კომპანია “კარტლის”–ი საქართველოში ჰოლანდიური კომპანია HZPC-ის ოფიციალური წარმომადგენელია და უკვე 7 წელია სათესლე მასალის საცდელ მოყვანას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აწარმოებს.

“კარტლისი” –ს მენეჯმენტის განცხადებით, ფართო კომერციულ გაყიდვებამდე სათესლე კარტოფილი 2 წლიან გამოცდას გადის. წელს სატესტო რეჟიმში თხუთმეტამდე ჯიშის ჰოლანდიური სათესლე კარტოფილი დაითესა.

“სულ, ჩვენს საცდელ ნაკვეთებში დმანისსა და ახალქალაქში წელს გამოცდაში გვქონდა 15 ახალი HZPC-ის 9 და Stet Holland-ის 6 ჯიში. განსაკუთრებით კარგი შედეგები კი აჩვენენეს ჯიშებმა: სილვანამ, ფაბულამ, კარერამ და კარლიტამ. ასევე წარმატებულ ჯიშებს შორის არის ჯიში “ინოვატორი”, რომელსაც უპირატესობას  მთელ მსოფლიოში რესტორნების ქსელი “მაკდონალდსი” ანიჭებს. საუკეთესო მაჩვენებელი, რაც ამ საცდელი თესვისას იქნა მიღწეული სილვანას და ფაბულას ჯიშებს ეხება და  42-46 ტონაა ერთ ჰექტარზე. ჩვენ ყოველწლიურად ვცდით ახალ-ახალ ჯიშებს და მუდმივად ვთავაზობთ ბაზარს სიახლეებს,”-აცხადებს კომპანია “კარტლისი”–ს დირექტორი რობერტ რევია.

მისივე განცხადებით, საქართველოში კარტოფილის სათესლე მასალაზე დიდი მოთხოვნაა, თუმცა ხშირ შემთხვევაში მაინც უხარისხო, იაფფასიანი მასალა ითესება, რაც მაღალ შედეგს არ იძლევა.

“თუ არჩევანი უკვე გამოცდილი და მაღალმოსავლიანი ჯიშების სასარგებლოდ გაკეთდება შედეგიც შესაბამისი იქნება. როდესაც კლიენტი კარტოფილს ჩვენი კომპანიისაგან ყიდულობს მას, კარტოფილის მოყვანის სრული ტექნოლოგიის დაუფლებაში ვეხმარებით, რომლის დაცვითაც მათ 1 ჰექტარზე საშუალოდ 45 ტონამდე მოსავლის მიღება შეუძლიათ,”-აცხადებს რობერტ რევია.

სხვა სიახლეები

ლურჯი მოცვის კულტურის გაშენება, დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება საქართველოში.

მოთხოვნიდან გამომდინარე კომპანია კარტლისი გთავაზობთ მოცვის დაცვის სქემას!

კომპანია კარტლისი, მომხმარებელს მცენარეთა დაცვის საშუალებების, სასუქების, სათესლე მასალისა და სარწყავი სისტემების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს.

23 წლის განმავლობაში ამ პერიოდში კომპანიამ ფერმერებს შორის უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მომწოდებლის სახელი დაიმკვიდრა და კომპანიამ ათასობით მომხმარებლის ნდობა მოიპოვა!

ეს საოცრად მსხმოიარე ვაშლი უნიკალური პრეპარატის აფეტის დამსახურება გახლავთ, ახალი თაობის ლოკალურ-სისტემური ფუნგიციდი ხეხილის, ვაზის და ბოსტნეული კულტურების სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად.

დაგვეთანხმებით, წარმატების მიღწევის უმთავრესი განმაპირობებელი მომხმარებლის კმაყოფილება გახლავთ, ეს კი შეუძლებელია ხარისხიანი პროდუქციისა და შეთავაზების მაღალი ხარისხის გარეშე!

