულ 1000 ჰექტარამდე ტერიტორიაზე დათესეს.

რაც შეეხება ფასებს, როგორც კომპანიის მენეჯმენტი აცხადებს, ეს არის უმაღლესი ხარისხის სათესლე მასალა და, შესაბამისად, ფასებიც აქვს საკმაოდ მაღალი. ფასი 1 რეპროდუქციის სათესლე ხორბალზე შეადგენს 1,1 ევრო/კგ

სხვა სიახლეები

ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენა - ყოველწლიური რუტინა ფერმერებისთვის

შემოდგომით ხარისხიანი მოსავლის მისაღებად ველზე სამუშაოები ადრეულ გაზაფხულზე უნდა დავიწყოთ, ერთ-ერთი პირველი რიგის სამუშაო ნიადაგის ნაყოფიერების განსაზღვრა, მასში მცენარისთის საჭირო საკვები ნივთიერებების შემოწმება და მიღებული შედეგების ანალიზია, სწორედ ამ შედეგების მიხედვით უნდა დავგეგმოთ ნაკვეთში, სასუქის სახით შესატანი ნივთიერებების საჭიროება.

ნიადაგის ანალიზის დროა

 

მოსავლიანობის გასაზრდელად  ერთი-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი მცენარის კვების სწორი დაგეგმვაა, ამის მისაღწევად კი უმნიშნელოვანესი ნიადაგის ანალიზის სწორი და მიზნობრივი ჩატარებაა.

ნიადაგის ანალიზით სწორად ანგარიშდება გამოსაყენებელი სასუქების რაოდენობა და ტიპი, შედეგად ფერმერი თავიდან იცილებს სასუქების არასწორ, არამიზნობრივ და ხშირად ზედოზირებით გამოყენებას.

პომიდვრის ვირუსგამძლე ჰიბრიდები

 

20 წელზე მეტია კომპანია ,,კარტლისი“ წარმოადგენს სათესლე მასალის მწარმოებელი კომპანია ,,ენზა ზადენის“ ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში.

ენზა ზადენი მრავალი წლის განმავლობაში არის აღიარებული ლიდერი ბოსტნეული კულტურების სელექციაში, წარმოებაში და სათესლე მასალის რეალიზაციაში.

ფერმერული მეურნეობის რენტაბელობა მეტწილად დამოკიდებულია ხარისხიანი სათესლე მასალის შეძენაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვირუსრეზისტენტული პომიდვრის სათესლე მასალის შეძენა.

ყველა ტიპის სარწყავსისტემა!

 

ნაყოფის ანალიზი!

 

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გჭირდებათ თქვენი მოსავლის სწორად რეალიზება და მისი ექსპორტირება, აუცილებლად დაგჭირდებათ შემოწმება პროდუქტის პესტიციდების ნაშთზე, რათა უსაფრთხოდ მოხდეს მისი ექსპორტზე გატანა მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე!

სალათის მოყვანის ტექნოლოგია კარტლისისგან!

 

,,Delphy International” -ის ექსპერტი  „კარტლისის აკადემიაში“

აგრარული სექტორი მუდმივად ვითარდება, ინერგება ახალი ტქნოლოგიები და ინოვაციური მიდგომები.

ახალ გამოწვევებზე პასუხი კი, მხოლოდ  მუდმივად განახლებული ცოდნითა და გამოცდილებით არის  შესაძლებელი.

სწორედ ამიტომ კომპანია ,,კარტლისი“,  მუდმივად ატარებს ტრენინგებსა და სემინარებს კარტლისის სპეციალისტებისათვის,  როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ.  

ელჩის გულთბილი მიღება კარტლისის აკადემიას!

 

Pages

მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.

დაგვიკავშირდი

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო

მოგვძებნე