პირველ რიგში, ციტრუსების გასაშენებლად საჭიროა კარგი ადგილის შერჩევა, სადაც გათვალისინებული იქნება მიკროკლიმატური პირობები, რელიეფი და ადგილმდებარეობის სიმაღლე და უნდა ვიცოდეთ ზამთრის პირობებისადმი ჯიშების შეგუების შესაძლებლობები.
როდის დავრგოთ:
შემოდგომაზე დარგვა კარგ შედეგს იძლევა. განსაკუთრებით იმ რაიონებში, რომლებშიც თბილი და ხანგრძლივი შემოდგომა იცის.
გაზაფხულზე, დარგული მცენარე სუბტროპიკული რაიონებისთვის დამახასიათებელი გვალვების მავნე მოქმედებას განიცდის!