კომპანია კარტლისი გთავაზობთ, ყაბაყის ჰოლანდიურ სათესლე მასალას არდენდო, რომელიც გახლავთ საადრეო ჰიბრიდი!

ალბათ ბევრმა თქვენთაგანმა არ იცის რომ ყაბაყში, ვიტამინი ბევრად მეტია, ვიდრე ქლიავში ან ვაშლში, ხოლო კალიუმის რაოდენობით ის პირველია ხილ–ბოსტნეულს შორის.

დაიწყო თხილის მოსავლის აღება დასავლეთ რეგიონებში, სადაც კარტლისის სპეციალისტები აქტიურად არიან ჩართული, მონიტორინგის მიზნით!

მიუხედავად იმისა, რომ სეზონი ჯერ კიდევ არ დასრულებულა, საკმაოდ წარმატებული არის ფერმერებისათვის, რომლებმაც წამლობები ჩაატარეს კომპანია კარტლისის სპეციალისტების მიერ შედგენილი დაცვის სქემის მიხედვით, მიიღეს საუკეთესო შედეგები, როგორც ხარისხობრივი, ისე რაოდენობრივი თვალსაზრისით.

კარტლისის პრეპარატების საშუალებით, ვაზმა იდეალურად გაიარა წინა ფაზები და წარმატებით დაასრულა ყვავილობაც, გამოიხორბლა და ახლა უკვე ნელ-ნელა მიიწევს სრული ისვრიმობისკენ!

კახეთში ყურძენი უკვე შეთვალების ფაზაში შევიდა. მარცვალი ნელნელა საგრძნობლად მსხვილდება და უახლოვდება სიმწიფის პერიოდს.

ამ პერიოდის ტენის და მზის სხივების მონაცვლეობა იდეალურია ყურძნის სასურველი კონდიციის მისაღებად.

კომპანია კარტლისი მუდმივად ზრუნავს აგროსფეროს განვითარებასა და ევროპული სტანდარტების დანერგვაზე.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, მომავლისთვის უამრავ სიახლეს გეგმავენ, რაც ძალიან გაუმარტივებთ ფერმერებს მუშაობას და მაქსიმალურად მოკლე დროში მიაღწევინებს წარმატებას საკუთარ საქმიანობაში.

ღვინის ხარისხი ვენახიდან იწყება, მის ხარისხზე კი კომპანია კარტლისი ზრუნავს, რომელიც მუდმივ სიახლეებს და ინოვაციებს სთავაზობს თავის მომხმარებელეს!

ამ პერიოდისთვის ვაზი იმყოფება ისვრიმობის დასაწყისში, ანუ ჩამოყალიბებული მწვანე მარცვალის ფაზაში!

კარტლისის პრეპარატების საშუალებით, იდეალურად გაიარა წინა ფაზები და წარმატებით დაასრულა ყვავილობაც, გამოიხორბლა და ახლა უკვე ნელ-ნელა მიიწევს სრული ისვრიმობისკენ!

ამ ეტაპზე, ვიყენებთ ისევ სისტემურ-კონტაქტურ პრეპარატებს, სპილენძის შემცველ კურზატს.

კომპანია ,,კარტლისი’’  23 წელზე საქართველოს ბაზარზე ოპერირებს, მისი მოღვაწეობის სფერო სოფლის მეურნეობა გახლავთ. კომპანიის სახელი ფერმერებში ასოცირდება ნდობასთან და ხარისხიან პროდუქციასთან, მისი პარტნიორები არიან მსოფლიოში  წამყვანი ევროპული და ამერიკული სოფლის  მეურნეობის პროდუქციის მწარმოებლები.

,,კარტლისი მუდმივად ნერგავს ახალ ტექნოლოგიებს და სთავაზობს ფერმერებს მცენარის მოვლის უტყუარ სქემებს, რათა  ფერმერული მეურნეობა  საქართველოში იყოს უფრო რენტაბელური და წარმატებული.

Pages

მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.

დაგვიკავშირდი

   info@cartlis.ge
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო

მოგვძებნე