2017 წელს კარტლისმა საქართველოში უპრეცედენტო მაშსტაბის პროექტი – „კარტლისის აკადემია“ დაიწყო. პროექტი საშუალო და მსხვილ ფერმერებსა და მათ მეუნეობებს ახალ ეტაპზე გადაიყვანს.
სოფლის მეურნეობის სფეროში 20 წლიანმა წარმატებულმა გამოცდილებამ, სხვადასხვა კულტურის მოყვანისას მიღებულმა რეკორდულმა შედეგებმა და იმ მრავალმა სამეცნერო სამუშაომ, რომელიც კომპანიის საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთებზე რეგულარულად მიმდინარეობდა, საშუალება მოგვცა საფუძველი ჩაგვეყარა ფერმერების გადამზადების ახალი პლატფორმისათვის, რომელსაც კარტლისის აკადემია ეწოდება.
პროექტს ყოველწლიური სახე მიეცა და 2018 წლის ნოემბერში „კარტლისის აკადემიამ“ კვლავ განაგრძო ფერმერთა მიღება.
აკადემიის ჩატარდა,საქართველოს თითქმის ყველა რეგიონულ ცენტრში (ზუგდიდი, აბაშა, ქუთაისი, გორი, მარნეული, საგარეჯო, გურჯაანი, ლაგოდეხი და ა.შ.)
აკადემიის ლექტორები თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების მქონე ქართველი და უცხოელი, მოწვეული სპეციალისტები არიან, რომლებიც მრავალი წელია, რაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით მუშაობენ. განსაკუთრებულად აღსანიშნავია ის, რომ კარტლისის აკადემიის სპეციალისტები თავის ცოდნა-გამოცდილებას ფერმერებს უანგაროდ უზიარებენ.
კარტლისის აკადემიის ფარგლებში ფერმერები სემინარებზე განიხილეს:
აკადემიაში განხილული თემები მრავალფეროვანია და მიმართულია იმისაკენ, რომ ფერმერებს ხელი შუწყოს არა მხოლოდ უხვი მოსავლის მისაღებად საჭირო ცოდნის ათვისებაში, არამედ დაეხმაროს პროდუქტის რეალიზაციისათვის აუცილებელი რჩევებით იმ უახლეს ტრენდებზე, რომელიც არსებობს მსოფლიო ბაზარზე. ამ ყველაფრის შედეგი კი უნდა იყოს ის, რომ ფერმერებმა მიიღონ მაქსიმალური შემოსავალი თავიანთი შრომისაგან.
პომიდორის ახალი სელექცია კარტლისისგან
კარტლისი აგრძელებს სათესლე მასალის განახლებისა და მრავალფეროვნების გაზრდის პროცესს, ამჯერად ჩვენს ფილიალებში ჰოლანდიური წარმოების enza zaden-ის მიერ მოწოდებულ სათესლე მასალას Pinkjain F1-ს წარმოგიდგენთ.
Pinkjain F1-ი დეტერმინანტული, ვარდისფერი პომიდვრის სელექციაა, რომელიც მხოლოდ კარტლისის ფილიალებში შეგხვდებათ. პომიდვრის ახალ სელექციას გამორჩეული სავეგეტაციო და გემოვნური მახასიათებლები აქვს.
ნიადაგის, ფოთლისა და ნაყოფის ანალიზი - ხარჯების და მოსავლის ეფექტური კონტროლისთვის
ყველა ფერმერის მიზანს მაღალი მოსავლის მიღება წარმოადგენს, ამისათვის კი სხვადასხვა ტიპის სასუქების გამოყენებას მიმართავენ. მცენარეთა კვებისათვის მნიშვნელოვანია მცენარის მოთხოვნის დაკმაყოფილება საკვებ ელემენტებზე, მაგრამ ჩნდება კითხვა თუ რას წარმოადგენს ეს მოთხოვნა და როგორ მივხვდეთ სწორად ვურჩევთ თუ არა სასუქებს?
ძლიერი ფესვთა სისტემა, ძლიერი მცენარის საწყისია - კარტლისის რჩევა ფერმერებს
მცენარის ჯანმრთელობა და სიძლიერე მისი ფესვთა სისტემიდან იწყება, რადგან სწორედ ფესვთა სისტემის საშუალებით ითვისებს მცენარე საკვებ ელემენტებსა და წყალს. შესაბამისად მცენარის დარგვიდან ადრეულ პერიოდში აგრონომები ორიენტერებულნი არიან ვრცელი, ჯანსაღი ფესვთა სისტემის წარმოქმნაზე.
რუკოლა - სასარგებლო მცენარე, რომელიც ახლა იხვეჭს პოპულარობას
რამდენიმე წლის წინ რუკოლა ჯერ კიდევ უცნობი და საქართველოსთვის ახალი პროდუქტი იყო, ქართველმა ფერმერებმა და მომხმარებელმა ერთდროულად დაიწყეს ამ კულტურის გაცნობა და ის დღეს პოპულარობას საკმაოდ აქტიურად იძენს.
საქართველოში, უმეტეს რეგიონში, რუკოლას მოყვანის კარგი სეზონია გაზაფხული და შემოდგომა, ხოლო სათბურში მისი წარმოება ზამთარშიც შეიძლება მინიმალური გათბობით.
მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.
[email protected]
+995 32 244 55 42
+995 32 244 55 43
75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო