სწორად დაბალანსებული საკვები კარგად ზრდის მცენარეს, მის ფოთლოვან მასას, რომელიც განაპირობებს მცენარის სიძლიერეს!

კომპანია კარტლისი  გაგაცნობთ უმაღლესი ხარისხის ესპანური კომპანია CODA-ს მიერ წარმოებულ სტიმულატორს უმაღლესი ხარისხის.

კოდაფოლი k35  მჟავა 35% K2O (წ/მ)  პრეპარატი, რომელიც  წარმოადგენს ფოთლიდან შესატან სასუქს კალიუმის მაღალი შემცველობით.

როდის გამოიყნება?

გამოიყენება იმ მომენტებში, როცა მცენარეს გააჩნია ყველაზე დიდი მოთხოვნილება კალიუმზე, განსაკუთრებით მოსავლის აღების წინ, რათა მოხდეს ნაყოფის ხარისხის გაუმჯობესება, შაქრის შემცველობის და ნაყოფის ზომის ზრდა და ასევე ჯანსაღი ფერის მიცემა ნაყოფისათვის.

რატომ კოდაფოლი k35?

ის არეგულირებს მცენარის სხვადასხვა ფუნქციებს, ისეთებს, როგორიცაა ფოტოსინთეზი და სუნთქვა. მისი არატუტე ფორმულაცია უადვილებს მცენარეს პრეპარატის ფოთლიდან ათვისება და აგრეთვე, შესაძლებლობას იძლევა, რომ დამატებით გამოყენებულ იქნას ნაზავების pH ის სარეგულაციოდ.

გამოყენების დოზა ფოთლიდან ერთ შეტანაზე 250 – 300 მლ/ 100ლ წყალზე
გამოყენება 1-2-ჯერ ნაყოფის დამსხვილების პერიოდში

იხ. (დაკლიკეთ) კომპანია პროდუქციის კატალოგი

სხვა სიახლეები

იმისათვის, რომ წლის განმავლობაში არ შეექმნას სხვადასხვა სახის პრობლემები ჩვენს მოსავალზე, უნდა მოხდეს გამხმარი ხეების და დაზიანებული ტოტების შეჭრა და ფართობიდან გატანა. მიზანშეწონილია გაისხვლას და მოცილდეს დაიანებული ქერქი. აღნიშნული სამუშაოების შესრულების შემდეგ კი, დაიგეგმოს ადრე გაზაფხულზე პირველი წამლობა ანუ, მავნე ორგასნიზმების წინააღმდეგ ღონისძებები. ამის გათვალისწინებით კარტლისი გირჩევთ შემდეგი სახის პრეპარატებს:

სიპკამოლი

სატაცური (Asparagus) ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი და სასარგებლო მრავალწლიანი ბოსტნეული კულტურაა. თუ ადრე ძნელად ხელმისაწვდომ დელიკატესად მიიჩნეოდა, დღეს მისი მოყვანა უკვე საქართველოშიც არის შესაძლებელი.

ბაზარზე მოთხოვნის შესაბამისად კარტლისში უკვე გექნებათ საშუალება შეიძინოთ სატაცურის თესლი, სადაც სპეციალისტებისა და კარტლისის აკადემიის დახმარებით შეძლებთ, სატაცურის მოვლა-მოყვანა წარმატებულ ბიზნესად აქციოთ!

ყველა ფერმერმა იცის რომ მხოლოდ საკვები ელემენტებით ნიადაგის გამდიდრებით მოსავალს ვერ მიიღებს, ამისთვის საჭიროა რეგულარულად დაცვის სქემის მიხედვით ბაღების მოვლა.

პირველ ეტაპზე სხვლა ფორმირება და ბაღის დასუფთავება ნარჩენი ფოთლებისგან, შემდეგ კი, მინერაულური ზეთით და სპილენძიანი პრეპარატით უნდა მოხდეს დამუშავება.

კარტლისი გთავაზობთ უნიკალურ ესპანურ ბიო (ორგანულ) პროდუქციას, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ წარვუდგინეთ ქართველ ფერმერებს, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა!

კარტლისი ქართულ ბაზარზე მრავალი წელია ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს, ეხმარება ფერმერებს პროფესიული ცოდნის გაღრმავებაში კარტლისის აკადემიის სახით და სთავაზობს ხარისხიან პროდუქციას!

კარტლისი გთავაზობთ ისეთ ესპანურ ბიო პროდუქციას როგორიცაა: კოდაჰუმუს 20, კოდაქველი, კოდამინ მიკრორადიკულარი. ეს ბიო პრეპარატები სხვადასხვა დანიშნულებით ორგანულ მიწათმოქმედებაში გამოიყენება.

T.ABSOLUTA მავნებელი, რომელიც აზიანებს ძაღლყურძენასებრთა ოჯახს და განსაკუთრებით კი, პომიდორს, ის მნიშვნელოვან ეკონომიურ ზარალს აყენებს ფერმერულ მეურნეობებს უამრავ ქვეყანაში. მისი წარმოშობის ქვეყნად ითვლება ლათინო ამერიკა, იქიდან გავრცელდა ჩრდილოეთ აფრიკაში და ევროპაში. პომიდვრის მენაღმე ჩრჩილის გავრცელება საქართველოს ტერიტორიაზე 2011–2016 წლებიდან მოდის.

კომპანია კარტლისის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ასევე გახლავთ სარწყავი სისტემები, რომელიც სთავაზობს მომხმარებელებს დღეისათვის მსოფლიოში არსებულ ყველა ტიპის სარწყავ სისტემებს, წვეთოვანს, დაწვიმებით სტაციონარულს, მობილურ დასაწვიმებელ კოჭებს და ღერძულ საირიგაციო სისტემებს.

პროექტები უნივერსალურია და ადვილად შეიძლება იქნას გამოყენებული სხვადასხვა კულტურებისათვის, ასევე ადვილად შესაძლებელია წვეთოვანიდან დაწვიმებით მორწყვაზე გადასვლა.

როგორც მოგეხსენებათ, წყლის სწორ განაწილებას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხარისხიანი ზრდისათვის.

სალათის კულტურა ყოველწლიურად უფრო პოპულარული ხდება, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში. მისი მოყვანისას აუცილებელი წინაპირობაა ხარისხიანი ჩითილების წარმოება, სწორედ ის გვაძლევს რენტაბელობის გარანტიას.

კომპანია ,,კარტლისი“ 23 წელია საქართველოს ბაზარზე მოღვაწეობს სოფლის მეურნეობის სფეროში და ფერმერებს სთავაზობს ხარისხიანი პროდუქციის ფართო ასორტიმენტს. იგი ყოველთვის ითვალისწინებს ბაზრის ტენდენციებს და ზოგჯერ ფერმერებს თვითონ კარნახობს სამომავლო განვითარების პერსპექტივებს. ხარისხიანი სათესლე მასალის შერჩევა ფერმერისათვის არის წარმატების გარანტია.

20 წელზე მეტია კომპანია ,,კარტლისი“ წარმოადგენს სათესლე მასალის მწარმოებელი კომპანია ,,ენზა ზადენის“ ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში.

Pages

მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.

დაგვიკავშირდი

   info@cartlis.ge
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო

მოგვძებნე