ღვინის ხარისხი ვენახიდან იწყება, მის ხარისხზე კი კომპანია კარტლისი ზრუნავს, რომელიც მუდმივ სიახლეებს და ინოვაციებს სთავაზობს თავის მომხმარებელეს.
 
 ამჯერად კი გთავაზობთ, ვაზის ჭრაქის საწინააღმდეგო უახლეს და უნიკალურ პრეპარატს „ზორვეკ ვინაბელს“.
 
“ზორვეკ ვინაბელს” გააჩნია ოთხმაგი მოქმედება ჭრაქის გამომწვევ პათოგენზე, რაც უზრუნველყოფს მის შეუდარებელ და დაუჯერებელ ეფექტურობას:
- დამცავი მოქმედება - ხელს უშლი ზოოსპორების გავრცელებას და გაღივებას;
- სამკურნალო მოქმედება - აჩერებს მიცელიუმის ზრდას;
- ანტისპორულაციური მოქმედება - ხელს უშლის სპორების წარმოქმნას;
- აღმომფხვრელი მოქმედება - აჩერებს დაზიანებული კერების გაფართოვებას.
 
კარგად გამოხატული ტრანსლამინარული და სისტემური თვისებების გამო, “ზორვეკ ვინაბელი“, ეფექტურად იცავს მცენარის დამუშავებულ ნაწილებს მათი ინტენსიური ზრდის პერიოდში.  ის იცავს როგორც არსებულ, ასევე ახალ ფოთლებს, ეფექტურად გადანაწილდება დამუშავებული მწვანე მასიდან დაუმუშავებელ ყვავილებსა და მტევნებზე და, განსხვავებით სხვა ფუნგიციდებისაგან, უზრუნველყოფს ვაზის გამორჩეულ დაცვას ყვავილობის ფაზაშიც კი. 
  
„ზორვეკ  ვინაბელი“-ს მთავარი  უპირატესობები:
სწრაფად აღწევს მცენარის ცვილისებურ ფენაში და შესხურებიდან 20 წუთში უკვე არ ირეცხება მოულოდნელად მოსული წვიმით და არ საჭიროებს გადაწამვლას;
ახასიათებს გამოკვეთილად სისტემური მოქმედება და ეფექტურად იცავს ახალ ნაზარდს; იცავს იმ ახლადგამოტანილ ფოთლებსაც კი, რომლებიც არ არსებობდნენ შესხურების მომენტისათვის;
ხასიათდება ყველაზე ხანგძლივი გარანტირებული მოქმედებით - 14 დღემდე;
არ გააჩნია ჯვარედინი რეზისტენტობა არც ერთ არსებულ ჭრაქის საწინააღმდეგო ფუნგიციდთან, რაც უზრუნველყოფს უაღრესად მაღალ ეფექტურობას;
არ ახდენს გავლენას ღვინის ფერმენტაციაზე;
ნაკლებად ტოქსიკურია თბილსისხლიანებისათვის, ფრინველებისათვის და ფუტკრისათვის.
 
2016 წ  „ზორვეკი“იქნა აღიარებული AGROW AWARD-ის მიერ  როგორც მცენარეთა დაცვის საუკეთესო საშუალება.
ზორვეკ ვინაბელი - ჭრაქისაგან დაცვის გარანტია!

სხვა სიახლეები

საქართველოში სასათბურე მეურნეობა საკმაოდ განვითარებულია, იგი საშუალებას გვაძლევს არ ვიყოთ დამოკიდებული გარემო პირობებზე და მოვიყვანოთ არასეზონური პროდუქტი.

საქართველოში სათბურის გადახურვისას ძირითადად ვიყენებთ სასათბურე ფირს ე.წ. ცელოფანს, მისი დაბალი ფასის, სითბოს დაბალი გამტარობის, მონტაჟის სიმარტივის, სინათლის გაბნევის მაღალი კოეფიციენტის  და სხვა მიზეზების გამო…

კომპანია კარტლისი წარმოგიდგენთ ბელგიური კომპანია ,,ლიმას“ წარმოებულ ინოვაციურ სასუქს გროგრინ ვეგეტაციას. ხელს უწყობს მცენარის ინტენსიურ ზრდას და ვეგეტატიური ნაწილის გაძლიერებას.

