კომპანია კარტლისის მოღვაწეობის სფერო, სოფლის მეურნეობა გახლავთ, ყველაფერი ერთ სივრცეში:
24 წლიანმა დაგროვილმა ცოდნამ და გამოცდილებამ, კომპანიას მისცა საშუალება შექმნილიყო 2017 წელს უპრეცედენტო პროექტი კარტლისის აკადემია, რომლის მთავარი მიზანი არის ფერმერების დახმარება, სრულიან უანგაროდ.
დღეისათვის საქართველოს მასშტაბით, აკადემიაში სრულიად უანგაროდ გადამზადებულია 4000-ზე მეტი ფერმერი სხვადასხვა რეგიონებში,მიმართულების მიხედვით:
თითოეული ჯგუფი მოიცავს 4 ლექცია და 1 პრაქტიკულ მეცადინეობას:
· მცენარის გამოკვება;
· მავნებელ–დაავადებებთან ბრძოლა;
· სარწყავი სისტემის ტიპები და მათი მნიშვნელობა;
· მცენარეთა მოვლის სქემების განხილვა, ხარჯთაღრიცხვა, კულტურათა დივერსიფიცირების პრობლემები.
რატომ აკადემია
გაიღრმავეთ ცოდნა, დაეუფლეთ ახალ ტექნოლოგიებს და გახადეთ თქვენი მეურნეობა უფრო წარმატებული!
პომიდორის ახალი სელექცია კარტლისისგან
კარტლისი აგრძელებს სათესლე მასალის განახლებისა და მრავალფეროვნების გაზრდის პროცესს, ამჯერად ჩვენს ფილიალებში ჰოლანდიური წარმოების enza zaden-ის მიერ მოწოდებულ სათესლე მასალას Pinkjain F1-ს წარმოგიდგენთ.
Pinkjain F1-ი დეტერმინანტული, ვარდისფერი პომიდვრის სელექციაა, რომელიც მხოლოდ კარტლისის ფილიალებში შეგხვდებათ. პომიდვრის ახალ სელექციას გამორჩეული სავეგეტაციო და გემოვნური მახასიათებლები აქვს.
ნიადაგის, ფოთლისა და ნაყოფის ანალიზი - ხარჯების და მოსავლის ეფექტური კონტროლისთვის
ყველა ფერმერის მიზანს მაღალი მოსავლის მიღება წარმოადგენს, ამისათვის კი სხვადასხვა ტიპის სასუქების გამოყენებას მიმართავენ. მცენარეთა კვებისათვის მნიშვნელოვანია მცენარის მოთხოვნის დაკმაყოფილება საკვებ ელემენტებზე, მაგრამ ჩნდება კითხვა თუ რას წარმოადგენს ეს მოთხოვნა და როგორ მივხვდეთ სწორად ვურჩევთ თუ არა სასუქებს?
ძლიერი ფესვთა სისტემა, ძლიერი მცენარის საწყისია - კარტლისის რჩევა ფერმერებს
მცენარის ჯანმრთელობა და სიძლიერე მისი ფესვთა სისტემიდან იწყება, რადგან სწორედ ფესვთა სისტემის საშუალებით ითვისებს მცენარე საკვებ ელემენტებსა და წყალს. შესაბამისად მცენარის დარგვიდან ადრეულ პერიოდში აგრონომები ორიენტერებულნი არიან ვრცელი, ჯანსაღი ფესვთა სისტემის წარმოქმნაზე.
რუკოლა - სასარგებლო მცენარე, რომელიც ახლა იხვეჭს პოპულარობას
რამდენიმე წლის წინ რუკოლა ჯერ კიდევ უცნობი და საქართველოსთვის ახალი პროდუქტი იყო, ქართველმა ფერმერებმა და მომხმარებელმა ერთდროულად დაიწყეს ამ კულტურის გაცნობა და ის დღეს პოპულარობას საკმაოდ აქტიურად იძენს.
საქართველოში, უმეტეს რეგიონში, რუკოლას მოყვანის კარგი სეზონია გაზაფხული და შემოდგომა, ხოლო სათბურში მისი წარმოება ზამთარშიც შეიძლება მინიმალური გათბობით.
მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.
[email protected]
+995 32 244 55 42
+995 32 244 55 43
75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო