კომპანია კარტლისი მიზანმიმართულია სოფლის მეურნეობის სფეროში შედეგების გრძელვადიანი პერსპექტივების შექმნაზე, აქედან გამომდინარე, რომ არ შეიქმნას სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე დეფიციტი, კომპანიის სპეციალისტები მაქსიმალურად ზრუნავენ, რათა დაეხმარონ ფერმერებს ხარიახიანი პროდუქციისა და ონლაინ კონსულტაციის მიღებაში!

img_prevention

საქართველოში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ძალიან ბევრი ფერმერი გვიკავშირდება და გვეკითხება:

• რა სახით შეუძლიათ მათ შეიძინონ პროდუქცია?

• შევძლებთ თუ არა აგროკონსულტაციების გაცემას?

დიახ, ყველა რეგიონში კარტლისის ფერმერთა მომსახურების ცენტრები მუშაობენ სრული გრაფიკით, ყველა ფილიალში ყოველდღიურად ტარდება დეზინფექცია, ვირუსისგან თავის დასაცავად მაქსიმალურად დაცულია ჰიგიენის ნორმები.

 

რაც შეეხება კარტლისის აკადემიის წევრ ფერმერებთან დაგეგმილ ვიზიტებს, მათთვის ჩატარდება ონლაინ კონსულტაციები, შედგება გრაფიკები რეგიონების მიხედვით.prevention

თითოეული ჩვენგანის ვალია, გამოვიჩინოთ სოციალური პასუხისმგებლობა და ყველა რეკომენდაციები გავითვალისწინოთ!

 

დამატებითი კითხვებისა და ონლაინ ჯგუფებში ჩასაწერად დაუკავშირდით კარტლისის ფილიალებს. კარტლისის ფილიალები: http://www.cartlis.ge/contact-us

ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კარტლისის აკადემიის ხელძღვანელს

ლელა გვასალია ტელ: 599 33 77 03

სტატიის ბმული

სხვა სიახლეები

ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენა - ყოველწლიური რუტინა ფერმერებისთვის

შემოდგომით ხარისხიანი მოსავლის მისაღებად ველზე სამუშაოები ადრეულ გაზაფხულზე უნდა დავიწყოთ, ერთ-ერთი პირველი რიგის სამუშაო ნიადაგის ნაყოფიერების განსაზღვრა, მასში მცენარისთის საჭირო საკვები ნივთიერებების შემოწმება და მიღებული შედეგების ანალიზია, სწორედ ამ შედეგების მიხედვით უნდა დავგეგმოთ ნაკვეთში, სასუქის სახით შესატანი ნივთიერებების საჭიროება.

ნიადაგის ანალიზის დროა

 

მოსავლიანობის გასაზრდელად  ერთი-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი მცენარის კვების სწორი დაგეგმვაა, ამის მისაღწევად კი უმნიშნელოვანესი ნიადაგის ანალიზის სწორი და მიზნობრივი ჩატარებაა.

ნიადაგის ანალიზით სწორად ანგარიშდება გამოსაყენებელი სასუქების რაოდენობა და ტიპი, შედეგად ფერმერი თავიდან იცილებს სასუქების არასწორ, არამიზნობრივ და ხშირად ზედოზირებით გამოყენებას.

პომიდვრის ვირუსგამძლე ჰიბრიდები

 

20 წელზე მეტია კომპანია ,,კარტლისი“ წარმოადგენს სათესლე მასალის მწარმოებელი კომპანია ,,ენზა ზადენის“ ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში.

ენზა ზადენი მრავალი წლის განმავლობაში არის აღიარებული ლიდერი ბოსტნეული კულტურების სელექციაში, წარმოებაში და სათესლე მასალის რეალიზაციაში.

ფერმერული მეურნეობის რენტაბელობა მეტწილად დამოკიდებულია ხარისხიანი სათესლე მასალის შეძენაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვირუსრეზისტენტული პომიდვრის სათესლე მასალის შეძენა.

ყველა ტიპის სარწყავსისტემა!

 

ნაყოფის ანალიზი!

 

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გჭირდებათ თქვენი მოსავლის სწორად რეალიზება და მისი ექსპორტირება, აუცილებლად დაგჭირდებათ შემოწმება პროდუქტის პესტიციდების ნაშთზე, რათა უსაფრთხოდ მოხდეს მისი ექსპორტზე გატანა მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე!

სალათის მოყვანის ტექნოლოგია კარტლისისგან!

 

,,Delphy International” -ის ექსპერტი  „კარტლისის აკადემიაში“

აგრარული სექტორი მუდმივად ვითარდება, ინერგება ახალი ტქნოლოგიები და ინოვაციური მიდგომები.

ახალ გამოწვევებზე პასუხი კი, მხოლოდ  მუდმივად განახლებული ცოდნითა და გამოცდილებით არის  შესაძლებელი.

სწორედ ამიტომ კომპანია ,,კარტლისი“,  მუდმივად ატარებს ტრენინგებსა და სემინარებს კარტლისის სპეციალისტებისათვის,  როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ.  

ელჩის გულთბილი მიღება კარტლისის აკადემიას!

 

Pages

მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.

დაგვიკავშირდი

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო

მოგვძებნე