ტრადიციული სასუქებისგან განსხვავებული სტუქტურა და უნიკალური ფორმულაცია გვაძლევს საუკეთესო შედეგის გარანტიას. გროგინ ვეგეტაცია გამოიყენება მცენარის გამოსაკვებად, როგორც ფოთლიდან, ასევე წვეთოვანი მორწყვის საშულაებით (ფერტიგაცით).

კომპანია კარტლისი გთავაზობთ, ბელგიური წარმოების სასუქს Gro Green-ების სერიის უმაღლესი ხარისხის თხევად გელს ,,ბლექ მეჯიკი“-ს. ამ უნიკალური კომპონენტების წყალობით შეგვიძლია ვაკონტროლოთ ნიადაგის დამლაშება, გავაუმჯობესოთ აერაცია და დრენაჟირება!

გელი ბლექ მეჯიკის გამოყენება შეგვიძლია შემდეგ კულტურებში: პომიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი, ხახვი, კარტოფილი, ნესვი, საზამთრო, სიმინდი, ხორბალი.

კომპანია “კარტლისი” გთავაზობთ სიმინდის დაცვის სქემას.

გაითვალისწინეთ, რომ სქემა ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს.

არასეზონური ბოსტნეულის მოყვანა შეუძლებელია სათბურების გარეშე, რაც საშუალებას გვაძლევს ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული გარემო პირობებზე და ჩვენით ვარეგულიროთ მცენარის ზრდა-განვითარება და დავიცვათ მცენარეები. ხოლო ხარისხიანი სათესლე მასალა, არის მნიშნველოვანი უხვი მოსავლის მისაღებად, რომელსაც გვთავაზობს „ენზა ზადენის“ ჰოლანდიური სათესლე მასალა.

კომპანია 20 წელზე მეტია არის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოს ბაზარზე და სთავაზობს მომხარებელს ხარისხიან სათესლე მასალას!

კომპანია კარტლისი მცენარეთა დაცვის საშუალებების, სასუქების, სათესლე მასალისა და სარწყავი სისტემების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს მომხარებელს! კარტლისის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ასევე გახლავთ სარწყავი სისტემები, რომელიც სთავაზობს მომხმარებელებს დღეისათვის მსოფლიოში არსებულ ყველა ტიპის სარწყავ სისტემებს, წვეთოვანს, დაწვიმებით სტაციონარულს, მობილურ დასაწვიმებელ კოჭებს და საირიგაციო სისტემებს.

კარტლისის უნიკალური სასუქი, რომელიც განკუთვნილია ყველა ნიადაგისთვის, უკვე ბევრმა ფერმერმა გამოსცადა, ის მრავალი ათეული წელია მსოფლიო ბაზარზეა და წარმოგვიდგენს უნიკალურ შესაძლებლობების მქონე სასუქს, ევროტიმს და ევროპაკს, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია მსოფლიო ბაზარზე, ისიც უნდა ავღნიშნოთ რომ მისი გამოყენება ერთნაირად ეფექტურია ყველა ტიპის ნიადაგისთვის.

ევროტიმი და ევროპაკი, გამორჩეულია მიკროელემენტების მაღალი შემცველობით, რომლის რაოდენობაც სხვა სასუქებთან შედარებით ბევრად მეტია( მინიმუმ 10 ჯერ).

• 0.3% თუთია, 0.3 % ბორი, 18 % გოგირდი – ევროპაკი;

კარტლისი გთავაზობთ, მსოფლიოში N1 სათესლე სიმინდს, რომელიც ამერიკული კომპანიის მიერ არის წარმოებული და „პიონერის“ სახელით იცნობენ, რომლის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში არის კომპანია „კარტლისი“.

უამრავი ჯიში დაინერგა და გამოიცადა სხვადასხვა რაიონში ამ წლების განმავლობაში.

დღეს კი კერძოდ ვისაუბრებთ თეთრი სიმინდის ჰიბრიდზე პიონერი PR32B10-ზე, რომელიც კარგად მოერგო დასავლეთის ნიადაგებს.

მოცემული სათესლე მასალა გამოიყენება, როგორც სამარცვლედ ასევე სასილოსე წარმოებისთვის.

Pages

მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.

დაგვიკავშირდი

   info@cartlis.ge
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო

მოგვძებნე