ყვარლის რაიონში, 50 ჰექტარ მიწის ფართობზე დამონტაჟდა პივოტური სარწყავი სისტემა. კონსტრუქციისთვის და ძრავისთვის გამოყენებულია ესპანეთის და აშშ-ს მიერ წარმოებული, თანამედროვე, გამძლე, ხარისხიანი მასალა და მექანიზმები.  თანამედროვე, პივოტური სარწყავი სისტემა გამოიყენება მარცვლეულ კულტურაში და საშუალებას იძლევა თანაბრად, ერთგვაროვნად მოვრწყათ ფართობი, ვმართოთ მორწყვის პროცესი და შესაბამისად პროდუქციის ხარისხი და რაოდენობა.

სხვა სიახლეები

24 მაისს ამბროლაურის კულტურის სახლში,კომპანია კარტლისმა გამართა მორიგი შეხვედრა ფერმერებთან,   კარტლ

კარტლის აგროსისტემები უკვე 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს მცენარეთა დაცვის საშუალებების, სასუქების, სათესლე მასალისა და სარწყავი სისტემების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს.

კომპანიამ ათასობით მომხმარებლის ნდობა მოიპოვა , პროფესიონალ ფერმერებში კომპანიის სახელი ასოცირდება ცოდნასთან, ხარისხთან და გამოცდილებასთან.

„კარტლისი“ მუდმივად ცდილობს დანერგოს თანამედროვე ტექნოლოგიები, დაეხმაროს ფერმერებს პროფესიული ცოდნის გაღრმავებაში „კარტლისის აკადემიის “ სახით და ასევე ეხმარება მათ დაფინანსების წყაროების მოპოვებაში.

ესპანელი ექსპერტის ტრენინგი კაკლისა და ნუშის კულტურების შესახებ

27 თებერვალს, „თბილისი ბილტმორის“ საკონფერენციო დარბაზში კომპანია „კარტლისის“ მიერ, ფერმერებისთვის ტრენინგის ჩარასატარებლად მოწვეულ იქნა მსოფლიო დონის ექსპერტი, ფედერიკო ლოპეზ ლარინაგა. ესპანელი ტრენერს თეორიული ცოდნის გარდა, მდიდარი პრაქტიკული გამოცდილება აქვს კაკლისა და ნუშის ბაღების გაშენებასა და მოვლაში.

კარტლისის აკადემიის მორიგი შეხვედრა ქ.ქუთაისის კარტლისის ფილიალში გაიმართა, სადაც ძირითადი თემა გახლდათ:

„ბოსტნეული კულტურის ასორტიმენტი ღია და დახურული გრუნტისათვის და მათი მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიები“.

შეხვედრაზე ბოსტნეულის მომყვან ფერმერებს დარგის სიახლეების შესახებ ინფორმაცია კარტლისის სპეციალისტებმა გააცნეს.  

12 თებერვალს კარტლისის გორის სერვისს ცენტრში, კომპანია 

კარტლის აგროსისტემები ქართულ ბაზარზე უკვე 20 წელია მოღვაწეობს და მომხმარებელს მცენარეთა დაცვის საშუალებების, სასუქების, სათესლე მასალისა და სარწყავი სისტემების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს სხვადასხვა რეგიონებში.

ამ პერიოდში კომპანიამ ფერმერებს შორის უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მომწოდებლის სახელი დაიმკვიდრა.

მიზანდასახული მუშაობის შედეგად, კომპანიამ ათასობით მომხმარებლის ნდობა მოიპოვა და დღეისათვის თავის დარგში ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაცია გახლავთ.

2019 წელს კი კომპანია კარტლისს კიდევ ერთი მაღაზია შეემატა, ამჯერად უკვე ქ.თბილისში.

2017 წელს კარტლისმა საქართველოში უპრეცედენტო მაშსტაბის პროექტი –  „კარტლისის აკადემია“  დაიწყო.  პროექტი საშუალო და მსხვილ ფერმერებსა და მათ მეუნეობებს ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

სოფლის მეურნეობის სფეროში 20 წლიანმა წარმატებულმა გამოცდილებამ, სხვადასხვა კულტურის მოყვანისას მიღებულმა რეკორდულმა შედეგებმა  და იმ მრავალმა სამეცნერო სამუშაომ, რომელიც კომპანიის საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთებზე რეგულარულად მიმდინარეობდა,  საშუალება მოგვცა საფუძველი ჩაგვეყარა ფერმერების გადამზადების ახალი პლატფორმისათვის, რომელსაც კარტლისის აკადემია ეწოდება.

2018 წლის 14 ნოემბერს, კომპანია „კარტლისის“ ორგანიზებით ქ. ყვარელში, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში გაიმართა „მევენახეთა ფორუმი, დარგში არსებულ სიახლეებზე“.

ფორუმში ასევე მონაწილეობას იღებდა კომპანია „კარტლისის“ პარტნიორი ბანკი ბაზისბანკი. აღნიშნული ღონისძიება ემსახურებოდა ახალი პროდუქტის შეთავაზებას, რომელიც შეიქმნა ერთობლივად კომპანია კარტლისთან ერთად, რაც ხელს შეუწყობს ფერმერებს, რათა განავითარონ სოფლის მეურნეობა.

Pages

მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.

დაგვიკავშირდი

   info@cartlis.ge
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო

მოგვძებნე