Blog

ნაყოფის ანალიზი!

 

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გჭირდებათ თქვენი მოსავლის სწორად რეალიზება და მისი ექსპორტირება, აუცილებლად დაგჭირდებათ შემოწმება პროდუქტის პესტიციდების ნაშთზე, რათა უსაფრთხოდ მოხდეს მისი ექსპორტზე გატანა მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე!

ევროკავშირში რეგლამენტირებულია 500მდე პესტიცის ნაშთი, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი პროდუქტი განსაზღვრულ პესტიციდებს დაწესებულ დასაშვებ ნორმაზე მეტს არ უნდა შეიცავდეს!

წინააღმდეგ შემთხვევაში მისი საექსპორტოდ გატანა ვერ მოხერხდება !

გთავაზობთ მდგრად, მომგებიან, კლიენტის სპეციფიკურ საჭიროებებზე მორგებულ მეცნიერულად მხარდაჭრილ გადაწყვეტილებებს.

მსოფლიო ბაზარზე AGQ Lab ლიდერია მდგრადი, მომგებიანი და ხარისხიანი სოფლის მეურნეობის წარმოებაში.

ის ოპერირებს და აგრონომიულ კონსულტაციას უწევს მსოფლიოში 1,5მილიონ ჰექტარ ფართობს და მუშაობს მსოფლიოს მსხვილ მეწარმეებთან ერთად.

მოდი კარტლისში მიიღეთ ანალიზი თქვენი ნაყოფის და გაიგეთ, თუ რომელი ქვეყნის ბაზარზე შეძლებთ მის ექსპორტს!

 

სალათის მოყვანის ტექნოლოგია კარტლისისგან!

 

სალათის კულტურა ყოველწლიურად უფრო  პოპულარული ხდება, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში. მისი მოყვანისას აუცილებელი წინაპირობაა ხარისხიანი ჩითილების წარმოება, სწორედ ის გვაძლევს რენტაბელობის გარანტიას

ჩითილის წარმოებისას აუცილებელია დავიცვათ ბიოტური და აბიოტური ფაქტორების გავლენა მცენარეზე.  მისი  გამოყვანის ოპტიმალური პირობებია: pH-5,5-6,5; T-დღე 20-22°C; ღამე 15-16°C; EC 1.5.

მნიშვნელოვანია 3-4 ფოთლის ფაზიდან ფესვის ყელის სიდამპლეებთან (Fusarium oxysporum f. sp. Lactucae, Pythium uncinulatum,  S. sclerotiorum) ბრძოლის პრევენციული ღონისძიებების ჩატარება, გამოვიყენოთ მაღალხარისხიანი პესტიციდები,  როგორებიცაა აფეტი, ნატურფოსი, ასევე რეკომენდებულია  მაღალფოსფორიანი და ამინომჟავებით მდიდარი სასუქების გამოყენება  (ბელგიური წარმოების სასუქები- გროგრინების სერიიდან და ესპანური ბრენდის პროდუქცია-კოდამინ რადიკულარი).

სალათის მოყვანა რეკომენდებულია როგორც სათბურში, ასევე ღია გრუნტზე, აგროვადების დაცვით, მისი მოყვანა სათბურში შესაძლებელია წელიწადში 5-6 ჯერ. სალათი ყინვაგამძლე მცენარეა, დასაშვებია ღამით +4-6°C;  დღისით +6-10°C; ოპტიმალური ტემპერატურა კი 15-16°C;  ტენიანობა- 60-80%; მოთხოვნა საკვებ ელემენტებზე:100კვ/მეტრზე: N-1.2კგ ; P2O5-0-5 კგ;  K2O-1,5კგ;  EC-1.5-2.5; pH-6-7;

ძირითადი ფაქტორები, რომელთაც გავლენა აქვთ მოსავალზე:

• საკვები ელემენტების შემცველობა;
• ჰუმუსის შემცველობა;
• ნიადაგის მჟავიანობის მაჩვენებელი;
• მარილიანობა;
• ტექსტურა.

ძირითადი საკვები ელემენტები: მაკროელემენტები-N,P,K,CA,MG,S; მიკროელემენტები: B,FE,ZN,MN,CU,MO;

P -ფოსფორი აუცილებელი ელემენტია, ის მონაწილეობს მზის ენერგიის მცენარის ქსოვილში გარდაქმნის პროცესში, შედის მნიშვნელოვანი ცილების სტრუქტურაში, ასტიმულირებს მცენარის ფესვთა სისტემის განვითარებისათვის.

