სიმინდის მოვლა-მოყვანის აუცილებელი კომპონენტი

საქართველოში სრულდება სიმინდის თესვის პერიოდი და მისი მოვლა-მოყვანის აქტიურ ფაზაში შევდივართ, ამ დროს კი აუცილებელია მცენარის სწორი გამოკვება სათანადო მაღალი მოსვლის მისაღებად. სიმინდს კვებისთვის როგორც ყველა კულტურას ესაჭიროება დაბალანსებული კვება, როგორც მაკრო, აგრეთვე მიკროელემენტებით. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ  ამინომჟავების შემცველი სტიმულატორების გამოყენება მნიშვნელოვნად აჯანსაღებს მცენარეს და დადებითად მოქმედებს მთელ რიგ ფაქტორებზე, რადგანაც ამინომჟავებს შემდეგი ფუნქცია აკისრიათ მცენარეში: არეგულირებს მცენარის მიერ აზოტის შეთვისებასა და გადაადგილებას, აკისრია ტრანსპორტაციის ფუნქცია ე.ი. საკვები ელემენტების გადაადგილებას უზრუნველყოფს, წარმოადგენს მცენარისთვის ენერგიის წყაროს, მონაწილებს ცილების სინთეზში- ცილების შემადგენელი ნაწილია, ყველაფერი ამის საფუძველზე კი ეხმარება მცენარეს დასძლიოს სტრესული გარემო პირობები. კოდას სტიმულატორი კოდაფულ მაქსიმუსი გვაძლევს ძალიან კარგ შედეგებს ერთწლიან კულტურებში, მის შემადგენლობაში შედის NPK, თუმცა მის როლს განსაზღვრავს სწორედ მიკროელემენტების და თავისუფალი ამინომჟავების მაღალი შემცველობა.

სწორედ კოდაფოლ მასქსიმუსის შემადგენლობის სრულყოფილი ბალანსი განაპირობებს მის შემდეგ მოქმედებას:

- აჯანსაღებს მცენარეს და ზრდის მის გამძლეობას;

-ამარაგებს მცენარეს საკვები ელემენტებით და ზრდის ნაყოფის გამონასკვის ხარისხს;

- ეხმარება მცენარეს დასძლიოს სტრესული გარემო-პირობები;

-ზრდის მოსავლის რაოდენობასა და ხარისხს.

სხვა სიახლეები

მესიმინდე ფერმერების 2022 წელი PIONEER-თან ერთად

2022 წელი საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა მესიმინდე ფერმერებისთვის.

PIONEER-ის ჰიბრიდებმა ტრადიციულად საგრძნობი უპირატესობა აჩვენა სხვა კონკურენტ კომპანიების ჰიბრიდებთან, როგორც მოსავლის რაოდენობის, ასევე მარცვლის ხარისხთან მიმართებაში.

PIONEER-ის სათესლე მასალისათვის სტრესული მდგომარეობის, მავნებელ-დავადებების მიმართ დამახასიათებელი მაღალი მდგრადობის და შემოსული სიმინდის მარცვლის სწრაფი შრობის შედეგად, წლის ბოლოს ფერმერებმა მაღალი მოსავალი მიიღეს.

digital.cartlis.ge - ახალი პლატფორმა გამარტივებული სოფლის მეურნეობისთვის

 

მოცვი - სიახლეები და გამოწვევები, სალომე დოღონაძის ბლოგი

საქართველოში 2016 წლიდან ფართოდ დაიწყო ლურჯი მოცვის გაშენება,იმ დროისათვის ფერმერებს კულტურასთან დაკავშირებით ძალიან მწირი ინფორმაცია ჰქონდათ. ჩვენი როლი, ანუ კომპანია „კარტლისის“ გამოწვევა იყო მაქსიმალურად  კომპეტენტური რჩევები მიგვეცა ფერმერებისთვის, რათა მიეღოთ მაქსიმალურად უხვი და ხარისხიანი მოსავალი,რაც დააკმაყოფილებდა, როგორც ქართული ისე უცხოური ბაზრის მოთხოვნებს.

როგორ მოვაწყოთ სარწყავი სისტემა სწორად - რა უნდა ვიცოდეთ?

დღევანდელ სოფლის მეურნეობაში წარმოუდგენელია მრავალწლიანი ან თუნდაც
ერთწლიანი კულტურების გაშენება სარწყავი წყლის სისტემის გარეშე. მოსავლის
რაოდენობა და ხარისხი დამოკიდებულია როგორც სწორ კვებასა და წამლობაზე, ასევე
სწორად მიწოდებულ წყლის რაოდენობაზე. იმისთვის რომ მცენარემ არ მიიღოს სტრესი
და წყალი თანაბარად მიეწოდოს ყველა ნარგავს, საჭიროა სარწყავი სისტემის სწორი
პროექტირება და მონტაჟი.

სწორი პროექტირება იყოფა რამოდენიმე ეტაპად:

ღვინის ხარისხი ვენახიდან იწყება, მის ხარისხზე კი კომპანია კარტლისი ზრუნავს, რომელიც მუდმივ სიახლეებს და ინოვაციებს სთავაზობს თავის მომხმარებელეს.
 

კალციუმის როლი მოცვის კვებაში

 

ნიადაგის მომზადება საგაზაფხულოდ უფრო მეტი მოსავლის მისაღებად !

 

პომიდორის ახალი სელექცია კარტლისისგან

                           

 

კარტლისი აგრძელებს სათესლე მასალის განახლებისა და მრავალფეროვნების გაზრდის პროცესს, ამჯერად ჩვენს ფილიალებში ჰოლანდიური წარმოების enza zaden-ის მიერ მოწოდებულ სათესლე მასალას Pinkjain F1-ს წარმოგიდგენთ.

Pinkjain F1-ი დეტერმინანტული, ვარდისფერი პომიდვრის სელექციაა, რომელიც მხოლოდ კარტლისის ფილიალებში შეგხვდებათ. პომიდვრის ახალ სელექციას გამორჩეული სავეგეტაციო და გემოვნური მახასიათებლები აქვს.

Pages

მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.

დაგვიკავშირდი

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო

მოგვძებნე