N-აზოტი არის ცილის სტრუქტურის აუცილებელი კომპონენტი, შედის ქლოროფილის შემადგენლობაში, ღებულობს მონაწილეობას ნივთიერებათა ცვლაში.

K-კალიუმი მონაწილეობს სახამებლის, შაქრების , ზეთის წარმოქმნის და გადაადგილების პროცესში.მცენარეში წყლის შეკავების პროცესებში, აუცილებელია მცენარის ნაყოფის წონის, გემოს, ფერის ჩამოსაყალიბებლად.

ხარისხიანი პროდუქციის მიღება თითქმის 90%-ით დამოკიდებულია სათესლე მასალაზე, კომპანია ,,კარტლისი“  გთავაზობთ მრავალფეროვანი ჰოლანდიურ სათესლე მასალის (ENZA ZADEN) ასორტიმენტს, რომელიც არის თიხის ფენით გარშემორტყმული, რაც უფრო კომფორტულს ხდის ჩათესვის პროცესს.

სალათების ასორტიმენტი:

• აისბერგი: BOTIOLA, BOMBOLA, DIAMOND;
• ლოლო ბიონდა: ILEMA, VILI, LOBI;
• ბატავია: FRISADY, ESTONY, KISMY;
• ლოლო როსა: TUSKA, LEA, LOKA;
• რომანო: PINOKIO, XANADU.

 

,,Delphy International” -ის ექსპერტი  „კარტლისის აკადემიაში“

აგრარული სექტორი მუდმივად ვითარდება, ინერგება ახალი ტქნოლოგიები და ინოვაციური მიდგომები.

ახალ გამოწვევებზე პასუხი კი, მხოლოდ  მუდმივად განახლებული ცოდნითა და გამოცდილებით არის  შესაძლებელი.

სწორედ ამიტომ კომპანია ,,კარტლისი“,  მუდმივად ატარებს ტრენინგებსა და სემინარებს კარტლისის სპეციალისტებისათვის,  როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ.  

რამდენიმე დღიანი ვიზიტით საქართველოში სტუმრად ეწვია ორგანიზაცია ,,Delphy International” -ის ექსპერტი -Adrianus Streef.   

აქვე ავღნიშნავთ, რომ ეს ორგანიზაცია აერთიანებს 200-მდე მსოფლიო დონის ექსპერტს,  სხვადასხვა მიმართულებით,

იგი  უწევს სამეცნიერო კონსულტაციას,  ევროპისა და აზიის მოწინავე ფერმერულ მეურნეობებს.

ტრენინგები ეხება, მოცვის კულტურის მოვლა-მოყვანას,  მოგეხსენებათ, რომ მოცვის კულტურა დღითი-დღე აქტუალური ხდება საქართველოში და მოთხოვნა ამ კულტურაზე იზრდება მთელს მსოფლიოში.  კურსი მოიცავს , მოცვის მოვლა-მოყვანის, როგორც თეორიულ (მცენარეთა დაცვის სქემა, მცენარის ძირითადი ელემენტების კვების ასპექტები, ბიოტური და აბიოტური ფაქტორები, მორწყვის რეჟიმი, ახალი ჯიშები და მათი უპირატესობანი)  ,  ასევე პრაქტიკულ მასტერ-კლასებს. (გასხვლა, ფორმირება)

პროექტი  გაგრძელდება მთელი წლის განმავლობაში და კარტლისის  სპეციალისტებს  ექნებათ საშუალება ,მსოფლიო დონის ექსპერტთან ერთად გაიარონ მოცვის კულტურის   აგროტექნიკური ღონისძიებები მტელი სეზონის განმავლობაში.

აღნიშნული პროექტი, მიზნად ისახავს კარტლისის მხრიდან ცოდნით, ახალი ტექნოლოგიებით, ინოვაციური მიდგომებით ქართველი ფერმერების თანადგომის პროგრამას, რათა მათი ფერმერული მეურნეობები იყოს უფრო მეტად წარმატებული ვიდრე დღეს არის.

 

Pages

მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.

დაგვიკავშირდი

   info@cartlis.ge
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო

მოგვძებნე